Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(29)
« პირველი
...
9
10
[11]
12
13
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
თავისუფალი ნება
, ერთიანი თემა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
წერილები: 6511
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15
#59156740
· 23 Apr 2022, 20:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დათიკო
ოდნავ ჩაუკვირდი რასაც გიხსნი, არ მგონია გაუგებრათ ვწერდე.
QUOTE
ადამიანს რომ შექმნი უკვე გადარჩენილად. სად არის მაშინ თავისუფალი ნება, რომ აირჩიოს ადამიანმა უნდა თუ არა თავისუფლება?!
ჯერ ერთი ადამიანი თავუფალი ნებით უნდა იყოს შემქნილი და ასევე თავისუფალი არჩევანის უფლება და შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს მიცემული. გადარჩენა არ უნდა სჭირდებოდეს ღმერთისგან. ღმერთმა უნდა მისცეს ადამიანს სრულფასოვანი და სრულყოფილი ცხოვრების უფლება და შესაძლებლობა. ადამიანი აირჩევს თუ არა ღმერთის თაყვანისცემას, ეს უკვე მისი არჩევანი უნდა იყოს. ეგ არაა არჩევანი და თავისუფლება რასაც თქვენ იძახით. ეთყავანე ღმერთს და არ მოგკლავს, თუ არადა მოგვდები და გაგტანჯავს შენი არჩევანის გამო. ეგეთი ღმერთი ნამდვილათ არ მჭირდება.
chokanaktulu
დათიკოს ვუხსნი და შენც იგივეს წერ, ჩაუკვირდი მიმოწერებს.
--------------------
"ეს ანგელოზი თავად ლოგოსია (განკაცებამდე ძე ღვთისა)”(adelasa)
"ევოლუციის თეორია არანაირად არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ თეოლოგიას".(დათიკო)
'მართლმადიდებლობა გთავაზობს გახდე ღმერთი' (giorgi89)
'სულიც მატერიალურია ღმერთთან შედარებით'. (K. Logos)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
chokanaktulu
Tsotneforester
ჯგუფი: Registered
chokanaktulu
Tsotneforester
ჯგუფი: Registered
წერილები: 1143
წევრი No.: 107551
რეგისტრ.: 25-December 09
#59156794
· 23 Apr 2022, 21:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მესმის, რასაც ამბობ, მაგრამ შეუძლებელს ითხოვ ღმერთისგან. თუ ღმერთი ვინმეს ქმნის, ის უკვე დამოკიდებულია ენერგიაზე, რომ იარსებოს. აქ ვერაა თავისუფალი, ეგ მესმის, მაგრამ მაქსიმუმი აქვს, რისი მიცემაც შეეძლო, ღმერთმა მისცა. ანუ ღმერთმა რაიმე განძრახ კი არ დააკლო, პირიქით, ყველაფერი მისცა. შენ გინდა, რომ ღმერთს ღმერთები შეექმნა? სახარება ხო იცი, ხოდა ქრისტე რომ ამბობს, მე მოგცემ წყალს და აღარ მოგწყურდებაო, ეგ წყალი, ეგენერგია ღმერთს აქვს და შენ შეგიძლია მოგცეს, მაგრამ შენ თვითონ ვერ აწარმოებ. შვილს რატო აჩენ, იცი წინასწარ რომ ყველაფერს მისცემ მასდა იზრუნებ მასზე, ხომ ასეა? თუ არ შეგეძლო მოვლა, რას არჩენდიოხო გაგიგონია, ეგ მართალია ადამიანისთვის, მაგრამ ღმერთს შეეძლო იდეალურად ეზრუნა ადამიანზე და იზრუნა კიდეც, მაგრამ თავის ზუსტ ასლს ვერ შექმნიდა, ვისაც თანდაყოლილი ენერგიის წყარო ჰქონდა, მაგრამ აპირებდა ამ წყაროს მისთვის განაწილებას და თავის სიმაღლეზე ამოყვანას. პრობლემა ისაა, რომ შენ ღმერთს აბრალებ იმას, რომ ადამიანი ბოლომდე ვერაა თავისუფალი, არადა მისი ბრალი არაა. he did his best
--------------------
CPU: - i7 10700K
COOLER: - Enermax 240mm Liquimax
MB: - Msi Z490 Gaming
RAM: - Gskill DDR4 2666 4GB*4
VGA: - Asus Strix GTX 1070
SSD: - Kingston 480
HDD: - Seagate Barracuda 2Tb
PSU: - EVGA Supernova G5 750
CASE: - DeepCool Mattrex 70
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
წერილები: 6511
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15
#59157319
· 23 Apr 2022, 23:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
chokanaktulu
შვილის მაგალითი კარგი მაგალითია ამ შემთხვევაში. შვილმა რო არ დაუჯეროს მშობლებს, არ აირჩიოს ის კარიერა რაც მშობლებს უნდა, არ მოუსმინოს მშბლების რჩევა დარიგებებს, არ იცხოვროს მშობლებთან, განა მოსიყვარულე მამა ასეთ შვილს მოიძულებს? ან ხელს კრავს? ან ცუდს უსურვებს? არანაირათ. მშობელს ყოველთვის ესურვება და გაუხარდება შვილის წარმატებები და კარგათ ყოფნა იმის მიუხედავათ მშბლებს უსმენს თუ არა. ანალოგიურათ უნდა იყოს მართმადიდებლების ღმერთის შემთხვევაშიც. თუ თქვენი შემქმნელი სიყვარულია, ურჩი შვილის კეთილდღეობა უნდა ახარებდეს და არაფერს აკლებდეს. აბა ის რა არი ან მეცი თაყვანი ამ მოგკლავ და გაგტანჯავო. არა რაა. ნაღდათ ვერ ვემსახურები მასეთ ღმერთს, რაც არ უნდა მიმეორონ კეთილი და მოსიყვარულეაო.
მესმის თქვენი რო ცთილობთ თქვენი მრწამსის ლაფსუსები გააპრაოთ და არ მაქ პრობლემა, მარა პირადათ ჩემთვის მიუღებელია მასეთი ვითომ თავისუფლება.
