#62726484 · 18 Sep 2026, 16:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (SaulGoodman @ 23 Oct 2023, 14:39 ) | თქვენი აზრით ეს სამყარო სამოთხეა თუ ჯოჯოხეთი?
ჩემი აზრით ზოგისთვის სამოთხეა ვინც კარგად ცხოვრობს და მილიონერია, ზოგისთვის კი ჯოჯოხეთი ვინც ბომჟია ან პურის ფული არ აქვს
თქვენს რას ფიქრობთ? |
SaulGoodman
ვისაც ფული აქვს, მისთვის სამოთხეა, ვისაც არა, მისთვის ჯოჯოხეთი. ასე იყო ძველითგან და ასე იქნება სულ. განსხვავება ისაა რომ მორწმუნეებს დააჯერეს ზღაპრები, ოდესღაც, შორეულ მომავალში სამოთხეში ინავარდებენ ღმერთთან, ცუდები კი ჯოჯოხეთში წავლენ და გაიტანჯებიანო. დაიჯერეს და მაგ იმედით ცხოვრობენ, ბერდებიან და კვდებიან. მათი სახელები არავის ახსოვს. დროის ფუჭი ფლანგვაა რელიგიურობა. ღმერთი რომ არსებობდეს, დედამიწაზე საუკეთესო პირობები იქნებოდა და ყველა ბედნიერი და ჯანმრთელი იქნებოდა. უაზორ დაპირებების ვისაც სჯერა, ისიც ისევე მიდის მარილზე როგორც სხვები. ამიტომ სანამ ცოცხალი ხარ, იცხოვრე იმ ცხოვრებით რაც გაბედნიერებს. მთავარია სხვის უბედურებაზე არ აიწყო შენი ბედნიერება რადგან ეგ უკვე არასამართლიანია. დანარჩენი ყველაფერი იგივე ხდება ცხოვრებაში, რაც ადრე იყო, ის მეორდება. არაფერი იცვლება. ადამიანები მოდიან და მიდიან გაცრუებული იმედებით. იცხოვრე რა გემრიელად, რას იზღუდავ თავს არაფრის მომცემი რელიგიური რიტუალებით.
--------------------
"ეს ანგელოზი თავად ლოგოსია (განკაცებამდე ძე ღვთისა)”(adelasa) "ევოლუციის თეორია არანაირად არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ თეოლოგიას".(დათიკო) 'მართლმადიდებლობა გთავაზობს გახდე ღმერთი' (giorgi89) 'სულიც მატერიალურია ღმერთთან შედარებით'. (K. Logos)
|