#62213242 · 10 Aug 2025, 20:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი. |
ეს სიტყვები განსაკუთრებულია ჩემთვის, არცერთი სიტყვა ლოცვის დაროს არ უნდა წარმოსთქვა მექანიკურად, არამედ გააზრებულად, არაა აუციებელი მოსწრება და ჩავამთავრე და ჩამეთვალა და "ამოკითხვა" არამედ ნელი ლოცვა დაფიქრებული, დილის ლოცვებს ბუნებრივია ყველაზე ხშირად ვკითხულობ, გონიერი ლოცვა, მერე გულით შეიძლება მოვიდეს, შენს ხელში არაა, მაგრამ გონება ხომ შენს ხელშია?
აუცილებელია მთელი ყურადღებით, სხვა რამეზე არ ფიქრი, თუნდაც 5 წუთი ოღონდ ხარისხიანად,
გულმხურვალე ლოცვას ერთი ნაკლი აქვს თეატრალურობაში არ გადაიზარდოს მაშინაც კი როცა მარტო ხარ,
და მდუმარება,
მესმის რომ ლოცვა უფალთან საუბარია, მაგრამ ამ ეტაპზე ლოცვა ჩემთვის გარკვევის საშუალებაა, გავერკვიო რა უნდოდა ლოცვის შემოქმედს და ვის მივმართავ და რა თხოვნით, გასაკვირია ხო? თითქოს ყველაფერი ნათელია, კი ამბობენ საკუთრი სიტყვებითაც შეიძლებაო, მაგრამ მე მაინც მამების ლოცვა მირჩევნია, მათ უფრო ვენდობი ვიდრე საკუთარ თავს, თუმცა მერე შეიძლება ამოკრიფო და ერთგვარი კრებული გაააკეთო,
რა თქმა უნდა ავადმყოფობის დროს ან გაჭირვების დროს ლოცვას სულ სხვა დატვირტვა აქვს, მაგრამ აი როცა სერიოზული პრობლემები არა გაქვს და მაშინ მიმართავ უფალს ეს ეტაპიც საკმაოდ საინტერესოა, თუკი ეს ყოლედღიურად ხდება
"დღე არ ჩავაგდე" არა იმიტომ რომ გეგმა გაქვს შესასრულებელი არამედ იმის გააზრება რომ შენ ეს გჭირდება
This post has been edited by tengo9786 on 10 Aug 2025, 20:21
--------------------
ფიზიკური ვარჯიში ჩაანაცვლეს ფეხბურთის ყურებით , სიმამაცე -ისტერიით, სექსი- პორნოგრაფიით, პატრიოტიზმი-რუსოფობიით, რისხვა-წარმოსახვითი სადიზმით, განათლება-ზედაპირული ინფორმაციით, თავისუფლება-უდისციპლინობით
|