ღმერთს რო ეთქვა ყველაფერს გაძლევ ისევე, როგორც ჩემ თაყვანისმცემელ მართმადიდებელს ვაძლევ, აირჩიე შენთვითონ გინდა მეთაყვანო და მემსახურო, გინდა არა. აი მასეთ შემთხვევაში ვაღიარებდი რო ღმერთი არჩევანის საშუალებას გვაძლევს მარა ასე რო არაა მაგაშია საქმე. ჩემთვის არაა მასეთი ულტიმატუმები მისაღები. თქვენ როგორც გსურთ ისე მოიქეცით, გწამთ რო ეკლესიური ცხოვრებით სარგებელს მიიღებთ? კი ბატონო, გწამდეთ მასე? იცხოვრეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორ მოქმედებათ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
chokanaktulu
Tsotneforester
ჯგუფი: Registered
chokanaktulu
Tsotneforester
ჯგუფი: Registered
წერილები: 1143
წევრი No.: 107551
რეგისტრ.: 25-December 09
#59158013
· 24 Apr 2022, 05:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დაისი….
დამიჯერე მეგობარო, სიტყვაზე მენდე, რომ არ ვარ ის ვინც გგონივარ. ჩემთვის, როგორც ერის ადამიანისთვის შენთან ურთიერთობაში, სამყაროსთან ურთიერთობაში პირველი არის ლოგიკა, მერე რწმენა, იმიტომ რომ არათუ აქტიურად, პასიურად არ მოგახვიო ჩემი რწმენა. ცუდია, რომ მიწერ მოწერით ვერ ვაგებინებთ ერთმანეთს ბოლომდე სათქმელს, მაგრამ დამიჯერე, მე ის ადამიანი არ ვარ და არც არავინაა, რომ ლაფსუსები უპრავოს ქრისტიანობას შეგნებულად. შენ მე ლოგიკურად დამისაბუთე შენი სიმართლე და დღეს საქართველოში ყველაზე მაგარ მოაზროვნე ქრისტიანების პასუხს მოგიტან მაგ სიმართლეზე. ვერ მოგიტან და ერთად დავცინოთ ქრისტიანებს, კიბატონო ან გამპრავებლები და ბნელები ვეძახოთ. მე გირჩევ, ეგ საკითხი სიღრმისეულად გაიარო არამარტო საკუთარ თავთან, ყველაზე მაგარ მოაზროვნეებთან გაიარე, რომ არ შეგეშალოს. არაა გამორიცხული, არსებობდეს პატარა დეტალი, რომელიც შეცვლიდა შენს წარმოდგენას.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
წერილები: 6511
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15
#59158250
· 24 Apr 2022, 10:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
შენ მე ლოგიკურად დამისაბუთე შენი სიმართლე და დღეს საქართველოში ყველაზე მაგარ მოაზროვნე ქრისტიანების პასუხს მოგიტან მაგ სიმართლეზე
chokanaktulu
ჩმაოვაყალიბე ლოღიკურად ყველაფერი და ისიც, რატო არ მიმაჩნია შეზღუდულობა და ულტიმატუმები თავისუფალი ნების გამოხატულება. რა პასუხებიც ამ საკითხზე მომისმენია მართმადიდებლებისგან, კათოლიკებისგან, სექტანტებისგან და პროტესტანტებისგან არადამაკმაყოფილებელია, ყველასთან ულტიმატუმებია.
QUOTE
ვერ მოგიტან და ერთად დავცინოთ ქრისტიანებს, კიბატონო ან გამპრავებლები და ბნელები ვეძახოთ.
ჩემი მიზანი არაა რომელიმე რელიგიური იდეოლოგიის ან თუნცაც მორწმუნეების დაცინვა. არც ბნელები ხართო მაგის ძახილით დამცირება. ჩემი მიზანი კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხების მიღება იყო მაგრამ ამჯერადაც ისევ ისეთ პასუხებს ვღებულოფ როგორც აქამდე. ამიტო ვამბოფ ვისაც როგორც უნდა ისე სწამდეს, უბრალოთ მე ჩემი აზრი განმოხვატე და აღვვნიშნე რო ძლიერი დაუკამყოფილებლობის გრძობა მაქ მასეთი ახსნაგანმარტებებისა და პასუხების მოსმენაზე და ვერ ვირწმუნეფ ისეთ ღმერთს რომელიც თავისუფლების ნაცვლად მონობას მოელის. არაა ეგ საჩემო რელიგიური გზა.
QUOTE
მე გირჩევ, ეგ საკითხი სიღრმისეულად გაიარო არამარტო საკუთარ თავთან, ყველაზე მაგარ მოაზროვნეებთან გაიარე, რომ არ შეგეშალოს. არაა გამორიცხული, არსებობდეს პატარა დეტალი, რომელიც შეცვლიდა შენს წარმოდგენას.
ჩემ თავთან დიდი ხანია გავიარე ეს საკითხი და არ ამარტო ჩემ თავთან, თეოლოგებთანაც, მოაზროვნე და განათლებულებულ ხალხთანაც მრავალჯერ მიმსჯელია ამ თემებზე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
chokanaktulu
Tsotneforester
ჯგუფი: Registered
chokanaktulu
Tsotneforester
ჯგუფი: Registered
წერილები: 1143
წევრი No.: 107551
რეგისტრ.: 25-December 09
#59158275
· 24 Apr 2022, 10:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რათქმაუნდა ყველას თავისი რწმენა და გადაწყვეტილება აქვს. სანამდვილეში მეც არ ვაპირებ ვინმეს დაცინვას, უბრალოდ ეს უკიდეგანო თავისუფლების შეგრძნებას რა ვუყოთ, რომელიც გვეუფლება… წესით პარადოქსია, მაგრამ ფაქტია. კარგი დიალოგი იყო, ფორუმზე ეს უკვე იშვიათობაა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
გეტო
დათიკო მოდერატორო მოგიტყან ოჯახი
ჯგუფი: Members
გეტო
დათიკო მოდერატორო მოგიტყან ოჯახი
ჯგუფი: Members
