ზუსტად მაგის ახსნას ვცდილობდი ჩემს
ამ პოსტში, სადაც გიხსნიდი, რომ სიკეთე, ბოროტება, წუხილი, რისხვა და ა.შ. ადამიანური თვისებებია. ღმერთი შეუძლებელია იყოს სიკეთე, ამის კლასიკური გაგებით, რადგან ის ტრანსცენდენტულია. ანუ, არ არის ადამიანური თვისებების მატარებელი. ის რომ ბიბლიაში წერია მისი ესა თუ ის თვისება, ამას თავისი მიზეზი აქვს: ღვთიური ჭეშმარიტების წვდომის ადამიანური უუნარობაა ის, რის გამოც ბიბლიაში საჭირო გახდა მსგავსი რამეების ჩაწერა. ამის ახსნას ცდილობს ზუსტად წმ. იოანე დამასკელიც, რომლის ციტატაც მოვიყვანე.
არ მესმის საერთოდ როგორ უნდა დაადანაშაულო ღმერთი იმაში, რის პროცესებშიც ის არ ერევა საერთოდ. კი, მისი დაშვებით ხდება ყოველივე. რა თქმა უნდა, თუკი ის მოისურვებს, შეუძლია დედამიწა გაატრიალოს ან ასტეროიდს მიმართულება შეუცვალოს და დედამიწას მიათხლიშოს, მაგრამ არ შვება ამას, არ სჭირდება, რადგან სრულიად სხვა დანიშნულება აქვს სამყაროს, ღმერთს და თვითეულ ჩვენთანაგნს. წავიდა ის დრო, როდესაც ზღვის ღელვა ან ქარიშხალი გაბრაზებული ღმერთის ნამოქმედრად აღიქმებოდა ადამიანების მიერ. (თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი დღემდე ასე ფიქრობს)...
ადამიანები თავისი სულიერი განვითარების საფეხურებს გადიან. არის ეტაპი, როდესაც ადამიანს თუ არ აუხსნი იმას, რომ ღმერთი კეთილია ან რისხვა შეუძლია, ის სხვაგვარად ვერ მიიღებს მას, მაგრამ ადამიანმა უნდა გაიაროს ეს ეტაპი და ოდესმე უნდა მიხვდეს, რომ ღმერთი არ არის ღრუბლებზე მჯომი წვერებიანი ბაბუ, რომელიც ელვებს ესვის იმას, ვინც ცოდვას ჩაიდენს.
ხოლო ვისაც საერთოდ არ სწამს ღმერთის, მასთან ამ თემაზე დისკუსიას საერთოდ არ აქვს აზრი. ანუ, ის ვისაც არ სწამს ღმერთის და გაიძახის, აბა სადაა თქვენი ღმერთი, უკრაინაში ამდენი ბავშვი რომ იღუპებაო, მეეჭვება საერთოდ ოდესმე რამე შედეგი გამოიღოს ამ დიალოგმა. ამიტომ, როცა ურწმუნო ადამიანი მსგავს რამეს ამბობს, მხოლოდ მეღიმება ხოლმე და ის ანეკდოტი მახსენდება, როცა საბჭოთა მასწავლებელი აიძულებდა თავის მოსწავლეებს ღმერთი ელანძღათ. ებრაელი მოშე კი წყნარად იჯდა გაკვეთილზე და ხმას არ იღებდა. როცა მასწავლებელმა კითხა, შენ რატომ არ ლანძღავ ღმერთსო, ამან უპასუხა: თუ ღმერთი არ არსებობს, რატომ უნდა ვლანძღო და თუ არსებობს, რატომ უნდა გავიფუჭო ურთიერთობაო...
მოკლედ, არ არის ეგრე მარტივად საქმე, ჩემო კარგო...
რაც შეეხება ჩემს ფრაზას: მიიღე ყველაფერი ისე, როგორც არის, შემიძლია განგიმარტო, რომ მე სულაც არ მიგულისხმია ის, რომ უბრალოდ ბრმად უნდა მიიღო ყველაფერი და არ ჩაეძიო, არ შეისწავლო, არ დასვა კითხვები და ა.შ. ბრმად მორწმუნე ადამიანი ცხვარი კი არა ძალიან საშიში არსებაა როგორც თავისი თავისთვის, ასევე გარშემო მყოფებისთვის. მე სრულიად სხვა რამ ვიგულისხმე. სამწუხაროა, რომ ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ ხანდახან და ერთმანეთისას ვერ ვიგებთ. ჩემი ეგ ფრაზა ამ სიტყვებს მოვაყოლე:
"შეუცნობელია გზები უფლისანით" აბსოლიტურად ყველაფრის გამართლება შეიძლება."
ამას მე მოვაყოლე სიტყვები: არ სჭირდება გამართლება, რადგან გასამართლებელი არაფერია.... ეს არის აქ მთავარი ფრაზა, რომელზეც საჭიროა ყურადღების გამახვილება. ანუ, ვითომდა მე ვამართლებდი ღმერთის უმოქმედობას უკრაინისა თუ სხვა მსოფლიო უსამართლობების საქმეებში. მე კი ვამბობ, რომ ღმერთი იმაზე მაღლა დგას, რომ ვისაუბროთ მის როლზე რომელიმე კონფლიქტის ან ბუნებრივი კატაკლიზმების საკითხში. ამიტომაც არაფერი აქვს მას გასამართლებელი. ეს უნდა მივიღოთ, ისე, როგორც არის.
რასაც რატომღაც მოჰყვა სრულიად გაუაზრებელი და უადგილო "ბეე"....
ანუ, კიდევ განვმეორდები, მე არანაირად არ ვგულისხმობ ჩემს სიტყვებში იმას, რომ არ უნდა გაგვაჩნდეს კრიტიკული აზროვნება, პირიქით, ჩვენ ვართ მოაზროვნე არსებები და ვალდებულები ვართ ჩავეძიოთ, შევისწავლოთ, ვუკირკიტოთ და ამოვიცნოთ ის, რაც ჩვენს სულიერ განვითარებას შეუწყობს ხელს, მაგრამ არის ისეთი რაღაცეები, რაც უბრალოდ უნდა მივიღოთ, მაგალითად ისეთი რამ როგორებიცაა ბუნებრივი კატაკლიზმები, რომელიც ღვთის დაშვებით კი ხდება, მაგრამ მის ბრალეულობაზე საუბარი უბრალოდ უაზრობაა.