temart შენი თეორია დახვრეტილ ვედროს გავს, აქაიქ გასდის წყალი და ნახადუ ცდილობ თიხით ამოლესო ხელდახელ.
მაგრამ სინამდვილეში ამას ჩემთვის აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა, რადგან მე მიაჩნია, რომ იოანეს გამოცხადება ფალსიფიკაციაა. იცი რატომ? რაც მის 2 თავში წერია, არ ასრულდა და არ სრულდება.
20 მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ის მაქვს, რომ თავის ნებაზე უშვებ დედაკაც იეზაბელს, თავის თავს წინასწარმეტყველს რომ უწოდებს, და ასწავლის და აცდენს ჩემს მორჩილთ, რომ იმეძაონ და კერპთშენაწირი ჭამონ.
21 მე მივეცი დრო, რომ მოენანიებინა, მაგრამ არ სურს მოინანიოს თავისი მეძავობა.
22 აჰა, დავაგდებ მას სარეცელზე. ხოლო მათ, ვინც მასთან ერთად მეძავობდნენ, დიდ გასაჭირში ჩავყრი, თუ არ მოინანიებენ თავიანთ საქმეებს.
23 სიკვდილით დავხოცავ მის შვილებს და გაიგებს ყველა ეკლესია, რომ მე ვიკვლევ თირკმელებსა და გულებს; და ყოველ თქვენგანს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ.
ანუ სადღაც ცაში კი არ ვუტირებ დედასო, მანდვე დავუხოცავ შვილებსო. ესეიგი ამ გამოცხადებას თუ დავუჯერებთ, ქრისტე იქიდან კრიშავს თავის ეკლესიას და არასწორ ტიპებს მაგრად უჭოჭავს, მაგრამ მთელი 21 საუკუნის მანძილზე არცერთი არასწორი პაპი, მამაო თუ დედაო არ დასჯილა. რასაც უნდა, აკეთებენ და გასდით. არც ღმერთის ეშინიათ და არც ეშმაკის. ამის მაგივრად მამაოები გვეუბნებიან: აი, იაპონია რომ ცოდვილია, იმიტომ მოხდა მიწისძვრა ფუკუსიმაზეო, უკრაინელებმა უფალი განარისხეს და რუსეთი დამსჯელად მოუვლინაო,... მზგავსი სისულელეები.
ახლა რა წერია 22 ე თავში?
18 და ვამოწმებ ყველასთვის, ვისაც ესმის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები: თუ ვინმე რამეს დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს.
19 თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი.
21 საუკუნეა, ვისაც უნდა ისე ატრიალებს და ხმარობს ამ წიგნს. ყველა მართალი როგორ არის? რაღაც არავის არ წევია არაფერი აქედან. ფრჩხილიც კი არ წამოტკივნიათ (ისე შენ როგორა ხარ, ხომ ჯანმრთელად?

)
ამიტომ ვასკვნი, რომ ეს წიგნი არის ფალსიფიკაცია. ის, რაც პირდაპირ და არაორაზროვნად წერია, ის არ სრულდება და შარადებით დაწერილი რაღაში მაინტერესებს?
ერთადერთი, რაც ამ წიგნმა გააკეთა, ბლომად მაყუთი მოტეხეს სხვადასხვა ჯურის "წინასწარმეტყველ" "გამშიფრველებმა". 20 საუკუნის მანძულზე ასულელეს ხალხი!
ისე, შენ როდისთვის გაქვს გამოცხადებული სამყაროს აღსასრული, ანგარიში გაქვს უკვე გახსნილი, რომ ფული გადმოგირიცხოთ თუ მხოლოდ ქეშად იღებ?