წერილები: 3826
წევრი No.: 202463
რეგისტრ.: 15-May 15
#59158453
· 24 Apr 2022, 12:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
შენი თავისუფალი ნება იქ მთავრდება სადაც ნებისმიერი კეთილ გულიანი ცოცხალი ორგანიზმის განადგურება გადაგვარება და წამება იწყება ... გააჯვამთ ჯოჯოხეთში ყველა სექტანტი, გინდ მართმადიდებელი, გინდ იეღოველი, გინდ იმპერიის მადიდებელი და მთლიანობაში ყველა გააჯვავთ ვინც ცხოვრებას ანუ ამ წყევლას მხარს უჭერთ და გინდათ ციკლი გაგრძელდეს, თქვენი მწვალებელი სულები სამუდამო სიბნელეში წავა და იქიდან თქვენი ამოყვანა მარტო მე შემეძლება მარა გპირდებით ამას არასდროს გავაკეთებ, უბრალოდ როცა ცოტა მოვიწყენ ჩამოგხედავთ დაგცინებთ და თქვენი ტანჯვით დავტკბები
ბევრი უკვე გავასაღე, მაგალითად ჩემ პადიეზდიდან 2 ტრუპი გავიდა უკვე და მესამეს ველოდები ეხლა დაავადებული გდია გვერდზე ბინაში, ბოლოს მაგ ქალის ხმა რო გავიგე შემომძახა ცუდად ვაარო მარა მეთქი ცუდად ხარ და ძაღლი მიგაკვდა სულში თქო , მერე გადმოვიდა მაგის ოჯახის წევრი და ავადმყოფი მყავს სახლშიო მეუნება ვითომ ლაპარაკს მოაყოლა <3
სიკვდილის მიზეზები თითქმის ერთიდაიგივეა, გულის დაავადებები ინსულტი, პირდაპირი გულის შეტევები და რაც მთავარია მეტასტაზები, ეს მეტასტაზია ბავშვებო ის კეთილია მას უბრალოდ დააძალეს მან არ იცოდა
აი მენტები რამდენი ამოვხოცე აღარც მახსოვს, მოვიდნენ ბოლოს პოლიციიდან დაღვრემილი სახით და მეუნებიან ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა თავი მოიკლა, ერთი მოკლეს, ერთს გული გაუსკდაო, მოდით კიდე მახარეთ სიკვდილები მე მიხარია კაცო და კი არ მეზარება თქვენი გასაღება ბოზისშვილებო
ცნობილებიდან კიდე ვინ გავასაღე არ ვიცი ალბათ ბევრი მარა არ დავიბრალებ რაც ზუსტად არ ვიცი მარა ზუსტად ვინც ვიცი ეს ნიკა რურუა რო იყო ნაბოზარი მაგას პირადად მე გავუხეთქე გული
მოკვდება და კიდე ბევრი მოკვდება მანამ სანამ ბოლო არ მოკვდება
გაგიგიათ ბოროტ კაცს გული უსკდებოდეს? აი ნამდვილი სასწაული ეს არის და ესეთი სასწაულები ბევრი მოხდება კიდევ , აბა თქვენნაირი კუტა კი არ ვარ ჯერ რამდენჯერ სახელი გადაგარქვეს ქვეყანას და ტრადიციები შემოვინახეთო იბრალებთ, დამწერლობა ვაბშე 2 ჯერ შეგიცვალეს, თქვენ ხალხი ხართ აბა? გჟიმათ ამ შევარდნაძემ, ახალგაზრდა ბიჭები დაგიხვრიტათ და თქვენ კი არ მოკალით გაუშვით და ბოლოს ვაბშე დაგაჯვათ თავზე მემუარები დაგაწერათ და წყნარად განესვენა, თქვენ ხო ხალხი არ ხართ, არარაობები და ცუციკი პეტიკოები ხართ ყველა ქვეყანა თქვენნაირი რო იყოს არც მოვიდოდი აქ, მწოველო ნაბოზრებო
ვინ ვარ გაინტერესებთ? იესოს ძმა იესოსნაირი ძალებით და სასწაულებით, უბრალოდ ამ სასწაულებრივ ძალას იმაში კი არ ვიყენებ ღვინო წყლად ვაქციო, არამედ იმაში ვიყენებ რო გველები დავხოცო, ეგ ძაან შეეშალა იესოს გველებს რო სიყვარულზე ელაპარაკებოდა კი დაკბინეს ბოლოს და გაასაღეს მარა მე ჩემს და ასევე ყველა სხვის შეცდომაზე ვსწავლობ
Warning:
ბანი!
This post has been edited by
დათიკო
on 24 Apr 2022, 20:36
--------------------
დათიკო მოდერატორო ######## ოჯახი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
chokanaktulu
Tsotneforester
ჯგუფი: Registered
chokanaktulu
Tsotneforester
ჯგუფი: Registered
წერილები: 1143
წევრი No.: 107551
რეგისტრ.: 25-December 09
#59159086
· 24 Apr 2022, 17:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მდაა, რთული შემთხვევააა, მაგრამ რაღაცის მოფიქრება შეიძლება….
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
წერილები: 6511
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15
#59159137
· 24 Apr 2022, 17:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გეტო
QUOTE
ეგ ძაან შეეშალა იესოს
მორწმუნეები მასზე ამბობენ უშეცდომო იყოვო და შენ იძახი შეეშალაო. რავი აბა იქნებ მართლა შეეშალა რამე. რას გაიგებს კაცი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33453
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#59159521
· 24 Apr 2022, 20:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დაისი
QUOTE
ოდნავ ჩაუკვირდი რასაც გიხსნი, არ მგონია გაუგებრათ ვწერდე.
გასაგებად წერ, მაგრამ არასწორად.
კიდევ აგიხსნი:
QUOTE
ჯერ ერთი ადამიანი თავუფალი ნებით უნდა იყოს შემქნილი
თავისუფალი ნებით იქმნება, რა თქმა უნდა. ღმერთის ხატად შექმნა ითვალისწინებს თავისუფალი ნების ქონას.
QUOTE
გადარჩენა არ უნდა სჭირდებოდეს ღმერთისგან.
