Bet-El
Bet-El

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1084
წევრი No.: 48217
რეგისტრ.: 30-November 07
|
#62130865 · 18 Jun 2025, 19:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (lasha kakauridze @ 4 Feb 2025, 00:46 ) | დაისი
QUOTE | კითხვები ებადება, ნეტა როდის დამიდგება ნანატრი არმაგედონი და როდის იხილავს ჩემი თვალები ქვეყნიერი ხალხის განადგურებას. ესეთი კითხვები კი, უჩნდებთ მაგრამ ამ სექტის ავთენტურობაზე კითხვები არ უჩნდებათ უმეტესობას, იმიტო რო დაზოიმბირებულები არიან |
ადამიანი არის გონიერი არსება, ის აზროვნებს და მისი მთლიანი ცხოვრება აზროვნებას და გონიერებით წარმართავს ....ღრმად ვარ დარწმუნებული რომ კითხვები აქვთ (არ შეიძლება რომ არ ქონდეთ) უბრალოდ ეშინიათ და გაუბიან თავისთავთან პირისპირ დადგომაში რომ გასცეს პასუხები თავიანთ კითხვებს ....მოდი ყველამ ვაღიაროთ რომ ყველას აქვს კითხვები და პასუხების მიღებას ვემალებით ..ამიტომ არის რომ ადამიანი სულ ეძებს და ეძებს და ბედნიერი ის ვინც იპოვის
არ ვიცი შენ დროს თუ იყო ან თუ გახსოვს იუზერი აგაპე ....უძლიერესი იყო მაგათ სფეროში და უდავოდ ნიჭიერი ... ახლოსაც ვერ მივლენ ბეთელი და სხვა იეჰოვას მოწმეები მაგ კაცთან ....თუმცა მას ეყო გამბედაობა და ვაჟკაცობა თავის კითხვებს პირისპირ თავაწეული შეხვედროდა ....ვაფასებ მასეთნაირ კაცს რომელიც ეძებს და ბოლოს აუცილებლად იპოვის
|
მაგას ისე ეუბნები იუზერი აგაპე გახსოვს თუ არაო, გეგონება თვითონ არ იყოს აგაპე.
ეგ ხო ყველამ ვიცით, რომ დაისი იგივე აგაპეა. როცა დაბლოკეს აგაპეს იუზერნეიმით, უამრავი სხვა ნიკით წერდა, მაგრამ ყველაზე აქტიურად დაისით გააგრძელა. ანუ თუ მის მოღვაწეობას გამოიკვლევ ფორუმზე, ჯერ ამბობდა იეჰოვას მოწმე ვარო, მერე როცა დაისი გახდა, ამბობდა მუსულმანი ვარო, მერე ათეიზმს დაეწაფა, ახლა მოწმეებს აგინებს და რაღაც შუალედური ათეისტი მორწმუნის მანტია აქვს მოსხმული. მე ვიტყოდი, უფრო მეტად მორწმუნეა, ვიდრე ათეისტი, მაგრამ ათეისტური ეჭვებიც ზოგჯერ ტანჯავს.
მე ახლოს მივალ თუ არა, ეს შენ არ იცი. იმიტომ რომ არ მიცნობ.
კითხვების წინაშე ყოველთვის ყველანი ვდგებით. თუ კითხვები არ გვიჩნდება, ესე იგი არ ვაზროვნებთ.
მე არასდროს არ გავურბივარ კითხვებს. ყოველთვის ვიკვლევ და ვცდილობ სწორი პასუხი ვიპოვნო.
ამიტომ იყო, რომ თავის დროზე გამოვეყავი მასას, დავსვი კითხვები, და მივხვდი, რომ დინების საწინააღმდეგოდ მომიწევდა წასვლა და წავედი, არ შემშინებია.
შენ კი, სამწუხაროდ გეოგრაფიულ არეალს ხარ მიჯაჭვული. ირანში რომ დაბადებულიყავი, ზუსტად ისეთივე თავგამოდებული დამცველი იქნებოდი ისლამისა, როგორც მართლმადიდებლობის.
მაგით ვერ გაიმართლებ თავს, რომ აუ რა მაგარია ავტომატურად წილხვედრში დავიბადე, სადაც ქრისტიანობა ყვავისო.
