#57896147 · 13 May 2021, 10:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mepar
| QUOTE | ფორუმელებს მინდა მივმართო, ქრისტიანობა არის მსოფლმხედველობა რომელიც გულისხმობს შემწყნარებლობას და ასკეტიზმს. ქრისტესმიერი ქადაგება ეწინააღმდეგება ბევრ ცხოვრებისეულ პრაქტიკას, ამიტომ მთლად გამართული არ არის. მაგალითად ქრისტეს ქადაგება სრულ წინააღმდეგობაში მოდის კაპიტალიზმთან და ეს კაპიტალიზმის ბრალი არ გახლავთ გამოდის ქრისტეს ტექსტშია შეცდომა, ამის შესწორება სცადეს პროტესტანტიზმში და რელიგია მოვიდა ეკონომიკასთან ჰარმონიაში. შედეგად პროტესტანტული საზოგადოებები გახდა კაპიტალიზმის და პროგრესის შემოქმედი. მართლმადიდებლობა კი პრაქტიკულად ბრმაა სოციალური გამოწვევების მიმართ და ჩარჩენილია ფეოდალიზმში. ლოცვები გაჟღენთილია მონისა და ბატონის ურთიერთობის პათოსით. ამიტომ მართლმადიდებლობა დაშორდა თანამედროვეობას და იქცა მოძალადედ. ქონებას აგროვებს რაც ქრისტიანული ტექსტით ეკრძალება ამიტომ ყველას აგინებს ვინც ამხელს. ხოდა კითხვა მაქვს, თუ კრიტიკულად აზროვნებთ, ამ კონფლიქტურ გარემოში ეკლესიას როგორ აგნებთ?
|
რატომ დადის ხალხი ეკლესიაში ეს ერთი კითხვაა და მასზე პასუხი ინდივიდუალურია. ზოგი ნაპოვნ ღმერთთან მიდის კომუნიკაციისთვის, ზოგი ეძებს და გონია რომ იქ ოპოვნის, ზოგი მოდისთვის და ზოგი დროის გასატარებლად.
მეორე საკითხია, რაც შენ გაშალე. რელიგიისა და პროგრესის მიმართ. მე ვფიქრობ საქმე არა პროტესტანტიზმშია და მის ჰარმონიულობაში ეკონომიკასთან, არამედ იმაში, რომ ეკლესიამ ის ადგილი დაიკავა საზოგადოებაში, რაც უნდა ქონდეს და სრულად ჩაეხსნა ქვეყნის მართვის სადავეებს.
რაც შეეხება განცხადებას, რომ ქრისტეს ქადაგება ეწინაღმდეგება ცხოვრებისეულ პრაქტიკას, ეს ცოტა საკამათოა. ჩემი აზრით აზრით ის იმდენად ეწინარმდეგება ამ პრაქტიკას, რამდენადაც თავად პრაქტიკაა მახინჯი. ინდივიდუალური გადმოსახედიდან ძალიან ბევრი რამეა ჩვენს პრაქტიკაში ისეთი, რაც სარეთოდ არ შეიცავს საღი აზრის ნიშან წყალს. ჩემი აზრით კაპიტალიზმი და მის წიაღში წარმოქმნილი ინსტიტუციები სულაც არაა იდეალური და იქ ბევრი რამ მახინჟია.
|