რას ითვალისწინებს თავისუფალი ნებით შექმნა? იმას, რომ არჩევანი უნდა არსებობდეს. თუკი ადამიანს არ ექნებოდა არჩევანი შექმნის წუთიდან, მაშინ რა აზრი ექნებოდა მასში თავისუფალი ნების ჩადებას? თავდაპირველად ადამიანი შეიქმნა ადამისა და ევას სახით, რომელსაც ეგრევე მისცა არჩევანის თავისუფლება, ეჭამა თუ არა აკრძალული ნაყოფი. ფაქტი ერთია: ღმერთმა შექმნა ადამიანი არა რობოტად, რომელსაც თავისი პროგრამა ექნებოდა და იმას გააკეტებდა რასაც ღმერთი ეტყოდა, არამედ ისეთად, რომ თავად გადაეწყვიტა თავისი ბედი. თუკი ჩვენ ვსაუბრიბთ ბიბლიის სწავლებაზე დაყრდნობით, მაშინ თავიდანვე უნდა შევთანხმდეთ, რომ ღმერთმა სწორედ ადამიანი შექმნა და არა თავისსავე მსგავსი ღმერთი. ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანს თავად უნდა ეპოვნა საკუთარი ბედნიერება. ან რაც გინდა ის დავარქვათ: საუკუნო ნეტარება, ჭეშმარიტება, ცხოვრების საზრისი და ა.შ. (ანუ ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი ისეთად, რომელსაც უკვე ჰქონდა ეს ყველაფერი) ამ დროს ღმერთი არ ერევა ადამიანის გადაწვეტილებაში. ის ძალით არ აცხონებს, ეს ადამიანის პირადი არჩევანის პრეროგატივაა. ცხადია, ღმერთი არ ტოვებს ადამიანს უყურადღებოდ და მას ინსტრუქციებს აძლევს. ანუ, ცდილობს სწორ გზაზე დააყენოს იგი. როცა შენ ამბობ, რომ ადამიანს არ უნდა სჭირდებოდეს ღმერთისგან გადარჩენა, აპრიორი არასწორი წერტილიდან იწყებ ათვლას. უფრო სწორად კითხვას სვამ არასწორად. იმიტომ, რომ ღმერთმა უკვე შექმნა ადამიანი ისეთად, რომ ის უნდა გადარჩეს. ეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც ადამიანს მოვიაზრებთ არა რობოტად, არამედ მოაზროვნე თავისუფალ არსებად. ამ დროს ღმერთი არ ერევა ადამიანის გადარჩენის საქმეში, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაშინ თავისუფალი არჩევანის ადგილი აღარ დარცებოდა. ოღონდ იმის თქმაც შეცდომა იქნებოდა, რომ ღმერთი საერთოდ არ ერევა ამ პროცესში. როგორც უკვე ვთქვი, ის ცდილობს აჩვენოს სწორი მიმართულება. ანუ არჩევანის წინაშე აყენებს, ეუბნება რა, რომ თუ შეჭამ, ვერ გადარჩები, თუ არ შეჭამ - გადარჩები. დანარჩენი უკვე თავად ადამიანზეა დამოკიდებული. მე მესმის რომ ეს უსამართლოდ ჩანს. ბრაზობ ღმერთზე, რატომ არ შექმნა ადამიანი უკვე გადარჩენილად. ანუ, რატომ უნდა სჭირდებოდეს ადამიანს ამდენი ტანჯვის ატანა, რომ მიაღწიოს სრულყოფილებას. ნუ, შენ შეგიძლია ეძებო ისეთი რელიგია, რომელიც საპირისპიროს ასწავლის და იმისი მიმდევარი გახდე, მაგრამ ქრისტიანულ ღმერთს არ სჭირდება გასართობად შექმნილი თოჯინა, მარიონეტი. მას სურს რომ ადამიანმა თავად მიაღწიოს სრულყოფილებას.
შენ ამბობ, რომ ეს არჩევანის თავისუფლება არ არის. აბა რა არის შენი აზრით თავისუფალი არჩევანი?
--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
წერილები: 6511
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15
#59160420
· 25 Apr 2022, 01:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დათიკო
რა აზრი აქ თავისუფალი ნების ჩადებას თუკი არჩევანის გაკეთების შემთხვევაში გსჯის?! წარმოიდგინე ასეთი მაგალითი:
ბავშვს ეუბნები: შვილო, არჩევანის გაკეთების უნარი გაქვს, ნების თავისუფლება აირჩიო ვაშლი ჭამო ან შოკოლადი, მაგრამ თუ შოკოლადს შეჭამ დაგსჯი. ბავშვი ირჩევს შოკოლადს. შენ მას სჯი შენთვის მიუღებელი არჩევანის გაკეთების გამო. ეგეთი “თავისუფლება” არ მიმაჩნია თავისუფლებად. შენ კი ერთი და იმავეს მიხსნი რო რახან არჩევანის გაკეთების უნარი აქვთ ესეგი ნების თავისფლება არსებობსო. რო არ ისჯებიდეს დაგეთანხმებოდი.
* * *
QUOTE
შენ ამბობ, რომ ეს არჩევანის თავისუფლება არ არის. აბა რა არის შენი აზრით თავისუფალი არჩევანი?
ჩემი აზრით არჩევანის თავისიფლება არის როცა ადამიანს არჩევანის გაკეთების შემთხვევაში არ ისჯება. ეს ნიშნავს რო ადამიანს თავისუფალი ნების გამოხატვის უფლება აქვს და მის არჩევანს პატივს სცემს არჩევანის მიმცემი. ხოლო თუ არჩევანის გაკეთების შემთხვევაში ისჯება, მაშინ დასჯა ასრულებს ადამიანისთვის მოსაწონი არჩევანის შეკავების ბერკეტის როლს.
* * *
როცა ადამიანი აანალიზეფს რო მისთვის მოსაწონი არჩევანის გაკეთების გამო დაისჯება, იძულებული ხდება არ გააკეთოს ისეთი არჩევანი რის გამოც შეიძლება დასაჯოს ღმერთმა. ამიტომ მისი თავისუფალი ნება იძღუდება იმის შიშით რო დაისჯება. მაგას მე ვერ დავარქმევ ნების თავისუფლებას. მგონი ავხსენი გასაგებათ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
chokanaktulu
Tsotneforester
ჯგუფი: Registered
chokanaktulu
Tsotneforester
ჯგუფი: Registered
წერილები: 1143
წევრი No.: 107551
რეგისტრ.: 25-December 09
#59160655
· 25 Apr 2022, 09:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(დაისი @ 25 Apr 2022, 01:36 )
დაისი
QUOTE
ხოლო თუ არჩევანის გაკეთების შემთხვევაში ისჯება, მაშინ დასჯა ასრულებს ადამიანისთვის მოსაწონი არჩევანის შეკავების ბერკეტის როლს
ახლა გავიგე უკეთესად, რასაც ამბობ. ჯერ შევთანხმდეთ, რომ ეგ დასჯა არ მტკიცდება ამ სამყაროში, ანუ შენ რამის გაკეთება რომ გინდა, თუ ცუდია და არამოსაწონია ღმერთისთვის, რომ დაისჯები ამავე სამყაროში, ეგ შენ არ იცი. არ არსებობს საქციელი, რომელიც თუნდაც იმ სამყაროში პირდაპირ დასჯას იწვევს. ეგ დასჯა არასწორი ტერმინია.
