#62432144 · 12 Jan 2026, 19:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადამიანები განვითარების სხვადასხვა დონეზე არიან, ამიტომ ერთი და იგივე საკითხს ყველა თავისი პროექციით აღიქვამს (არაობიექტური აღქმა) ძალიან იოლად მიაწერენ სხვა ადამიანს აბსურდულ იარლიყს, აი ამიტომ რეალობის აღქმა არ გამოდის, ყველა თავისი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე რეაგირებს (ჩაწერილი პროგრამები) რაც ავტომატურად გამორიცხავს აქ და ახლა რეალურ მომენტში ყოფნას, ასევე ტვინი ავტომატურად იწყებს ადამიანების ამა თუ იმ "კატეგორიაში" ჩასმას და ა.შ ნებისმიერ ფორუმზე, ჯგუფში ონლაინ თუ პირადი ურთიერთობები ყველგან ერთი სურათი: არავინ არ აღიქვამს იმ მომენტში რა ხდება. ჯერჯერობით რაც ინფორმაცია მომიძიებია აქ და ახლა ყოფნაში + რეალური მუშა არის გურჯიევი, ჯერჯერობით პირველი ადგილი მას, მისი ერთერთი ჩემთვის საყვარელი რჩევაც მინდა აქ დავწერო როგორაც გავიხსენებ: "არ უღალატო საკუთარ თავს, თუ თქვი რომ დღეიდან ამას გავაკეთებ, "გააკეთე ეს" არ გადადო, არ გადაიფიქრო, ასე ნელ-ნელა მოახდენ შენს თავში მეს კრისტალიზაციას, რომ ნელ-ნელა მას გადასცე ხელმწიფება."
|