Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(29)
« პირველი
...
24
25
[26]
27
28
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
თავისუფალი ნება
, ერთიანი თემა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვეგა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
ვეგა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9569
წევრი No.: 72911
რეგისტრ.: 31-October 08
#59270420
· 30 May 2022, 13:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ZAZAi
QUOTE
ტვინთბურღვაი
აბა ტვინი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33453
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#59273167
· 31 May 2022, 10:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დაისი
თავისუფალი ნება (post #59266222)
--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
masai11
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
masai11
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 15438
წევრი No.: 22395
რეგისტრ.: 11-August 06
#59273606
· 31 May 2022, 13:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ჩემო კარგო, ხომ გითხარი, რომ სინდისი არის ცნება, რომელიც გარეშე ფაქტორებამდეა სუფთა და ხელშეუხებელი. შემდეგ მასზე უკვე ზემოქმედებს კულტურა, რელიგია, აღზრდა და ის ბლაგვდება, მახინჯდება და ვიღებთ ისლამისტ ტერორისტს, რომელსაც რასაც იმამი ეტყვის ის იქნება ავტორიტეტული და არა მისი შინაგანი ხმა, რომელიც უბრალოდ ჩამკვდარია აღარ ისმის. მთელი მუღამი ისაა, რომ ამ "ნაგავში" ვიპოვოთ ის და გამოვარჩიოთ "თეთრი ხმაურისგან
და ვინ საზღვრავს რომელია დაბლაგვებული სინდისი და რომელი ბასრი? ვინ არის ამ შემთვევაში ობიექტური შემფასებელი?
თუ ბიბლიის გჯერათ, პირველცოდვად რომ შეერაცხა, ის საქციელი რომ სინდისის ქეჯნის მიზეზი არ გამხდარა ადამისთვის. არც კაენისთვის მისი ძმის მკვლელობა.
და სწორად დააციტირა დაისმა, ცნება სინდისი არ არსებობდა ძველ აღთქმაში.
და ისევ დავარეზიუმებ ჩემს მოსაზრებას ადამიანის თავისუფალ ნებასთან დაკავშირებით:
1. თავისუფალი ნება დაკავშირებულია ცნობიერების თავისუფლებასთან. თუმცა ნება სხვა რამაა და ცნობიერება სხვა.
2. ცნობერების გათავისუფლების გარეშე ვერ იქნები თავისუფალი.
3. გარემო პირობები, რომელსაც ადამიანი ვერ ირჩევს (დაბადება, სქესი, ქვეყან, ტრადიაცია, ავადმყოფობები, გარდაცვალება) - განსაზღვრავს ცნობიერებას, ატყვევებს მას. ამ ტვეობიდან ცნობიერების გათავისუფლება უნდა იყოს იდეაში სულიერი გზა და ღმერთის ძიება.
4. რწმენა, ალბათ ესაა გათავისუფლებული ცნობიერების მიმართება ნებელობასთან.
ლუციფერის და ადამის "დანაშაული" ალბათ იმიტომ შეიქნა ასეთი კატასტროფული მთელი სამყაროსთვის რომ მათ ორთავეს ჰქონდათ თავისუფალი ცნობიერება.
აბა ჩვენისთანა დაცემულ, ილუზიაში ჩაფლული და ავადმყოფი ცნობიერების არსებებს რა უნდა მოჰკითხო, მარჯვენას მარცხენასგან ვერ ვასხვავებთ.
--------------------
არ უღალატო საქართველოს!
და ცოლს.
karma is a boss.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვეგა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
ვეგა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9569
წევრი No.: 72911
რეგისტრ.: 31-October 08
#59273842
· 31 May 2022, 14:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
1. თავისუფალი ნება დაკავშირებულია ცნობიერების თავისუფლებასთან. თუმცა ნება სხვა რამაა და ცნობიერება სხვა.
2. ცნობერების გათავისუფლების გარეშე ვერ იქნები თავისუფალი.
აქ რომელია "მე"? თავისუფალი ნება ისევე მდგომარეობაა იქნებ რომლის ამოცნობა ცნობიერების ვალია?