მოდი ერთი მაგალითი მითხარი, რა საქციელი იცი, რომ ღმერთი სჯის და თან მაგრად გინდა გააკეთო. ან შენი აზრით ქრისტიანი ღმერთის გამო რა საქციელის ჩადენაზე ამბობს უარს დასჯის შიშით. მოდი ჩემ ვერსიას გეტყვი, კაცის კვლას და დიდ ცოდვებს არ მივაწვები, მრუშობა ავიღოთ, კლასიკური და სასიამოვნო: ანუ შენ გინდა, ქრისტიანულად მრუშობა რაცაა, ის აკეთო, სიამოვნება მიიღო და როცა გარდაიცვლები…. აი აქ დავაპაუზოთ! აი აქ გინდა, რომ ღმერთს რომ შეხვდები, არ გითხრას რომ მრუშობის გამო ჯოჯოხეთში გაგიშვებო და აგერ, წმინდანებთან დაჯექიო? და ხოიცი, რომ მრუშობა რო მოგენატრება, სადაც არ უნდა იყო, ეგ იქნება შენი პრობლემა, სიამოვნებები მოგენატრება და დაიტანჯები. გამოსავალი…. ქრისტე იკეთებს სათვალეს და men in black ში რომაა, გირესეთებს სულს და შენ მერე წმინდა ნიკოლოზთან და წმინდა სპირიდონთან ახლობლობ და მაღალ მატერიებზე საუბრობ? აი, ეგ ნაღდად არაა თავისუფლება და გარწმუნებ, ნამდვილად არავინ დაგსტარტავს თავიდან.
მემგონი ზუსტად ის, რომ ვინმე სადმე გიშვებს, სისულელეა, დაჟე მგონია, იქაც ქრისტე გეტყვის, სად გირჩევნიაო და სამოთხეს არ აირჩევ, ნაღდად. იმიტომ რომ შენ ისევ ის დაისი ხარ, უბრალოდ უსხეულო.
ხოდა მე როგორც ქრისტიანი, ამაზე ვფიქრობ და აქ ჩემ სულს ვაიძულებ, რომ მატერიაზე, სიამოვნებაზე არ ავაგო ჩემი ცხოვრების ბაზისი, არამედ მადლზე და ღმერთის ენერგიაზე, რისი დეფიციტიც იქ ნამდვილად არაა.
და კიდევ ერთი დეტალი: შენ ცოდვებისთვის აქვე ისჯები სინდისის ხმით მინიმუმ და ამ ხმას უნდა მოუსმინო, თუ მოუსმენ, დამიჯერე გარეგნულად ქრისტიანი შენზე დიდად უკეთესი კიარაა, დარჩება ერთი სხვაობა: ქრისტიანი ამბობს რომ ღმერთი არის და ზუსტად იმ სიამოვნებებს მიიღებს რასაც შენ, მაგრამ შენ იტყვი, რომ ღმერთი არაა. ოღონდ სი დისზე როცა არ აიღებ ხელს და აქ ისმის საკითხი, და დარწმუნებული ხარ რომ აჯობე ქრისტიანს მიღებული სიამოვნებებით? არამგონია… და არც ის მგონია, მრუშობისას სინდისის ხმა დუმდეს ადამიანში.
და კიდევ ერთი დეტალი: თუ დავუშვებთ, რომ სინდისი ღმერთის გაფრთხილებაა შენდამი, მაგაზე რას ფიქრობ, გინდა რომ სინდისის დონეზე მაინც გაფრთხილებდეს ღმერთი რა სწორია და რა არასწორი? თუ სინდისის ხმაც შენში უკვე ზღუდავს თავისუფლებას? მნიშვნელოვანი დეტალია.
შენი დილემა ცოტა თეორიული მეჩვენება, პრაქტიკაში თითქოს ეს პრობლემა არ დგას
This post has been edited by
chokanaktulu
on 25 Apr 2022, 10:12
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
წერილები: 6511
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15
#59160882
· 25 Apr 2022, 12:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
chokanaktulu
QUOTE
შენი დილემა ცოტა თეორიული მეჩვენება, პრაქტიკაში თითქოს ეს პრობლემა არ დგას
თეორიულია იმდენათ რამდენადაც რეალურათ დედამიწაზე ვცხოვრობთ, ხორციელ სხეულში და არ წარვდგომილვართ არცერთი ჩვენგანი ღმერთის წინაშე იმიტო რო ჯერ ცოცხლები ვართ და სიკვდილის შემდეგ წარვდგებით თუ არა, ეგ მხოლოთ სიკვდილის შემდეგ გაირკვევა. მანამდე კი თეორიულია ეს მსჯელობა ნამდვილათ.
QUOTE
ახლა გავიგე უკეთესად, რასაც ამბობ. ჯერ შევთანხმდეთ, რომ ეგ დასჯა არ მტკიცდება ამ სამყაროში, ანუ შენ რამის გაკეთება რომ გინდა, თუ ცუდია და არამოსაწონია ღმერთისთვის, რომ დაისჯები ამავე სამყაროში, ეგ შენ არ იცი. არ არსებობს საქციელი, რომელიც თუნდაც იმ სამყაროში პირდაპირ დასჯას იწვევს. ეგ დასჯა არასწორი ტერმინია.
გეთანხმები, ამ სამყაროში რაშიც დღეს ვცხოვრობთ მე და შენ, კაია გვჯეროდეს რო ღმერთი არ გვსჯის. შეიძლება ჩვენი გაკეთებული არჩევანის გამო შეგედები ვიმწნიოთ. თუმცა, ზოგი მორწმუნისგან ისიც მსმენია რო ვინმესთვის ასე უთქვამთ: ღმერთი გსჯის ეს და ეს რო გემართებაო. მღვდელსაც უთქვამს მსგავსი რამ მორწმუნისთვის, ვიცი ეგ, მაგრამ არაუშავს, ეგ ამ თემაში არაა აქტუალური ვინ ვის რა უთხრა. ჩვენ თეორიულათ ვმსჯელობთ და მივყვებით მართმადიებლური სწავლების ხაზზს.
QUOTE
ღმერთს რომ შეხვდები, არ გითხრას რომ მრუშობის გამო ჯოჯოხეთში გაგიშვებო და აგერ, წმინდანებთან დაჯექიო? და ხოიცი, რომ მრუშობა რო მოგენატრება, სადაც არ უნდა იყო, ეგ იქნება შენი პრობლემა, სიამოვნებები მოგენატრება და დაიტანჯები.
