#59970148 · 3 Jan 2023, 10:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Otherguylb
QUOTE | ქრისტიანული თუ "ქრისტიანული"? ბორდელში დადის ან გულაობს ქრისტიანთა 95% და რანაირი ქრისტიანულია?
სასულიერო პირებსაც ჰკიდიათ ფეხებზე ვინ როგორ ცხოვრობს, მთავარია 200 ლარი მისცე. |
შენ ხომ ნაკითხი ხარ? ხოდა, რომელი ეპოქაში ან რომელ ქვეყანაში იყო განსხვავებული მდგომარეობა? მოციქულთა წერილებში, იოანე ოქროპირის წმინდა წერილის განმარტებებში, პატერიკებში და ა.შ. და ა.შ. უხვად არის ამის მაგალითები. ევერგეტინოსი, იოანე მოსხის სულიერი მდელო, სვიმონ სალოსის ცხოვრება - წაიკითხე თუ წაკითხული არა გაქვს და დაინახავ, რომ არაფრით არ განსხვავდება იმდროინდელი საზოგადოება და მღვდელთმსახურები (და ბერები, რომელნიც მრავლად ეცემოდნენ სიძვის ცოდვაში) დღევანდელისაგან. ჩვეულებრივი ამბავია ეს. ქრსიტე ღმერთმა თქვა, "არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად." ანგელოზები რომ ვიყვეთ, მაშინ აღარ დაგვჭირდებოდა ღმერთი. მოკლედ, განსაკუთრებულ ეპოქაში არ ვიმყოფებით ამ მხრივ.
QUOTE | იცი ფრაზა "ჩვენი ძველი კაცი ჯვარს ეცვა" რას ნიშნავს პავლე მოციქულის წერილიდან. არ დავაკონკრეტებ... |
რას ნიშნავს?
--------------------
ცოტა გავიშალოთ, უფრო ბევრი გამოვჩნდებით
|