ჰაერზე ადამიანს ყველაფრის თქმა შეუძლია. თუმცა მთავარია რა არის სინამდვილე.
თუნდაც ამ ნაწერში. წვერებით სიარული არ არის დანაშაული და ყველა რელიგიურ მიმდინარეობაში მიღებულია ეს.
კგბს რაც შეეხება. მომისმენია ამ ბრალდების ავტორები როგორ ამტკიცებენ რომ თურმე ლენინ-სტალინის დროიდან ვიდრე 1990 წლამდე კგბს ნებართვის გარეშე არაფერი ხდებოდა საერთოდ და ცაში ფრინველი არ დაფრინავდა და მიწაზე ჭიანჭველა.) შესაბამისად ამ ლოგიკიდან გამომდინარე ისინი ამტკიცებენ რომ ყველა პატრიარქი 1917 წლიდან მოყოლებული თურმე კგბს აგენტი იყო და მათი ნებართვით ინიშნებოდა.

კიდე ფოტოშოპ ფურცლებს აფრიალებენ და არაფერი კონკრეტული.
ტაბურეტკა ანუ პატარა სკამები მიაქვთ ხოლმე ხალხს ღამისთევის მსახურებაზე როცა მთელი ღამე ფეხზე დგომა უჭირთ. ღამის კლუბში რომ დადიოდნენ მოხუცები იქაც წაიღებდნენ თუმცა ფეისკონტროლი არ უშვებს. სხვა ტაბურეტკის საშინელებაზე ვერაფერს ვიტყვი.)
ციანიდი მხოლოდ ერთი შემთხვევა ვიცით და ისიც როგორც თქვეს მამაოს მიჰქონდა ოქრომჭედელთან უკრაინაში. უბრალოდ ვერ იშოვა.
ასე რომ ყველაფერი რიგზეა. ერთიორი უცნაური ყველგან გამოერევა.