თუ მოსიყვარულე ღერთია, რატომაც არ უნდა შემომთავაზოს სამოთხე და ნეტარება?! მეორეც, დავუშვათ და არ მინდა არც ეგ სამოთხე და უბრლაოთ სიკვდილი და არ არსებობა მინდა?! რას "მატენის" (მორწმუნეების გასანაწყენებლათ არ ვწერ, სიტვყის მასალაა უბრალოთ) თავის სამოთხეს? არ მინდა ნიკიფორე, გაბრიელსა და სპირიდონთან ე.წ. მაღალ მატერიებზე საუბარი. აი ხო ხედავ მივადექით ისევ იმ ულტიმატუმების კუთხეს სადაც ან ღმერთის მოსაწონი არჩევანი უნდა გავაკეთო ან უსასრულოთ გავიტანჯები...... ეგაა ის რასაც ვერ მივიღეფ ვერასოდეს. თავისუფალი ნება და თავისუფლება სხვა რამეა, ულტიმატუმი კი არის ადამიანის იძულება აირჩიოს ორიდან ერთერთი და თუ იმას არ აირჩევს რასაც ულტიმატუმის წამყენებელი მოელის, მაშინ სასჯელს ვერ აცდება ულტიმატუმის წამყენებლისგან!
QUOTE
და კიდევ ერთი დეტალი: თუ დავუშვებთ, რომ სინდისი ღმერთის გაფრთხილებაა შენდამი, მაგაზე რას ფიქრობ, გინდა რომ სინდისის დონეზე მაინც გაფრთხილებდეს ღმერთი რა სწორია და რა არასწორი? თუ სინდისის ხმაც შენში უკვე ზღუდავს თავისუფლებას? მნიშვნელოვანი დეტალია.
თუ დვაუშვებთ კი, მაგრამ სინდისი ვერ იქნება საუკეთესო ინდიკატორი ან ღვთის გამაფრთხილებელი ნიშანი სულ ცოტა იმიტო ტო ადამიანებს სინდისი სხვადასხვანაირათ უმუშავებთ. მაგალითათ მე და შენ რო პატიოსან, მშრომელ ადამიანს საფულედან ფული ამოვაცალოთ, შეიძლება მთელი ცხოვრება მოსვენება არ გვქონდეს (მე ვერ მოვისვენებდი სინდისის ქენჯნა გამყვებოდა მთელი ცხოვრება). მარა ისეთი გარეწრებიც არიან ამ ქვეყნად და თან ოხრათ, რო სულ ცალ კაკალზე ჰკიდიათ რამდენათ მძიმე შრომის საზღაურათ იშოვნა ის ფული პატიოსანმა ადამინმა რომელსაც საფულედან მთელი ხელფასი ამოაცალა, მერე წავა რესტორანში იგულავებს მოპარულით, ან ნარკოტიკებს იყიდის ან სხვა რამეში დახარჯავს და თანაც ისე რო სინდისიც კი არ შეაწუხებს. სინდისი თუ არ აქვს გაწვრთნილი ადამიანს (თვითონ უნდა გაწრთვნას!!!) და თუ არ მოუფრთხილდება საკუთარ სინდისს, ვერ მისცემს სინდისი სწორ სიგნალს. აქედან გამომდინარე სინდისს ვერ ჩავთვლიდი ღვთისმიერ უტყუარ და სრულყოფილ გამაფრთხილებელ ინდიკატორათ. ნოდარ დუმბაძეს კარგათ აქვს შეჯამებული ის რასაც აქ ვწერ სინდისზე:
"ადამიანს აქვს შუბლის ძარღვი, ის რომ გაუწყდება მერე 'იოლია' ძალიან ცხოვრება".
ანუ თუ არ აღზარდე სინდისი, ვერ შეასრულებს თავის საქმეს, არ მოგცემს სიგნალს რო რის გაკეთებასაც აპირეფ ან რაც გააკეთე, არასწორია. ერთიორჯერ თუ წაუყრუე სინდისის "ხმას" მერე აღარ ყვირის ანუ გაგიწყდება შუბლის ძარღვი და მერე აკეთე რაც გინდა, "ცხოვრება იოლია" მაგის მერე.
რაც შეეხება შენ მიერ მოყვანილ მაგალითს, დავუშვათ იმრუშე და სიკვდილის მერე წარსდექი ქრისტესთანო. მაგ მაგალითის მიხედვით მე როგორ მესახება იცი? დავუშვათ ვიმრუშე, ვიმეძავე, მარტოხელა ბიჭი ვარ, ვიგულავე მთელი ცხოვრება, გადავჟიმე იმდენი რამდენიც მინდოდა, არ ვცოვრობდი ეკლესიურათ. მოვკვდი და დავუშვათ მართლაც ისე მოხვდა როგორც ზოგი რელიგია ასწავლის, წარვზდექი მამაზეციერის ან ქრისტეს წინაშე. წამიყენეს ულტიმატუმი: ან სამოთხე აირჩიე ან სამუდამოთ გაიტანჯებიო. მე ვეტყოდი: კი, ვმრუშბდი, გადავჟიმე ბევრი მარა არცერთზე არ მიძალადია, ყველა ქალი ვინც გავჟიმე ნებაყოფლობითი იყო, არ ვაიძულე, პირიქით, ზოგმა მაცდუნა კიდეც ისეთი ლამაზები შექმენი. რადგან ამბოფ რო არასწორად მოვიქეცი, ღირსი ვარ მომკლა, გამანადგურო და სამუდამოთ ჩავბარდე არარსებობას, არ ვარ ღირსი სპირიდონთან, ნიკოლოზთან, გაბრიელთან და სხვა "კარგ" ადამიანებთან ერთად სადღაც სამმოთხეში ვნეტარებდე. თუმცა გულახდილათ მინდა გითხრა რო არც ეგ ულტიმატუმია ჩემთის მისაღები ღმერთო. მიმაჩნია რო უფრო სწორი იქნებოდა სამუდამოდ არ გამტანჯო ჩემი გაკეთებული არჩევანის გამო. დაასრულე ჩემი არსებობა და მეც დავისვენეფ და ჩემნაირებიც.
მარა არა, მართმადიდებლური სწავლების თანახმათ ღმერთი არ დაასრულებს ჩემ არსებობას. ის გამიმეორებს, და მეტყვის, ან სამოთხეს აირჩევ, ან სამუდამოდ ტანჯვაში მეყოლები შენი არჩევანის გამო. მიუხედავათ იმისა რო ყოვლისშემძლე ვარ და შემიძლია შენ არსებობას წერტილი დავუსვა, არ დავასრულეფ შენ არსებობას, უნდა იტანჯო შენი გაკეთებული არჩევანის გამო. 70-80 წელი კი ცხოვრობდი, მაქედან 40 წელი გულაობდი, მარა სამუდამოდ უნდა გაიტანჯო. ამას სამართლიან სასჯელად მიიჩნევს ღმერთი....
