ძალიან გეშლება. ის სიმბოლო, რაც მანდ ხატია ამოტრიალებული პენტაგრამა, როემლიც თხას გამოხატავს სრულიად განსხვვადება იმ პენტაგრამისაგან რაზეც მე ვსაუბრობ. წვერით ქვემოთ სატანისტური ნიშანია ხოლო წვერით ზემოთ არის მაგიური დამცავი სიმბოლო, რომელიც გამოხატავს მატერიალიურ სამყაროს 4 სტიქიას: ცეცხლი, ჰაერი, მიწა და წყალი. ხოლო წვერი გამოხატავს ადამიანის სულს. ანუ პენტაგრამა არის ადამიანის სხეულისა და სულის ერთიანობა, რომელიც არსებობს ამ გაზომილებაში.
* * *

ინგლისური თუ არ იცი განგიმარტავ. ზემოთა წვერი ზადაც წრე ხატია spirit -სული
მარცხნივ ყვითელი სამკუთხედი Air -ჰაერი , მარჯვნივ ლურჯი სამკუთხედი- water - წყალი, ქვემოთ მწვანე სამკუთხედუ მარცხნივ earth მიწა და ქვემოთ მარჯვნივ წითელი სამკუთხედი fire ცეცხლი.
თვითონ სამკუთხედი გამოხატავს ადამიანს 3 რაობად ფიზიკური სხეული, სული და სამშვინველი. მაგიურად: ცნობიერება, ენერგია და თავისუფალი ნება.
ფერებიც შესაბამისია ჰაერი ყვითელი გამოხატავს ინტემექტუალურ შესაძლებლობებს , რაც ახასიათებს ჰაერიის სტიქიის წარმომადგენლებს ტყუპები, სასწორი და მერწყული. წყალი არის ემოციებისა და ურთიერთობების სიმბოლო: კირჩხიბი, მორიელი და თევზები.
მიწა მატერიალურის, ბუნების, სიმტკიცის სიმბოლო: კურო, ქალწული და თხის რქა.
ცეცხლი მოქმედების, ძალაუფლების სიმბოლო: ვერძი ,ლომი და მშვილდოსანი.
ტაროში ასე გამოიხატება სიმბოლოები. ჰაერი შეესაბამება ხმლებს, წყალი -თასებს, მიწა - პენტაკლებს (მონეტებს, ცეცხლი- კვერთხებს.
* * *

ხმლის წვერზე გვირგვინი აღნიშნავს ცნობიერების უმაღლეს საფეხურს , ბუნებასთან ჰარმონიას.

თაზებს ზემოთ ჩიტი გამოხატავს .ტრედს, რომელმაც ნოეს ზეთის ხილის რტო მოუტანა.
გამოწვდენილ ხელებში თავად ღმერთი იგულისხმება და მისგან ბოძებული ნიჭები და შესაებლობები.
* * *

როგორც არ უნდა გაიჭეჭო ადამიანმა სულიერ ბუნებასთან ერთად უნდ აგამოიყენოს მატერიალურიც, რადგან ეს ორი ერთი მთლიანობაა.

ეს კი მოქმედება და ნაყოფი.
* * *
ახლა კარტსაც შევეხები, ე.წ ბანქოს. კარტი ბევრად უფრო ადრე მოიგონეს ძველ ეგვიპტეში, ქრისტეს შობამდე, სადაც ჯერ კიდევ იეროგლიფებით წერდნენ.
სულ 78 კარტი არსებობდა, რომელსაც არკანს უწოდებდნენ და თითოეული არკანი საიუდმლო ცოდნას შეიცავდა ჩვენს სამყაროზე.
ჯვარი, ყვავი, აგური და გული ეს ნიშნები შემდეგ გამოიგონეს, სინამდვილეში სხვა რამეს შეესაბამება ეს სიმბოლოები, კერძოდ: გული - თასი, აგური - მონეტა, ყვავი -ხმალი, ხოლო ჯვარი კვერთხი. ეს სიმბოლოები გამოხატავენ 4 სტიქიას, რომელიც შექმნა ღმერთმა და არსებობს სამყაროში: თასი -წყალი, კვერთხი- ცეცხლი, ხმალი -ჰაერი , მონეტა -მიწა.
წყალი შეესაბამება ემოციებს, იდეას, მიწა - ფინანსებს , ჯანმრელობას კვერთხი-მოქმედებას , სიმტკიცეს, ხოლო ხმალი ინტელექტს და ცოდნას.
ამ კარტს ჰქვია ტაროს კარტი, ის შედგება 78 კარტისგან. ახლანდელი ბანქო კი მისი მინი ვერსიაა სადაც მოაშორეს დანარჩენი 24 კარტი. ტაროს კარტი იყოფა მაღალ და დაბალ არკანებად. სულ არის 22 მაღალი და 56 დაბალი არკანი. დაბალი არკანები გამოსახავენ ადამიანის ფსიქოტიპებს ხასიათებს, მოვლენებს , წელიწადის დროებს, მდგომარეობას.
მაღალი არკანები გამოხატავენ სულიერი ტრანსფორმაციის მიზეზებს და შედეგებს.