QUOTE
3. გარემო პირობები, რომელსაც ადამიანი ვერ ირჩევს (დაბადება, სქესი, ქვეყან, ტრადიაცია, ავადმყოფობები, გარდაცვალება) - განსაზღვრავს ცნობიერებას, ატყვევებს მას. ამ ტვეობიდან ცნობიერების გათავისუფლება უნდა იყოს იდეაში სულიერი გზა და ღმერთის ძიება.
დიახ თუმცა რამ უნდა გააკეთოს ეს თუ არა ცნობიერებამ?
QUOTE
4. რწმენა, ალბათ ესაა გათავისუფლებული ცნობიერების მიმართება ნებელობასთან.
ვერ ვიტყვით ასე რადგან რწმენაც იქნებ პრიგრამული ნაწილია გარემოდან მოწოდებული
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33453
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#59274133
· 31 May 2022, 15:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
masai11
QUOTE
და ვინ საზღვრავს რომელია დაბლაგვებული სინდისი და რომელი ბასრი? ვინ არის ამ შემთვევაში ობიექტური შემფასებელი?
სინდისი დაახლოებით ისეთივე ტრანსცენდენტული ცნებაა, როგორც ზოგადად რწმენა. მისი ზუსტი გაზომვა, აწონვა ან შეფასება შეუძლებელია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სინდისი არ არსებობს. ძველ აღთქმაში თუ არ არის ნახსენები, არც ესაა დიდი პრობლემა, რადგან ძველ აღთქმაში ძალიან ბევრი რამ არ არის ნახსენები, რაც სინამდვილეში არსებობს. მაგალითად ატომი, კვანტური მექანიკა, მოლეკულა და ა.შ.
დაისმა რახანც თქვა, ესე იგი ეგრეა ხო?
QUOTE
1. თავისუფალი ნება დაკავშირებულია ცნობიერების თავისუფლებასთან. თუმცა ნება სხვა რამაა და ცნობიერება სხვა.
2. ცნობერების გათავისუფლების გარეშე ვერ იქნები თავისუფალი.
3. გარემო პირობები, რომელსაც ადამიანი ვერ ირჩევს (დაბადება, სქესი, ქვეყან, ტრადიაცია, ავადმყოფობები, გარდაცვალება) - განსაზღვრავს ცნობიერებას, ატყვევებს მას. ამ ტვეობიდან ცნობიერების გათავისუფლება უნდა იყოს იდეაში სულიერი გზა და ღმერთის ძიება.
4. რწმენა, ალბათ ესაა გათავისუფლებული ცნობიერების მიმართება ნებელობასთან.
არ მესმის სინდისი საწინააღმდეგო არგუმენტებად რატომ მოგყავს ეს ჩამონათვალი. არაფერ საწინააღმდეგოს აქ ვერ ვხედავ.
სრული თავისუფლება ღმერთშია. ადამიანი თავისი ცნობიერებით, რომელიც მეორე მხრივ ნების ამამოქმედებელია, მიისწრაფის უფლისკენ და იღებს თავისუფლებას. შენ იგივეს არ ამბობ? უბრალოდ ერთ რამეს დავაზუსტებ, ცნობიერებას ესაჭიროება გზამკვლევი საით იაროს. ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში ჩაიხედოს და მიიღოს პასუხები, სწორედ სინდისი კარნახობს მას კეთილისა და ბოროტის გარჩევას, მაგრამ მთავარი მიმანიშნებელი სწორედ ღმერთია. ის აძლევს ადამიანს სწორ მიმართულებას. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ადამიანი თავად წყვეტს საბოლოო ჯამში დაუჯეროს თუ არა ღმერთს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
masai11
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
masai11
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 15438
წევრი No.: 22395
რეგისტრ.: 11-August 06
#59274196
· 31 May 2022, 16:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დათიკო
QUOTE
1. თავისუფალი ნება დაკავშირებულია ცნობიერების თავისუფლებასთან. თუმცა ნება სხვა რამაა და ცნობიერება სხვა.
2. ცნობერების გათავისუფლების გარეშე ვერ იქნები თავისუფალი.
3. გარემო პირობები, რომელსაც ადამიანი ვერ ირჩევს (დაბადება, სქესი, ქვეყან, ტრადიაცია, ავადმყოფობები, გარდაცვალება) - განსაზღვრავს ცნობიერებას, ატყვევებს მას. ამ ტვეობიდან ცნობიერების გათავისუფლება უნდა იყოს იდეაში სულიერი გზა და ღმერთის ძიება.