მე კი ვეტყვი: კარგი ღმერთო, შენ რას მოგიგეფ, ძლიერი და ყოვლისშემძლე ხარ, მე ხო უსუსური ვარ შენს წინაშე და შენთან შედარებით არარაობა ვარ, მაგრამ იცი რაა ღმერთო? ჩემ გულს მაშინ მოიგებდი თუ ჩემი გაკეთებული არჩევანის გამო სამუდამო ტანჯვებისთვის არ გამწირავდი. ვერ დავინახე შენ ქმედებაში თავისუფალი ნების პატივისცემა და სიყვარული ჩემს მიმართ. იძულებას ვხედავ შენს ულტიმატუმებში და შენს სამართალში. იძულება კი არაა სიყვარული. არ მიმაჩნიხარ მოსიყვარულე ღმერთად. ეხლა კი სხვა გზა აღარ რჩება, უფრო სწორად სხვა გზას არ მიტოვეფ, ამიტომ შეგიძლია სამუდამო ტანჯვებისთვის გამიმეტო, მაგრამ იცოდე, მასე რომ მეპყრობი, სწორედ ეგაა მიზეზი იმისა რო ვერ შეგიყვარეფ, არ მიმაჩნიხარ მოსიყვარულე ღმერთად. აჰაა და გამტანჯე სამუდამოდ ნება შენია, ძლიერი მკლავიც შენ გაქვს, მე უსუსური ვარ.
ეს არის მართმადიდებლური სწავლების თანახმად აღწერილი თეორიული შემთხვევა, რომელიც პრაქტიკულად შეიძლება მოხდეს თუ ეს სწავლება მართალია. და ასეთ ღმერთს მიიჩნევენ მართმადიდებელი მორწმუნეები მოსიყვარულე ღმერთად.
ცუდია, არ მესმის, მიუღებელია ეს ჩემთვის.
ისევ ვიტყვი, ვისაც მასეთი ღმერთი უყვარს, უყვარდეს, თუ სიკვდილის მერე სამუდამო ტანჯვის გამო ძალად იყვარებს ღმერთს, შეუყვაროს, მისი ნებაა. მე არ შემიძლია სამუდამოდ ტანჯვის შიშის გამო მასეთი ღმერთი შევიყვარო, ვეთაყვანო და ვემსახურო. ისიც მესმის რო ისეთი ადამიანებიც არიან რომლებსაც შეუძიათ თავი აიძულონ და შეიძღუდონ თავი რადგან სჯერათ რო სიკვდილის მერე სამუდამოდ გაიტანჯებიან თუ თავს არ აიძულებენ რიგ საკითხებში. შენი შემთხვევაც ხო ამის მაჩვენებელია? აგერ:
QUOTE
ხოდა
მე როგორც ქრისტიანი, ამაზე ვფიქრობ და აქ ჩემ სულს ვაიძულებ,
რომ მატერიაზე, სიამოვნებაზე არ ავაგო ჩემი ცხოვრების ბაზისი,
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
chokanaktulu
Tsotneforester
ჯგუფი: Registered
chokanaktulu
Tsotneforester
ჯგუფი: Registered
წერილები: 1143
წევრი No.: 107551
რეგისტრ.: 25-December 09
#59160991
· 25 Apr 2022, 12:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ანუ გამოდის, რომ სანამ ღმერთთან არ წარვდგებით, მისდამი საყვედურის განცდა არ გვექნება. ანუ შენ პირობითად ქრისტეს არ თვლი სამართლიან ღმერთად, რადგან ქრისტიანებისგან გაგიგონია, რომ ის დაგაყენებს ამ არჩევანის წინაშე? ჩემი აზრით ეს არ დასტურდება არათუ პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაც. ღმერთთან საუბარი პირადი ძაან სუბიექტური იქნება და ხო ვთანხმდებით, რომ სათქმელს ისე გეტყვის, როგორც წესია დ არა კახურად, პირდაპირ, ან აქეთ ან იქით. ქრისტიანობაში უშუალოდ ღმერთთან დიალოგის მაგალითები და თემატიკა უცნობია და საერთოდაც ეს რწმენის თემაა. მე ბევრი ქრისტიანისგან გამიგონია, რომ საზვერეში შეიძლება გავიჭედო და ღმერთთან შეიძლება დიალოგი არც მქონდესო. ჩემი პირადი აზრით კი მთელი ჩემი ცხოვრება მზადებაა სწორედ ამ დიალოგისთვის, სად გავიჭედებინარ ვიცი, მაგრამ ამის არ მჯერა, მრუშობის ლეველზე რომ გავიჭედო, თუგინდა ზეციურ ჭაობში, ღმერთთან დიალოგი არ იქნება. და ღმერთთან რაზე იქნება საუბარი, ეგ არავინ იცის, ზუსტად ვიცი, რომ ქრისტე თუ ღმერთია და ის ღმერთია ჩემი აზრით, სახარებაში რა ტიპიცაა იგივე იქნება ზეცაში და სახარებაში ის მდაბიურად რომ ვთქვათ, მაგარი დასტოინი მოსაუბრეა, ურჯულოს, სამარიტელს, მკვლელს ზუსტად ერთნაირად ესაუბრება, არა მკვარცხლბეკიდან, არამედ პირისპირ.
სამოთხეს არავინ შემოგტენის, ეგ ას პროცენტით ეგრეა, აი ჯოჯოხეთში და ტანჯვაში გაგზავნაზეა, ეგაა მთელი თემა. ახლა შენ ახალი პრობლემა შემოგაქვს, რომლითაც წყალში ყრი ჩვენ მსჯელობას: იქნებ არ მინდა არც ერთი და სიკვდილი მინდაო, ეს უკვე ცვლის თემას. ანუ შენ ღმერთთან კიარა, შენს მარადიულობასთან გქონია პრობლემა, რას გქვია სიკვდილი და გაქრობა გინდა, მართლა და მართლა კონდენციონერებად ხომ არ გადავიქცევით, როგორც ვაჟა ზაზაევიჩი იტყვის.
ეგ ახლა პრობლემიდან გაქცევაა, ჩვენ კი პრობლემის მოგვარებაზე ვმსჯელობთ.
არამც და არ ამცდა… “ულტიმატუმი წამიყენეს” ეგ ზღაპარია, ჯერ ერთი იქ ულტიმატუმის წამყენებელი ერთია და ის ულტიმატუმების ენით არ ლაპარაკობს, ქრისტეს ადამიანური ხასიათის თვისებებიდან გამომდინარე ვასკვნი.