დღეს ათიათასობით სამხილია, რა ხდება ეკლესიის შიგნით, მღვდლების 80-90 პროცენტი რა ზნეობის მატარებელია და რა საქმეებით არიან დაკავებული.
ამიტო რელიგიის ავკარგიანობის მაჩვენებლად ეგ ვერ გამოგადგება, აგაპე რომ დაისი გახდა.
ფაქტებია ათობით ათასია. თუ გაბედულება გეყოფა, შეგიძლია სწორი დასკვნა დადო. მაგრამ არ გინდა.
რადგან არ გინდა, არც არავინ დაგაძალებს. * * *
QUOTE (დაისი @ 3 Feb 2025, 23:06 ) | QUOTE (Bet-El @ 12 Jan 2025, 23:55 ) | QUOTE (lasha kakauridze @ 12 Jan 2025, 23:29 ) | Bet-El შენ კიდევ იეჰოვას მოწმე ხარ? .....ნუთუ ამ ხნის განმავლობაში არ დაგებადა კითხვები? |
კი ლაშა, ისევ იეჰოვას მოწმე ვარ.
ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვები დამებადა.
|
lasha kakauridzeკითხვები ებადება, ნეტა როდის დამიდგება ნანატრი არმაგედონი და როდის იხილავს ჩემი თვალები ქვეყნიერი ხალხის განადგურებას. ესეთი კითხვები კი, უჩნდებთ მაგრამ ამ სექტის ავთენტურობაზე კითხვები არ უჩნდებათ უმეტესობას, იმიტო რო დაზოიმბირებულები არიან. |
საერთოდ არ ველი არმაგედონს, რა სისულელეა.
ჩემი მთავარი მოლოდინია ქრისტეს მეორედ მოსვლა და ქრისტეს სამეფოს დამყარება ყველგან სამყაროში, როგორც ზეცაში ისე აქ ჩვენს საყვარელ პლანეტაზე, რომელიც ეხლა სულს ღაფავს.
გულწრფელად არ ველი არანაირ არმაგედონს ჩემო კარგო.
არც ადამიანების განადგურებას და ამოწყვეტას არ ველი.
ძალიან მიყვარს ადამიანები, და რაც დრო გადის სულ უფრო მიყვარდებიან. ნეტა ყველა ჩაითვალოს ქრისტეს სამეფოს დამკვიდრების ღირსად და გადარჩეს, ჩემი მიზანიც ეგ არის.
თვითონ ქრისტე და მამა ღმერთი გვეუბნებიან, რომ მათ მოუწევთ ბოროტი ადამიანების მოსპობა, რათა დედამიწაზე მარადიული მშვიდობა აღადგინონ.
მე ველი სამართლიან ახალ მსოფლიოს და სამყაროს. ამას ქრისტე და მამა როგორ მიაღწევენ მათი საქმეა. ამაში მე არ ვერევი.
ეჭვები არ მაწუხებს. ოდნავაც არ მეეჭვება, რომ ახლოს ვართ ახალ ღვთიურ მსოფლიო წესრიგთან.
ამას ნათლად ადასტურებს ახლანდელი მსოფლიო მოვლენების ანალიზი ბიბლიის ფონზე.
მარა ეგაა, რომ ზუსტად მაინც არ ვიცით როდის დადგება ეს დრო.
ამიტომ წმინდები უნდა ვიყოთ ქცევით და ველოდოთ, ოღინდ ველოდოთ აქტიურად. სულ ესაა. ლოდინი ის არაა რო დივანზე წამოვწვეთ.
--------------------
„გაიღვიძა იაკობმა და თქვა: „ნამდვილად ამ ადგილას არის იეჰოვა, მე კი არ ვიცოდი“. შეშინდა იგი და თქვა: „რა შიშის მომგვრელი ადგილია! ეს სხვა არაფერია, თუ არა ღვთის სახლი. ეს არის ზეცის კარიბჭე“ ... დაარქვა იმ ადგილს ბეთელი“ დაბადება 28:16–19
შეაფარე თავი ღვთის სახლის სიმყუდროვეს და პოვებ ნეტარებას.
|