4. რწმენა, ალბათ ესაა გათავისუფლებული ცნობიერების მიმართება ნებელობასთან.
არაფრის საწინააღმდეგოდ არ მომიყვანია ეს ჩამონათვალი. ისე, ზოგადად დავაპოსტულირე ჩემი სუბიექტური შეხედულებები კონკრეტულ საკითხზე.
QUOTE
ცნობიერებას ესაჭიროება გზამკვლევი საით იაროს. ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში ჩაიხედოს და მიიღოს პასუხები, სწორედ სინდისი კარნახობს მას კეთილისა და ბოროტის გარჩევას, მაგრამ მთავარი მიმანიშნებელი სწორედ ღმერთი
არ არსებობს რეალურად სინდისი. ეგ ილუზიაა, თანაც სახიფათო. ვინც მასზე დაეყრდნობა სულიერ გაზე (გათავისუფლების გზაზე) ძალიან სერიოზულად მოიტეხავ კისერს. იმიტომ რომ არასრულყოფილ ადამიანურს დაეყრდნობი.
რეალურად არსებობს მხოლოდ ღმერთი. მას უნდა დავეყრდნოთ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33453
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#59274287
· 31 May 2022, 16:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
masai11
QUOTE
არ არსებობს რეალურად სინდისი. ეგ ილუზიაა, თანაც სახიფათო. ვინც მასზე დაეყრდნობა სულიერ გაზე (გათავისუფლების გზაზე) ძალიან სერიოზულად მოიტეხავ კისერს. იმიტომ რომ არასრულყოფილ ადამიანურს დაეყრდნობი.
რეალურად არსებობს მხოლოდ ღმერთი. მას უნდა დავეყრდნოთ.
თუკი ასეთ ფორმულირებას გავუკეთებთ: სინდისი არის ღვთის ხმა ჩვენში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
წერილები: 6512
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15
#59275165
· 31 May 2022, 21:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(დათიკო @ 31 May 2022, 10:10 )
დაისი
თავისუფალი ნება (post #59266222)
QUOTE
(დათიკო @ 29 May 2022, 00:44 )
დაისი
QUOTE
არაა ეგ არჩევანი, ეგაა ულტიმატუმი. "წარწყმდე" არა აარჩევანი, არამეთ სამუდამო ტანჯვაში გამყოფებს მართმადიდებლების ღმერთი. რა მოსიყვარულეა არა? პირდაპირ წამში შეგაყვარებს თავს.
ნუ, ძალიან რთულია ადამიანს აუხსნა 2 ჯერ 2 რამდენია, როცა უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ხუთია.
ღმერთმა ხომ შექმნა ადამიანი ისეთად, რომ მას მხოლოდ ორი თვალი აქვს, ორი ხელი აქვს, ორი ფეხი აქვს, ფიზიკური სიკვდილის შემდეგ ცოცხლობს მარადიულად, ამას ხომ ვერ შეეწინააღმდეგები? შენ უსამართლოს უწოდებ ღმერთის ამ ქმედებას, რომ ასეთებად შეგვქმნა და არა სხვაგვარად. ჯერ ეს მიპასუხე მხოლოდ. სხვას ნურაფერს მიპასუხებ. მარტო ეს მინდა ვიცოდე, მიგაჩნია თუ არა რომ ღმერთის ეს გადაწყვეტილება არასამართლიანია?
დათიკო
უსამართლობათ არ მიმაჩნია ორი თვალი რო გვაქვს, ორი ხელი, ორი ფეხი და 1 თავი. მარა უსამართლობაა როცა ეკლესიის სწავლებიდან ვიგებთ რო თავისუფალი არჩევანის სურვილი ჩადო ღმერთმა ადამიანში მაგრამ თავისუფალი არჩევანის განხორციელების საშუალებას არ იძლევა მართმადიდებელი ეკლესიის ღმერთი. ცხრაას-ორმოცდაცამეტჯერ დავწერე ეს და ისევ წრეზე წახვედი. მოსაბეზრებელია ეგ ფორმატი დათიკო. არ პრავდება ეკლესიის სწავლებაში არსებული ეგ დილემა და რაც არ უნდა იარო წრეზე, არაფერი მიიღწევა მაგით.
