#62656167 · 10 Jul 2026, 18:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"წმიდა, ნეტარი, ღვთისგან კურთხეული ღამე ჩამოწვა ბეთლემის თავზე, ნეტარი ბეთლემისა. ღამე იყო, თითქოსდა, ყველა სხვა ღამის მსგავსი: მშვიდი ძილით ეძინა ბეთლემის ყველა მცხოვრებს და მთელ სიმრავლეს ხალხისა, რომელიც აქ აღწერისთვის ჩამოსულიყო.
თვლემდნენ ბეთლემელი მწყემსები თავიანთ მძინარე ფარასთან ახლოს: ცაზე ვარსკვლავები მკრთალი ნათლით ციმციმებდნენ, - ისე, როგორც ყოველთვის, თუმცა ასეთი ღამე არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება სამყაროს შექმნიდან, რამეთუ ამ ღამეს, მღვიმეში, პირუტყვის ბაკში, ყოვლადუბიწო ქალწულმა მარიამმა გვიშვა მარადიული სიტყვა, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე"
/წმიდა ლუკა (ვოინო-იასენეცკი)/
|