4 სტიქია იმიტომ შეცვალეს რომ ტაროს სამკითხაოდ იყენებდნენ, შუასაუკუნეებში კი მოგეხსენებათ რა დღეში ჰყავდათ ინკვიზიტორებს ასეთი ადამიანები. მხოლოდ მკითხავებს კი არა ადამიანს შემთხვევით რომ ამინდი გამოეცნო იმასაც კი ცეცხლზე წვავდნენ.
სწორედ ამ ცოდნის დასაფარად შექმნეს ეს გული, ჯვარი, ყვავი და აგური. სამწუხაროდ რელიგიური პირები ყოველთვის ცდილობენ ნებისმიერი ინფორმაცია რელიგიას დაუკავშირონ და ის ან ცუდ ან კარგად გაასაღონდ, რაც როგორ აწყობთ რა თქმა უნდა.

) რელიგია ადამიანთა დასამონებლადაა შექმნილი რწმენაში ნუ აურევთ.
* * *

ახლა დავიწყოთ მაღალი არკანებით.
I მაგი - პირველი, საწყისი , მასკულინური ენერგიის მატარებელი. მაგი არის შემოქმედი, ადამიანი, რომელმაც იცის რა უნდა და რეალიზებულია თავის საქმეში. არის კარგი ლიდერი, მმართველი ფსიქოლოგი, კარგი მანიპულატორი და წამყვანი.
II უმაღლესი ქურუმი ქალი - ქალური ბუნების პირველი ცივი საწყისი. ქალი მაღალი ინტელქტითა და ცოდნით. კარგი მესაიდუმლე და მხარდამჭერი. ქალის ბუნების ცივი დს ნაკლებად ემოციური გამოხატულება აქვს და ორიენტირებულია ცოდნაზე.
III იმპერატორი ქალი - იმოერატორი ქალიც გახლავს ფემინური ბუნების მატარებელი , თუმცა ის ქურუმისგან განსხვავებით უფრო ნაზი და თბილია. სიმბოლოებს თუ დააკვირდები გულის ფორმაში ვენერა ხატია, პლანეტა ვენერა კი სიყვარულის პლანეტაა და ზოდიაქალურ წრეში მართავს კუროსა და სასწორს. მათ აჯილდოებს სიყვარულის, იდილისაა და ბუნებასთან კავშირის ნიჭით. იმპერატრიცა გამოხატავს , დედას, დედამიწას, დამცველ ქალს, მზრუნველს, მომხიბვლელსა და ღირსეულ ტახტის განმკარგავს.
* * *

ბარემ აქვე ვართ და ზოდიაქულათაც მივყვეთ ტაროს არკანებს:
IV იმპერატორი (ვერძი) - იმპერატორი მასკულინური ცეცხლოვანი ენერგიის მატარებელი. ერთპიროვნული მმართველი, მამის გავლენები, წინამძღოლობა, ლიდერობა, დამცველი. ფსიქოტიპიურად შეესაბამება მამას , ოჯახის უფროსს, შემქმნელს და შემნახველს.
ვერძებს საერთოდ ყველგან და ყველაფერში პირველობა უყვართ. სულ რკ არაფერში ეჯიბრებოდე მაინც შეგეჯიბრება. სხვათაშორის მოთმინების უნარით არ გამოირჩევიან.
V იეროფანტი (კურო) - იეროფანტი ასევე არის მასკულინური ხასიათის მატარებელი. არის მოძღვარი, სულიერი მამა, გურუ, სულიერი წინამძღვარი, მასწავლებელი, მცოდნე ადამიანი, რომელიც თავადაც სწავლობს და სხვასაც უზიარებს ამ ცოდნას. კუროსავით დინჯები, დაფიქრებულები და მოლაპარაკეებუ არიან. ფსიქოტიპიურად მასწავლებელს აღნიშნავს. მოკლედ გაშლებში თუ ვინმე იეროფანტად შეგხვდა მას ის კარმულად შენი მასწავლებელია.
VI შეყვარებულები (ტყუპები) - ხოო, როგორც ზედავ ადამი და ევა ხატია შეყვარებულებში. ეს ბიბლიიდან ის მომენტია, როდესაც მათ შეჭამეს ვაშლი და შეიცნეს კეთილი და ბოროტება. როცა მათ გაიგეს სამყაროს არსი და მათ ცნობიერებაში ერთდროუალდ შეიქმნა დუალიზმი. ფსიქოტიპიურად შეესაბამება ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლოაბში რაღაცას წყვიტავს, რადგან მისი ბუნება ორგავროვანის. ისე ამბობენ სასწორებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღებაო, მაგრამ ეგ რეალურად ტყუპების ამბავი უფროა. როგორც არკანში ჩანს მათშიც ერთდროულად ორი ბუნება იბადება ბნელი და ნათელი. ერთდროულად ორი ემოცია აქვთ, შეუძლიათ ერთდოულად უყვარდე და სძულდე, ამიტომაც შესაბამება ეს არკანი ფიქრს, გადაწყვეტას და სიყვარულს.
* * *
VII ეტლი (კირჩხიბი) - ფსიქოტიპიურად შეესაბამება გზას, მოგზაურობას ქმედებას, სიჩქარეს. კირჩხიბულად ბავშვური, სპონტანური , ემოციური , ბუტია და სპეკულიანტი.
* * *