აი, 40 წელი რომ მრუშობდი და მაგის გამო სამუდამოდ იტანჯები, მაგაში მოგყვები! სამუდამო ხვედრისთვის არცერთი აქაური საქციელი არ გამოდგება. რაღაც სხვა თემაა და სხვა მეტაფიზიკაა და აპრიორი ულტიმატუმზე რომ აგებ შენს თეორიას, ეგ არასწორი მგონია. მღვდელმა რა გითხრა, დაიკიდე. წაიკითხე სახარება და თუ ჩათვლი რომ ქრისტე ღმერთია, რასაც ამბობს გააკეთე ის, თავისი ხორცის და სისხლის მიღებით, რომ ისე არ აღმოჩნდეს, მის წინაშე მამა თეოდეორე გიგნაძის ან მამა შალვა კეკელიას ციტირებდე. ასეთ დიალოგს გამორიცხავ?
- დაისო, მე შენამდე სახარება უცვლელად მოგიტანე, ჩემი სათქმელი შენთვის დავტოვე წიგნად, ზედმეტი ახსნების და ინტერპრეტაციების გარეშე, ხომ გითხარი რომ მუშობა არაა სწორი, რატომ მრუშობდი?
- (ყველაზე უარეს შემთხვევრავი) ღმერთო, დედამიწიდან რაღაც ვერ დავრწმუნდი შენს ღმერთობაში და არც სინდისი მკარნახობდა, რომ ცუდად ვიქცეოდი.
- ახლა რა ვქნათ, აი ესაა ჩემი სამყოფელი, იქნები აქ?
შენ მიიხედავ მოიხედავ
- არა მადლობა, არმინდა აქ. აბა ჯოჯოხეთი მანახე. (მამენტ ეს არარეალურია, რადგან სანამ 40 დღე გავა, სამოთხეს და ჯოჯოხეთს ორივეს განახებენ ანგელოზები და ამის მერეა შენი სამსჯავრო, იმენა ზედ გყვებიან მკვდარსაც და შენ კიდე პრეტენზიები გაქვს!
)
…..
და ა.შ. ხომ დასრულდება ეს დიალოგი და ღმერთი წავა. (კიდევ ერთხელ ვამბობ, გამაქრე და მომკალი, ეგ სხვა სერიალია უკვე და გაქცევაა) აი მერე რას შვები ან ამ კონკრეტული დიალოგიდან ღმერთი ცუდი როჟა რატო იჩითება, ამას ვერ ვხვდები.
….
სინდისის ხმას რაც შეეხება, მაინც მჯერა, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ქურდობდეს და სინდისი არ აწუხებდეს და ბოდიშის მოხდით, დუმბაძეს საერთოდ არ აღვიქვამ იმ კალიბრის ადამიანად, ვინც უნდა შეცვალოს ჩემი წარმოდგენა სინდისის ხმაზე, შეიძლება სიმართლეცაა, რასაც შენ ამბობ (იმას არ ვგულისმობ, რომ სინდისს გაზრდა არ უნდა, ეგ ნაღდად ეგრეა, სრულ შუბლისძარღვგაწყვეტილობაზე მაქვს საუბარი, მაგის არ მჯერა, მაგრამ თუ არსებობს ეს, მაშინ ვინმე წმინდანს შეიძლება უკეთ ჰქონდეს ეს ფენომენი აღწერილი, ვიდრე დუმბაძეს, მაგრამ არ მახსენდება ვინმე სრულ სინდისი ხმის არ არსებობაზე საუბრობდეს. შეიძლება ქურდობაზე, მრუშობაზე არ გქონდე, მაგრამ სხვა რამეზე გქონდეს, ის განავითარო და გაზარდო და თუ მრუშობა მართლა ცუდია, გაზრდილმა სინდისმა შეიძლება მოგვიანებით დაგქეჯნოს იმაზე, რაზეც ადრე არაფერს გეუბნებოდა)
ეგ დაჯღანული სმაილი ალბათ იმას ნიშნავს რომ შენ ჩემზე მეტად ერთობი ამ სამყაროში, დამიჯერე არა. მე ვთქვი, რომ ცხოვრების ბაზისად, მთავარ მიზნად გართობა-დროსტარება არ გაიხადო და არა ძმაკაცებთან ერათად საქეიფოდ რომ მიდიხარ უცებ მანქანიდან გადმოხტე, არა ძმებო, აკრძალული მაქვს ქეიფი და დროსტარებისგან სიამოვნების მიღებაო, მაგიტომ ვამბობ, ეს პრაქტიკაში არ ქმნის პრობლემას, თეორიულად აპრობლემებ. შენნაირი ვარ, შენი უბნელი ვარ, შენი ძმაკაცი ვარ. სად გინახია ასეთი ქრისტიანი, განდეგილივით რომ ცხოვრობდეს ერში. ქრისტე ამბობს, მარხვისას ნუ მოიწყენთ, მხიარულად იყავით, იმხიარულეთ სხვის დასანახად, გარეგნულად ნუ დაშვრებით დიდი ლოცვებით და ეკლესიაში ქვის იატაკზე შუბლის რახუნითო, გამოიკეტე კარი ოთახში და ერთი აბზაცი მამაო ჩვენო თქვიო და ჩემი მეგობრები ხართო და ამ ღმერთთან გაქვს პრობლემა? იმენა ღირსი ხარ ალაჰი იყოს ღმერთი და მერე გენახა პრობლემები სიკვდილის მერე
)
შენ მოთხოვნებს ღმერთისადმი მონოთეისტური რელიგიებიდან მაინც ყველაზე მეტად ქრისტიანობა შეესაბამება. ისმლაში როგორაა სამოთხის სიამოვნებების თემა, გეცოდინება და ის კიდევ უფრო მეტად ვერ უძლებს კრიტიკას.
This post has been edited by
chokanaktulu
on 25 Apr 2022, 13:27
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33453
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#59162610
· 25 Apr 2022, 21:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
chokanaktulu
ვახ შენ გაიხარე, რომ მოხვედი აქ, არ დაიზარე და ასე კოხტად დაწერე ყველაფერი
დაისი
ამაზე კარგად მე ვერ ჩამოვაყალიბებდი სათქმელს.
უბრალოდ ვკითხულობ, აქ ვარ და თუ რამე დასამატებელი მექნება, დავამატებ.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(29)
« პირველი
...
9
10
[11]
12
13
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0433 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.