--------------------
"ეს ანგელოზი თავად ლოგოსია (განკაცებამდე ძე ღვთისა)”(adelasa)
"ევოლუციის თეორია არანაირად არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ თეოლოგიას".(დათიკო)
'მართლმადიდებლობა გთავაზობს გახდე ღმერთი' (giorgi89)
'სულიც მატერიალურია ღმერთთან შედარებით'. (K. Logos)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33453
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#59275438
· 31 May 2022, 22:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დაისი
QUOTE
უსამართლობათ არ მიმაჩნია ორი თვალი რო გვაქვს, ორი ხელი, ორი ფეხი და 1 თავი. მარა უსამართლობაა როცა ეკლესიის სწავლებიდან ვიგებთ რო თავისუფალი არჩევანის სურვილი ჩადო ღმერთმა ადამიანში
დაიცა დაიცა, რატომ გამოტოვე ეს?
"ფიზიკური სიკვდილის შემდეგ ცოცხლობს მარადიულად"
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ZAZAi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ZAZAi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 12613
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07
#59275469
· 31 May 2022, 22:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
11 ვინაიდან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი შვილები და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული კარგი ან ცუდი, რათა ღმერთის განზრახვა, მისი არჩევნის თანახმად მომხდარიყო;
12 საქმეთა მიხედვით კი არა, მომწოდებლისაგან ეთქვა მას: "უფროსი დაემონება უმცროსს”.
13 როგორც წერია: "შევიყვარე მე იაკობი, ხოლო ესავი შევიძულე”.
14 თუ ასეა, რაღა ვთქვათ, ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან? არამც და არამც!
15 რადგან ეუბნება მოსეს: "მოწყალე ვიქნები მათთვის, ვისაც შევიწყალებ და შემბრალე - მათთვის, ვისაც შევიბრალებ”.
16
ამრიგად, ეს დამოკიდებულია არა მსურველზე და არა მცდელზე, არამედ შემწყალე ღმერთზე.
17 ვინაიდან წერილი ეუბნება ფარაონს: "სწორედ ამისათვის დაგადგინე, რომ ჩემი ძალა ვაჩვენო შენზე და ჩემი სახელი განითქვას მთელს დედამიწაზე”.
18 ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინც სურს, მას გააჯიუტებს.
19 შენ მეტყვი: აბა, რაღატომ სდებს ბრალს? მის ნებას ვინ აღუდგებაო წინ?
20
ვინ ხარ შენ, ადამიანო, რომ ეკამათები ღმერთს? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: რატომ შემქმენიო ასე?
21 ნუთუ მექოთნეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ ერთი და იგივე თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო?
22 მაშ რა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელობით იტანდა დასაღუპად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს,
23 რათა აუწყოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად.
12 ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის, იყავით მორჩილნი, არა მარტო მაშინ, როცა მანდ ვარ, არამედ უფრო მეტად ახლა, როცა მანდ არა ვარ. შიშითა და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად,
13
რადგან ღმერთი ბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც მისი სათნოებისამებრ.
14 ყველაფერი წუწუნის გარეშე და უყოყმანოდ გააკეთეთ.
აბა
დათიკო
, რა კომენტარებს გააკეთებ ამაზე?
This post has been edited by
ZAZAi
on 31 May 2022, 22:57
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
წერილები: 6512
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15
#59275535
· 31 May 2022, 23:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(დათიკო @ 31 May 2022, 22:47 )
დაისი
QUOTE
უსამართლობათ არ მიმაჩნია ორი თვალი რო გვაქვს, ორი ხელი, ორი ფეხი და 1 თავი. მარა უსამართლობაა როცა ეკლესიის სწავლებიდან ვიგებთ რო თავისუფალი არჩევანის სურვილი ჩადო ღმერთმა ადამიანში
დაიცა დაიცა, რატომ გამოტოვე ეს?
