Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(10)
« პირველი
...
8
9
[10]
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ათეიზიდან თეიზმამდე და პირიქით
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
კვარკი
The Sky is Empty
ჯგუფი: Registered
კვარკი
The Sky is Empty
ჯგუფი: Registered
წერილები: 461
წევრი No.: 258249
რეგისტრ.: 8-August 20
#62428145
· 9 Jan 2026, 18:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(dinamosfan @ 8 Jan 2026, 17:11 )
არანაირად არ არის დიდი აფეთქების თეირიის დანიშნულება ეგ.
მეცნიერული განმარტებით ეგ არის მისი დანიშნულება:
https://www.uwa.edu.au/study/-/media/Facult...he-Big-Bang.pdf
ყველა თეორიას გააჩნია თავისი დანიშნულება და მოქმედების არეალი.
QUOTE
სინგულარობის წერტილია მაგ თეორიის დასაბამი სხვა რაზეც მსჯელობა განვითარდებოდა არ არსებობს
თანამედროვე ფიზიკა მიდის დიდი აფეთქების შემდგომ პლანკის დრომდე. ანუ დიდი აფეთქების მომენტიდან პლანკის დრო (10^-43 წმ) რომ გავიდა, მაგის შემდეგ შეგვიძლია ფიზიკის კანონები მივუსადაგოთ სამყაროს. დიდ აფეთქებას და პლანკის დროს შორის რა ხდებოდა, მაგას თანამედროვე თეორიები ვერ ხსნის და საჭიროა უფრო სრულყოფილი თეორია, რომელიც კვანტური მექანიკის და ფარდობითობის თეორიის განზოგადება იქნება. ისევე როგორც ზოგადი ფარდობითობა იყო ნიუტონის გრავიტაციის განზოგადება.
სინგულარობის გარდა არსებობს პულსირებადი სამყაროს, უსასრულო ინფლაციის და სხვა მოდელები.
QUOTE
ამას ვამბობ ზუსტად რომ არ გვაქვს საკმარისი ინტელექტუალური განვითარება რაიმე ვიცოდეთ გარდა არსებულისა რაც ვიცით
დაშვების დონეზე შეიძლება დავუშვათ ძალიან ბევრი მიმართულება
ინტელექტუალური განვითარება თავისით არ მოვა. 1945 წელს მსოფლიოში რამდენ ადამიანს ჰქონდა ბირთვული სინთეზის შესაბამისი ინტელექტი? ან 1905 წელს ფარდობითობის თეორიის შესაბამისი ინტელექტი?
მეცნიერება მასე ვითარდება, ეჭიდები მიუწვდომელს და ოდესმე ვიღაც გარღვევას შეძლებს
QUOTE
დედამიწელები არ ვართ , ანუ გადმოვსახლდით სასიცოცხლო თვისებების პლანეტაზე
??? საიდან გადმოვსახლდით?
QUOTE
თუნდაც ათეიზმში სინგულარობის წერტილიც რწმენაა . არავის უნახავს
ნახვა არ არის საჭირო, მათემატიკურ გამოთვლას მიჰყავხარ მაქამდე.
ნეპტუნის არსებობა მათემატიკურად დადგინდა მისი გრავიტაციული ეფექტის საშუალებით და 50 წლის შემდეგ აღმოაჩინეს ტელესკოპით
ანალოგიურად კოიპერის სარტყელი, ოორტის ღრუბელი, ნეიტრონული ვარსკვლავები, შავი ხვრელები და ა.შ.
მეცნიერების უნიკალურობა სწორედ ეგ არის, რაღაცის აღმოჩენა და შესწავლა ადგილზე მისვლის გარეშე შეგიძლია
QUOTE
თუმცა ყოველთვის იარსებებს კითხვა , რამ შექმა სინგულარობის წერტილი ანუ არაფერი? ან რატომ აფეთქდა ? ეს რაც არ უნდა თეორიით ახსნა სულ იარსებებს კითხვა რამ წარმოშვა გაზი,გრავიტაცია,მატერია, პროტონების დონემდე დავა კითხვები
ნაწილაკების წამოქმნას შესაბამისი დარგი სწავლობს, ასტრონაწილაკების ფიზიკა ჰქვია.
პროტონები და ნეიტრონები რომ უფრო მცირე ნაწილაკებისგან შედგებიან, ეს დიდი ხანია ცნობილია.
პირველი მატერიის წარმოქმნას დიდი აფეთქების ნუკლეოსინთეზი შეისწავლის.
რასაც ეს თეორიები წინასწარმეტყველებენ პირველადი მატერიის ფორმირებაზე, ზუსტად ემთხვევა იმას, რასაც ვხედავთ კოსმოსურ მიკროტალღოვან ფონში, სამყაროს მასშტაბით მსუბუქი ელემენტების გავრცელებაში და ა.შ.
--------------------
Sapiens dominabitur astris
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dinamosfan
michael sandel !!!
