#58372517 · 16 Sep 2021, 23:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოდი, შევაჯეროთ ფაქტები: ეგ თუ გადადგა (გადააყენეს) ეს იქნება უპრეცენდენტო ფაქტი. ამდენ კერპთაყვანისმცემელს დაემსხვრევა კერპი. ამას არ შეეგუებიან, მოძებნიან დამნაშავეს და დაიწყება ეროვნული დაპირისპირება. ამიტომ ვინმე მტერმა უნდა მოკლას და წამებულ წმინდანად გამოაცხადონ, ან ... მგონი თვითონ ილია 2 მ თქვა, მე ბოლო პატრიარქი ვიქნებიო. დავუშვათ, ახდა ეს წინასწარმეტყველება. რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს? პირველი ყველაზე საუკეთესო, მაგრამ ნაკლებ მოსალოდნელი: ხალხს ყელში ამოუყვანენ ანაფორიანი ყაჩაღები და ყველას გააპანჩურებენ თავიანთ ნათლიმამაიანად. მეორე: სამყაროს აღსასრული დადგება ან საქართველოს აღსასრული (მანამ არ აუდგათ გვერდები) ესეც ნაკლებ მოსალოდნელია. მესამე: საქართველო ფიზიკურად არ განადგურდება, მაგრამ რუსეთი დაგვიპყრობს და ავტოკეფალიას გაგვიუქმებს. სამწუხაროდ ეს სცენარი ყველაზე დიდი ალბათობისაა, თუ რა თქმა უნდა ილია 2 ს წინასწარმეტყველება ახდა. გაქვთ ვინმეს სხვა მოსაზრება?
|