"ფიზიკური სიკვდილის შემდეგ ცოცხლობს მარადიულად"
დათიკო
არაფერიც არ განოვტოვე. არ უნდა ადამიანს ეგ შენი მარადიული სიცოცხლე
ღმერთთან და არც მარადიული ტანჯვა. სიკვდილი ურჩევნია მაგრამ ეკლესიის სწავლებაში გამოხატული ღმერთი მაგ არჩევანის განხორციელების საშუალებას არ აძლევს ადამიანს. მრავალჯერ დავწერე ეს ყველაფერი მარა დასტრიალებ წრეზე და არაფერს აღწევ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
masai11
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
masai11
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 15438
წევრი No.: 22395
რეგისტრ.: 11-August 06
#59275722
· 31 May 2022, 23:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(დათიკო @ 31 May 2022, 16:48 )
masai11
QUOTE
არ არსებობს რეალურად სინდისი. ეგ ილუზიაა, თანაც სახიფათო. ვინც მასზე დაეყრდნობა სულიერ გაზე (გათავისუფლების გზაზე) ძალიან სერიოზულად მოიტეხავ კისერს. იმიტომ რომ არასრულყოფილ ადამიანურს დაეყრდნობი.
რეალურად არსებობს მხოლოდ ღმერთი. მას უნდა დავეყრდნოთ.
თუკი ასეთ ფორმულირებას გავუკეთებთ: სინდისი არის ღვთის ხმა ჩვენში.
მას შემდეგ რაც სინდისის, როგორც რაღაც ღვთაებრივის აქტიურად წამოწევა დაიწყო ქადაგებებში, უფრო თვალშისაცემი გახდა ტენდეცია სულიერი სწავლების, სულიერი გზის მორალურ-ეთიკურ კატეგორიად გადაქცევისა.
სულიერება ახლა ისე ესმით როგორც ზნეობრიობა და მორალი. ეკლისიაც გადააქციეს მორალურ-პატრიოტულ ინსტიტუტად. ეს ძალიან დიდი პროფანაციაა. ეს სულიერების დაკარგვაა. უბრალოდ პატიოსანი და ზნეობრივი, სინდისიანი ადამიანი არ ნიშნავს სულიერ ადამიანს. რასაც უკვე თითქმის აღარავინ ასხვავებს.
This post has been edited by
masai11
on 31 May 2022, 23:55
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33453
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#59275819
· 1 Jun 2022, 00:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ZAZAi
წინასწარ იცის ღმერთმა ვინ იქნება მისი ერთგული და ვინ არა. ის თანასწორ დამოკიდებულებაში ყველას მიმართ, მაგრამ მადლს იღებს ის, ვინც მის გზას მიჰყვება. გამოსვლათა 33:19 ში წერია: "ჩამოვატარებ მთელ ჩემს სიკეთეს შენს წინ და განვაცხადებ ჩემს სახელს ‘უფალი’ და შევიწყალებ ვისაც შევიწყალებ, და შევიბრალებ ვისაც შევიბრალებ”. ანუ, ღმერთი თანაბრად ანაწილებს სიკეთეს, მაგრამ მიმღები ყველა არ არის. ღმერთის კარი ყველასათვის ღიაა, მაგრამ შიგნით შესვლა ყველას არ უნდა. ამაზეა ზუსტად მანდ. დიახ, მოწყალე ღმერთზეა დამოკიდებული შეწყალება, თუკი ის მივას მასთან. ხოლო ის, ვინც უკვე გადაწყვიტა რომ განეშოროს უფალს (მსგავსად ფარაონისა), უარესის დაშვებაც შეუძლია ღმერთს, რადგან იცის უკვე მისი არჩევანი.
აი, აქ რა არის გაუგებარი, ვერ მივხვდი: რადგან ღმერთი ბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც მისი სათნოებისამებრ. ღმერთმა ადამიანი შექმნა ყველა იმ თვისებით რაც გვაქვს, მათ შორის სურვილებით და მოქმედებებით. და ეს ყველაფერი მისი სათნოებისამებრ ხდება.
შენ გგონია მანდ ის წერია, რომ ღმერთმა "დაგვარპოგრამა" და ეხლა სულერთია რას ვიზამთ, მაინც ის ბედი გველის რაც ჩადებულია ჩვენში?
