მაგას ჩემო კარგო ძალიან მარტივი ახნა აქვს.
აი წარმოდგინე, ნახულობ სადღაც ჩონჩხს. უფრო სწორად ჩონჩხის რაღაც ნაწილს. როგორ უნდა მოახდინო მისი იდენტიფიცირება?
პატარა ნიუანსებს უბრალოდ ვერც განასხვავებ, რადგან სახეობის შიგნითაც არსებობს განსხვავებები. ბოლოს და ბოლოს არც ადამიანები არიან ერთნაირი. ზოგი მაღალია, ზოგი დაბალი. ზოგს დიდი ცხვირი აქვს, ზოგი მსუქანია. ხვდები ხო?
სახეობებს შორის განსხვავების იდენტიფიცირებისთვის საკმაოდ სერიოზული არგუმენტაციაა საჭირო. ახლა ისიც გაითვალისწინე, რომ ყოველ დღე კი არ ნახულობენ ასეთ ძვლებს. ანუ, განვითარების ხაზისთვის თვალის გადევნება უბრალოდ იმის გამო რთულდება, რომ საკმარისი დაფინანსება არ არსებობს და ტექნიკური სირთულეებიცაა. ელემეტარულად გამართლებაც საჭიროა.
და ბოლოს. სახეობები არის პირობითი კლასიფიკაცია. კაცმა არ იცის როდის მთავრდება ერთი სახეობა და როდის იწყება მეორე. ითვლება, რომ თუ ესა თუ ის არსება. იმდენად გამსხვავებულია, რომ მათი შეჯვარება შეუძლებელი ხდება, ესე იგი სხვადასხვა სახეობას განეკუთვნებიან.
მაგრამ როგორ გინდა ერთის კუდუსუნის ძვალი და მეორეს ქვედა ყბა შეაჯვარო?