ჯგუფი: Members
dinamosfan
michael sandel !!!
ჯგუფი: Members
წერილები: 15063
წევრი No.: 128408
რეგისტრ.: 7-March 11
#62428364
· 9 Jan 2026, 21:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კვარკი
უნივერსის ადრეული განვითარების თეორია მხოლოდ გაფართოვებას არ მოიცავს თქო ეგ დავწერე არც აქ წერია ეგ ნუ თავისთავად იგულისხმება
მოიცავს სინგულარობის წერტილს, მის რეალურ გარემოს. არ არსებობს ფორმულა რაც საწყისს ადასტურებს ნუ ჯერჯერობით
თავად პლანკის დროც ფაქტორია უკვე იმისა რასაც ვამბობ. დანარჩენი თეორიაა და დაშვება
ისე თუ გიფიქრია რატომ ითვლება სინგულარობის წერტილი საწყისად?
ნუ ეხლა ფრიდმანის განტოლება და სხვა ადრეული აღმოჩენები რა დროიდან ადასტურებს ლოგიკას თავადაც გაქვთ აღნიშნული
მოდი პარალელი გავავლოთ რელიგიასთან რისთვისაც გავშალე ეს თემა
ღმერთი- სინგულარობის წერტილი
ქრისტე - ცოდნა რომელიც საუბრობს ღმერთზე უბრალოდ არ აქვს შასაძლებლობა ეს რეალურად(ფაქტობრივად) ახსნას (თუმცა ახდენს რაღაცა სასწაულებს რაც მის განვითარებულ ლოგიკას ამყარებს ისევე როგორც მეცნიერებაში ფორმულები) და ბიბლია ის თეორიაა რაზეც ვითარდება რელიგია როგორც მეცნიერებაში ასტროფიზიკა
იმედია მეტ ნაკლებად გასაგებად ავხსენი რისი თქმა მინდა ))
QUOTE
პულსირებადი სამყაროს, უსასრულო ინფლაციის და სხვა მოდელები
კი ბატონო ესეც მოცემულობის დონეზე რომელსაც გარკვეული ფიზიკური ჩარჩო აქვს თუმცა ვერ ხსნის საწყისს, ვერ ადასტურებს მთავარს
QUOTE
??? საიდან გადმოვსახლდით?
თუნდაც ჩვენი გალაქტიკის იმ 10% იანი სასიცოცხლო ზონის რომელიმე სისტემიდან რატომ არ უშვებთ ამას? )
QUOTE
1945 წელს მსოფლიოში რამდენ ადამიანს ჰქონდა ბირთვული სინთეზის შესაბამისი ინტელექტი? ან 1905 წელს ფარდობითობის თეორიის შესაბამისი ინტელექტი?
მეცნიერება მასე ვითარდება, ეჭიდები მიუწვდომელს და ოდესმე ვიღაც გარღვევას შეძლებს
QUOTE
ცხადია ორი ხელით მივესალმები განვითარებას თუმცა თქვენს მიერ მოყვანილი არგუმენტები არის ჭიანჭველის ნაბიჯით პროგრესი
ასი გალაქტიკის სასიცოცხლო დრო არ გვეყოფა არათუ პლანეტის ამ ნაბიჯებით თუ ვიარეთ
QUOTE
ნეპტუნის არსებობა მათემატიკურად დადგინდა მისი გრავიტაციული ეფექტის საშუალებით და 50 წლის შემდეგ აღმოაჩინეს ტელესკოპით
ანალოგიურად კოიპერის სარტყელი, ოორტის ღრუბელი, ნეიტრონული ვარსკვლავები, შავი ხვრელები და ა.შ.
მეცნიერების უნიკალურობა სწორედ ეგ არის, რაღაცის აღმოჩენა და შესწავლა ადგილზე მისვლის გარეშე შეგიძლია
ამაზე ერთი პასუხი მაქვს
არის რაღაცა მაგალითად გრავიტაცია,რომელიც მეტ ნაკლებად შესწავლის შემთხვევაში ობიექტზე ახდენს ლოგიკურ გავლენას და თუ მის შესახებ გსმენია შეგიძლია ლოგიკური განვითარება დაუშვა ადგილზე მისვლის გარეშეც რა შესაძლო გავლენა შეიძლება ჰქონდეს თუმცა ეს არგუმენტი დაახლოვებით თანამედროვე ტელესკოპის ოპტიკისა და ე.წ საზღვაო ტელესკოპის შესაძლებლობების აპგრეიდი რომ შეადარო ეგ პროგრესია ანუ მარტივი მოცემულობაა რთულ,ურთულეს და ამოუხსნელებს შორის
მოდი ეხლა შავი ხვრელის ეფექტი განვიხილოთ რომელიც ზუსტად მაგ მოცემულობით ვიცით
ჩვენ ჩაგვიტარებია ცდა სადაც იმ სიძლიერის გრავიტაციას ჩამოვაყალიბებდით ვაკუუმში ობიექტს პროტონულ დონეზე დაშლიდა და მტვრად აქცევდა? არა
ეს ვიცით თეორიულ დონეზე და ვუსადაგებთ ბიზიკის ლოგიკას რომელიც ჯდება, უშვებ რომ შესაძლოა კიდევ იყოს ფაქტორები რომლებიც არ ვიცით და მხოლოდ ეს გვგონია შავი ხვრელის მუშაობის საწვავი?