ეჰ... არაა მასე, ჩემო კარგო
ღმერთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ სწორ გზაზე დავდგეთ, წინასწარმეტყველებს დააწერინა ბიბლია, საკუთარი ძე შესწირა ჩვენს გამოსახსნელად, ყოველ წამს რაღაც ნიშნებს გვაძლევს და მაქსიმალურად ცდილობს სწორი გზა გვაჩვენოს, ჩვენ კი ამ დროს რას ვაკეთებთ?!...
* * *
masai11
QUOTE
სულიერება ახლა ისე ესმით როგორც ზნეობრიობა და მორალი. ეკლისიაც გადააქციეს მორალურ-პატრიოტულ ინსტიტუტად.
კი, გეთანხმები!
თუმცა, ზნეონრიობა და სინდისი სულიერების თანხვედრი მოცემულობებია.
მხოლოდ ზნეობრივი ადამიანი შეიძლება ვერ იყოს სულიერი, მაგრამ სულერი ადამიანი აუცილებლად იქნება მაღალი ზნეობის მქონე. არ მეთანხმები?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
წერილები: 6512
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15
#59276085
· 1 Jun 2022, 02:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(masai11 @ 31 May 2022, 23:54 )
სულიერება ახლა ისე ესმით როგორც ზნეობრიობა და მორალი. ეკლისიაც გადააქციეს მორალურ-პატრიოტულ ინსტიტუტად.
masai11
მართალი ხარ. მაგასთან ერთათ ეკლესია სინდისის ინდიკატორადაც აქციეს.
სინამდვილეში სინდისი არაფერია თუ არა თვითშეფასება და თვითგანსჯა. წარმოიდგინე, ადამიანი იზრდება გარკვეულ სოციალურ წრეში სადაც რაღაც მიიჩნევა მოსაწონათ და მისაღებათ და რაღაც პირიქით. იზრდება ასეთ გარემოში და როცა იმის საპირისპიროს გააკეთებს რაც მიუღებელია იმ საზოგადოებაში რომელშიც გაიზარდა, ადამიანი ხვდება, აცნობიერებს და საკუთარ თავს განსჯის და თავის საქციელზე თვითშეფასებას აკეთებს. ესაა და ეს. ესაა სინდისი სინამდვილეში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
masai11
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
masai11
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 15438
წევრი No.: 22395
რეგისტრ.: 11-August 06
#59276324
· 1 Jun 2022, 09:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დაისი
QUOTE
სინამდვილეში სინდისი არაფერია თუ არა თვითშეფასება და თვითგანსჯა. წარმოიდგინე, ადამიანი იზრდება გარკვეულ სოციალურ წრეში სადაც რაღაც მიიჩნევა მოსაწონათ და მისაღებათ და რაღაც პირიქით. იზრდება ასეთ გარემოში და როცა იმის საპირისპიროს გააკეთებს რაც მიუღებელია იმ საზოგადოებაში რომელშიც გაიზარდა, ადამიანი ხვდება, აცნობიერებს და საკუთარ თავს განსჯის და თავის საქციელზე თვითშეფასებას აკეთებს. ესაა და ეს. ესაა სინდისი სინამდვილეში.
კი გეთანხმები სავსებით.
დათიკო
QUOTE
კი, გეთანხმები!
თუმცა, ზნეონრიობა და სინდისი სულიერების თანხვედრი მოცემულობებია.
მხოლოდ ზნეობრივი ადამიანი შეიძლება ვერ იყოს სულიერი, მაგრამ სულერი ადამიანი აუცილებლად იქნება მაღალი ზნეობის მქონე. არ მეთანხმები?
კაენს, მას შემდეგ რაც მკვლელობა ჩაიდინა - პირადად ესაუბრებოდა ღმერთი.
ჩვენი გაგებით ზნეობირივი და უმწიკვლო კაცი ავიღოთ ახლა მაგალითად, თუნდაც სულიერ გზაზე შემდგარი. ვინ უფრო ახლოს არის ღმერთთან?
მე ვფიქრობ რომ კაიენის ინერციით გამოყოლილი სულიერება აღემატება ჩვენსას. თუმცა ჩვენ შეიძლება უფრო კაი და პატიოსანი კაცები ვჩანდეთ.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(29)
« პირველი
...
24
25
[26]
27
28
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0421 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.