Heracles121907-1913 წლებში რუსეთის იმპერია მსოფლიოში ხორბლის უდიდესი ექსპორტიორი იყო, რუსეთის იმპერიაზე მსოფლიოში წარმოებული ხორბლის 9% მოდიოდა. 1980-1990 წლებში კი საბჭოთა კავშირი მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი იმპორტიორად იქცა. ამ პერიოდში საშუალოდ, მსოფლიოში ჯამურად გაყიდული ხორბლის 16%-ს სწორედ საბჭოთა კავშირი ყიდულობდა.
1932 წელს გლეხებს ნებართვის გარეშე საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის შეცვლა აეკრძალათ. მიმდინარეობდა კოლმეურნეობების ჩამოყალიბების ძალდატანებითი პროცესი, გლეხები კოლმეურნეობებს გადასახლებისა და დახვრეტის შიშის გამო უერთდებოდნენ. მხოლოდ 1930-1932 წლამდე გადასახლებული იქნა მილიონამდე ოჯახი.
კოლექტივიზაციის შედეგად სოფლის მეურნეობიდან რესურსების მაქსიმიზაცია მოხდა. სწორედ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხარჯზე გახდა შესაძლებელი დაჩქარებული ინდუსტრიალიზაცია, თუმცა ეს პროცესები ქვეყანაში მასობრივი შიმშილის ფონზე მიმდინარეობდა. მხოლოდ უკრაინაში საკვების დეფიციტს დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი შეეწირა.
1970-იანი წლებიდან რიგში დგომა საბჭოთა მოქალაქის ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად იქცა. ამ პერიოდიდან საბჭოთა მაღაზიები და ბაზრები სასურსათო საქონლის მხოლოდ 11 სახეობით მარაგდებოდაა.
1980 წლისთვის სსრკ-ში გამომცხვარი ყოველი მესამე პური იმპორტირებული ხორბლით ცხვებოდა
დეფიციტური პროდუქციის სია და რიგი წლების განმავლობაში მხოლოდ იზრდებოდა და საბოლოოდ, საბჭოთა მოსახლეობა შიმშილს უცხოური ჰუმანიტარული დახმარებით უმკლავდებოდა.

საბჭოთა ეკონომიკის კრახი რამდენიმე ათწლეულით ადრე შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ არა ნავთობისა და გაზის ახალი საბადოები და ენერგომატარებლებზე არსებული მაღალი ფასი წლების განმავლობაში.
1970-იანი წლებიდან დაიწყო საბადოების ფორსირებული და არაეფექტური მეთოდით ათვისება. ამ პერიოდიდან მოყოლებული ნავთობი საბჭოთა ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა.
1980 წლისთვის სსრკ-ს მთლიანი ექსპორტის 67% ნავთობსა და გაზზე მოდიოდა
ალკოჰოლიზმი ქვეყნის უმწვავეს გამოწვევად იქცა, საკითხმა იმდენად მწვავე ფორმა მიიღო, რომ 1985 წელს, საბჭოთა კავშირში მშრალი კანონი დაწესდა და სპირტიანი სასმელების წარმოება მესამედით შემცირდა.
იმავე პერიოდში 15 პროცენტით გაიზარდა სპირტის შემცველი შუშის საწმენდი სითხის გაყიდვები, ასევე 25 პროცენტით გაიზარდა სპირტის შემცველი ფეხსაცმლის საწმენდი საშუალებების გაყიდვები.
ყოველწლიურად საბჭოთა გამოსაფხიზლებელ დაწესებულებებში 9 მილიონი ადამიანი ხვდებოდა.
საბჭოთა ეკონომიკა ხშირად პარადოქსულ და უნიკალურ ფენომენებს წარმოშობდა. ასე მაგალითად: 1986 წლისთვის ქვეყნის ინდუსტრიულ ნაწილში დაახლოებით 700 ათასი სამუშაო ადგილი იყო თავისუფალი
https://on.ge/story/21846-%E1%83%A4%E1%83%9...%83%90%E1%83%9C * * *
მოკლე ესკურსი:
ფეოდალურ აზროვნებაში ჩარჩენილმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისი კონსერვატულობის გამო შეუქმნა ნიადაგი ათეისტი ბოლშევიკების გამარჯვებას.
დღესაც დგას ეს საშიშროება თუ არ მოხდა ამ ეკლესიის რადიკალური რეფორმაცია.
ევროპა კათოლიციზმის პროტესტანტების მიერ რეფორმირების გამო გადაურჩა კომუნისტურ კატასტროფას.