#57237518 · 1 Dec 2020, 10:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Artist
QUOTE | შოლტებით როცა სცემდენ მაშინ. |
ანუ, შოლტებით რო სცემდნენ და სისხლი სდიოდა ეს იყო ძე ღმერთის დაუტევნელობის შედეგი?
რუდოლფ შტაინერს რაზე აქვს დამყარებული ეგ თავისი თეორიები * * * brevаlo
QUOTE | ფაქტია, რომ ბევრი რამ იესოს ცხოვრებიდან და სწავლებებიდან დაიმალა.
ძალიან მყარად მჯერა რომ იქნებოდა განვითარებისთვის განკუთვნილი ტექნიკები, ლიტერატურაც იარსებებდა მასზე... |
იოანე მახარებელი ამბობს მისი სახარების ბოლოს, რომ კიდე მრავალი რამ მოიმოქმედა ქრისტემ, მაგრამ ყველაფერი რომ აღვეგწერა მთელი ქვეყნის წიგნები ვერ დაიტევდაო... დაიწერა და ეკლესიამ კანონიკურად დაამტკიცა ის წმინდა წიგნები, რომელიც გვჭირდება. ამის იქით საჭიროება აღარ არსებობს, არსებობს ინტერესი და ინტერესი ბუნებრივია ყველას აქვს. მართლმადიდებლური სწავლებით, რომელიც დამყარებულია ბიბლიაზე და არა ვიღაცის სიზმრებზე და ფანტაზიებზე, ქრისტე იყო სრული კაცი და სრული ღმერთი, მასში ეს ორი ბუნება იყო გაერთიანებული შეურევნელად. ბუნებრივია ის ცხოვრობდა როგორც კაცი, ცნობილია, რომ ეხმარებოდა მართალ იოსებს დურგლობის ამბებში და თვითონაც დურგალი იყო. არავითარი ცოლი და შვილები მას არ ყოლია. არსებობს მრავალი არაკანონიკური წიგნი იესოს ბავშვობაზე, მრავალი სახარება, მაგრამ ეკლესია არ აღიარებს თავის თავთან შეუსაბამობის გამო.
აი ზემოთ იუზერი არტისტი წერს, რომ ქრისტე მოამზადა სამმა სულმა, სად წერია ეს? არსად... ხოლო ქრისტეს რო არანაირი მომზადება არ ჭირდებოდა ძე ღმერთის მისაღებად და ის თვითონ იყო ძე ღმერთი, წერია სახარებაში...
|