VIII ძალა (ლომი) - როგორც ხედავ ნახატზე არის დახატული ქალი, რომელიც ებრძვის ლომს. ზოდიაქალურად შეესაბამება ლომს მმართველი პლანეტა აქვს მზე რის გამოც არკანში მოიაზრება ყველაზე ძლიერი მიწიური ძალები. განმარტებებია: თავდაჯერებული, მშრომელი, დაუღალავი, მშვიდი და გეგმიური.
IX - განდეგილი (ქალწული) - მას ბრძენსაც უწოდებენ. ფსიქოტოპიურად შეესაბამება ადამიანს, რომელიც ცხოვრობს მარტო, მარტოობაში, ასკეტიზმით იღებს ცოდნას. სწავლობს საკუთარ თავს. მისი შუქურა სწორედ რომ სინათლის ძებნას შეესაბამება, ანუ ცოდნას. არამიწერს.
X ფორტუნას ბორბალი - პირდაპირი მნიშვნელობით კარმა. ის გვაუწყებს სამყაროსებრ მნიშვნელობებზე. იმას, რომ როგორც არ უნდა გვეგონოს რომ ბედი სადმე სადღაც, ვიღაცამ დაგვიწერა წი ასწარ, ამ ცხოვრებაშიც კი პასუხისმგებელი ხარ შენს არჩევანზე, შენს საქციელებზე, რადგან შესაძლოა მან , ბორბალმა სრულიად სხვა მზარეს წაგიყვანოს.
* * *

XI - სამართლიანობა (სასწორი) - უბრალოდ სამართლიანობა და მართლმსაჯულება. ფორტუნა ბორბლის შემდეგ ზუსტად საჭირო ნივთია. შენს არჩევანს რომ შამოსდებ სასწორზე და სინდისს შემოუდებ მეორე თეფშე , ე მანდ გადაწყდება რამდენად სამართლიანი იყავი. ესეც სულიერი ამბავია. ფსიქოტიპიურად შეეაბამება სასამართლო, სახელმწიფო მაღ სტრუქტულებს. ქმედებად: დიპლომატია, განსჯა , გაკრიტიკება.
XII - ჩამოკიდებული კაცი - ჰო, საკმაოდ ძლიერი ადამიანების არკანია, მინდა ასე ვთქვა და ვაფასებ ადამიანებს. ჩამოკიდებული კაცი გახლავს ადამიანი, რომელმაც თავი თავად ჩამოიკიდანუკუღმა, რათა დაენახა ის რასაც ვერ ხედავდა. ფსიქოლოგიურად ასეთი ადამიანები არიან დეპრესიული, მაღალი თვითკრიტიკული გრძნობები. საკუთატი თავის განკითხვა, დასჯა, სინანულის შეგრძნება და სპეციალურად ამ ემოციებში ხარშვა რათა დაინახოს ჭეშმარიტება. სხვის ტყავსა და მდგომარეობაში შესვლა რათა მათ გაუგო.
XIII - სიკვდილი (მორიელი) - არაფერი საშიში. ეს ტრანსფორმაციის არკანია. სიკვდილი ნიშნავს ძველი მეს , ეგოს სიკვდილს და სამყაროს ახლებურად დანახვას. მათ შორის ურთიერთობების დანგრევაც მაგრამ უფრო შინაგანი ტრანსფორმაცია და გამოსვლა რაღაც ცუდიდან და ახლის დაყწება.
XIV - ზომიერება ( მშვილდოსანი) - ზომიერება, იგივე ჰარმონია და ბალანსი. ბალანსი სულიერსა და მატერიალურ სურვილებს შორის.
როგორც ხედავ ტაროს არკანები და მისი პერსონაჟები ერთგვარად ადამიანური სურვილებიდან გადადიან ემოციურ, მენტალურ და სულეირ სურვილებზე. ეს გახლავს ადამიანის სულიერი განვითარების ეტაპები.
* * *

