იცი რა, ალბათ იმ პერიოდში როცა ეგ დაიწერა, სწორი იყო, იმიტომ რომ ასეთი მსოფლმხედველობა ჰქონდათ.
რელიგიის დანიშნულება ხომ ეს იყო, უკონტროლოდ არ ეკუნტრუშათ ადამიანებს და მათი ქცევები მორალურ ჩარჩოებში ჩამჯდარიყო. ამისთვის იყენებდნენ შეგონებებს, დარიგებებს, მუქარებს, ისტორიებს ქეცზე და წარღვნებზე და ა.შ.
ანუ, არსებობდა მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად ხდებოდა ეგ, პა ბალშომუ სიკეთეზე და სიკარგეზე გათვლილ შედეგზე იყო ორიენტირებული. (ნუ, მიზანი ეს იყო და ცალკეულმა რელიგიურმა დაწესებულებებმა როგორ გამოიყენეს რელიგიური მოძღვრებები, ეგ კიდე ცალკე თემაა)
მაგრამ რელიგიების პრობლემა ისაა, რომ რელიგიური დოგმები, შეხედულებები, მცნებები, პრინციპები თუ რაც ჰქვიათ - არ იცვლებიან, საზოგადოება კი ვითარდება.
საზოგადოების განვითარების პირობებში კიდე შეუძლებელია რელევანტურად მივიჩნიოთ 20 საუკუნის წინ დადგენილი, ქცევის წესების მარეგულირებელი მორალური ნორმების გამოყენება.
ამიტომ მგონია მე, რომ ნებისმიერი რელიგია მოკვდება ადრე თუ გვიან, რომელიც ფეხს ვერ აუწყობს საზოგადოების განვითარებას.
ესენი კიდე ფეხს ვერ აუწყობენ, თუ მართლა არ მოხდება მეორედ მოსვლები ყველა რელიგიაში და არ მოვა ისეთი ახალი ქრისტე ან მუჰამედი, ვინც ახალ, განსხვავებულ და საზოგადოების მოთხოვნების შესაბამის რამეებს იქადაგებს.
შენი და დათიკოს ბატალიებში კიდე ნუ ჩამრთავთ თუ ძმა ხარ
დაე იყოს დღეს მზისფერი, ყველაფერი.
The fox that makes the ravens fly.
საფრანგეთში ძაან ბევრჯერ ვარ ნამყოფი
კრუასანი მიყვარს (c) ინსტრუქტორი