XV ეშმაკი (თხის რქა) - არაფერი საშიში და საგანგაშო. ამ ნახატზე ხატია აგერ ამოტრიალებულ ვარსკვლავიან რწიანი ეშმაკი და მიჯაჭვულო ჰყავს ადამ და ევა. როგორც მიხვდი ფსიქოლოგიურად ეს არკანი გამოხატავს ამქვეყნიურ მიჯაჭვულობებს, მათ შორის სექსუალურ სურვილებს ცდუნებებს აკვიატებებს, მატერიალიზმზე დაყრდნობას და მიზიდულობას.
სხვათაშორის სექსი არც აქაა უწმინდურობა. აქ საცდუნებელ საქმეებზეა ხაზი გასმული. ვინაიდან ადამიანი ფიზიკურთან ერთად სულიერი არსებაცაა ის უნდა გათავისუფლდეს ამ ყველაფრისგან გარკვეული დროის მერე, მაგრამ ჯაჭვებისგან მანამ ვერ გათავისუფლდები, სანამ არ მიიღებ მას შენად, არ გაითავისებ და თავად არ დაიწყებ მის მართვას.
XVI კოშკი - ოო ეს უძლიერესი არკანია. პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს Destroying ე.ი განადგურება, გაცანტვერება და უნაყოფობა. კოშკი ფსიქოლოგიურად სწორედაც რომ მიჯაჭვულობებისგან გათავისუფლებას ნიშნავს. ილუზიების, ცრუ სცენარების ნგრევა, და გამოღვიძება. კოშკი ერთგვარად ცხოვრების მაღვიძარასავით არის, ის არადროს მოგცემს უფლებას რომ იგივე შეცდომები დაუშვა.
XVII ვარსკვლავი (მერწყული) - ფსიქოლოგიურად შეესაბამება შორიდან მჭვრეტელს, რომელიც ყველასა და ყველაფერს აკვირდება, ისე როგორც ასტრონომები და ასტროლოგები პლანეტებს. მერწყულები ხომ ექპსერიმენტრბით, სულიერი და მეცნიერული ცოდნით არიან დაინტერესებულები. ისინი მუდმივად აკვირდებიან შორიდან ქე არია მასტე.
XVII მთვარე (თევზები) - მთვარე ამ შემთხვევაში არის ადამიანის ილუზიები, შიშები. ის რაც გვაწუხებს, რასაც ვერ ვბედავთ, ვერ ვკადრებთზმ, ვერ ვამბობთ, ვერ ვაპროტესტებთ. გვალომპმექსებს. ეს არის ჩვენი შინაგანი დაფარული ქვეცნობიერული შიშები და კომპლექსები. მთვარე ადამიანის რუქაშუ ემოციებს შეესაბამება ამოტომეს ჩვენიბდაფარული ემოციებია.
* * *

XIX -მზე გამოხატავს მზეს, სილაღეს სჯთბოს ბავშვურობას, ჰარმონიას, სიყავრულს, სიცოცხლეს.
XX - მართლმსაჯულება. გამოხატავს შენს საქმეებს მთელი სამყაროს წინაშე და შენი სულის წინაშე.წინაპრების ძალებს, და ზეციურ საქმეებს, რომლებიც მაღალ ჯერარქიის დოენზე წყდება.
XXI - სამყარო - უბრალოდ ის რამაც შეგქმნა და როგორიც შეგქმნა. შენ, მე ჩვენ და ყველა.
0 სულელი - ეს წესით ნუმეროლგოურაფ პირველია მაგრამ არა ფსიქოტიპიურად. 0 იანი ნეიტრალური რიცხვია რომელიც საზღვარია მინუს უსასრულობასა და პლიუს უსასრილობას შორის. ამ შემთხევვაში სულელი არის ის სული, ის ადამიანი ვისაც აი ტერესებს ამქვეყნიური გამოცდილება ცხოვრება და ხრამში ვარდება იმისათვისნრომ ეს ყველაფერი ნახოს.
ეს არის საწყისი და სიცარიელე. სულელი და სპონტანური. გამოუცდელი, მაგრამ გამოცდილების მსურველი ისე რომ თავი არც კი ენანება.