იგივე დიდი მიმზიდველი- ანომალიაა მოდი მივუსადაგოთ აბა რაიმე ლოგიკა
სიცარიელე?- ანომალიაა რომელიც არ ვიცით რამ განაპირობა და აშკარად მაგ სიცარიელის გამომწვევი შავი ხვრელი არ არის (კოსმოსურ სიცარიელეს ვგულისხმობ და არა სივრცის.ადგილს სადაც ვარსკვლავები და გალაქტიები არ არის
ანუ ჩვენს მწირ ინფორმაციულ არეალში საკმაოდ მაღალი პროცენტულობითაა ანომალიები ჯერ რაც აღმოვაჩინეთ
შეიძლება გაცილებით ბევრი იყოს თუმცა ეს მოცემულობაც არ ამტკიცებს იმას რომ ჩვენ რაიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გაგვაჩნია სამყაროს წარმოშობის უტყუარ ან შედარებით სწორ გზაზე ვიმსჯელოთ
--------------------
JAZZ IS LIFE
,,ბედნი -ერი''-ს მოქალაქე
,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს.თავისუფლების ძებნაში მკვდარი''!!!
მე უკვე დავეხმარე ჰერმიონას ბოზის ფულით თავში სისხლი რომ ასხამდა ამიტომაც საერთოდ არაფერზე ვღელავ.@lovelock
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#62429359
· 10 Jan 2026, 20:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კვარკი
QUOTE
აფეთქებამდე არ ვიცით რა იყო.
ის ხომ დანამდვილებით ვიცით რომ დიდ აფეთქებამდე დრო, სივრცე და მატერია არ არსებობდა?
--------------------
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება
***
სადაც სიტყვა 'ყველას' წააწყდები პირდაპირი გაგებით კი ნუ იგეფ რო ყველა იგულისხმება. (c) დაისი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Irakly
Older
ჯგუფი: Members
Irakly
Older
ჯგუფი: Members
წერილები: 3609
წევრი No.: 5873
რეგისტრ.: 4-August 04
#62429363
· 10 Jan 2026, 20:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(lasha kakauridze @ 10 Jan 2026, 20:51 )
კვარკი
QUOTE
აფეთქებამდე არ ვიცით რა იყო.
ის ხომ დანამდვილებით ვიცით რომ დიდ აფეთქებამდე დრო, სივრცე და მატერია არ არსებობდა?
არავინ არ იცის რა მოხდა. მკითხაობენ უბრალოდ.
--------------------
Older
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#62429374
· 10 Jan 2026, 21:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Irakly
QUOTE
არავინ არ იცის რა მოხდა. მკითხაობენ უბრალოდ.
ლოგიკურად ეგრეა თუ მეცნიერები ამბობენ რომ დიდი აფეთქებით დაიწყო დრო სივრცემ და მატერიამ არსებობა მაშინ გამოდის რომ მანამდე არ არსებობდა დრო სივრცე და მატერია
ორი სიმართლე ვერ იქნება ....
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Irakly
Older
ჯგუფი: Members
Irakly
Older
ჯგუფი: Members
წერილები: 3609
წევრი No.: 5873
რეგისტრ.: 4-August 04
#62429377
· 10 Jan 2026, 21:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(lasha kakauridze @ 10 Jan 2026, 21:06 )
ლოგიკურად ეგრეა თუ მეცნიერები ამბობენ რომ დიდი აფეთქებით დაიწყო დრო სივრცემ და მატერიამ არსებობა მაშინ გამოდის რომ მანამდე არ არსებობდა დრო სივრცე და მატერია
ორი სიმართლე ვერ იქნება ....
ადრე იძახდნენ მაგას. დიდი აფეთქება მოხდაო. ეხლა კვანტური ფიზიკა წინ წავიდა და მრავალ-განზომილებიან სამყაროს აწვებიან მოწინავე ფიზიკოსები. (თეორიტიკოსები).
This post has been edited by
Irakly
on 10 Jan 2026, 21:12
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#62429391
· 10 Jan 2026, 21:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Irakly
QUOTE
ადრე იძახდნენ მაგას. დიდი აფეთქება მოხდაო. ეხლა კვანტური ფიზიკა წინ წავიდა და მრავალ-განზომილებიან სამყაროს აწვებიან მოწინავე ფიზიკოსები. (თეორიტიკოსები).
გასაგებია მაგრამ ეს თეორია არ შემოწმებულა, არ დაუდასტურებიათ და არანაირი საბაბი არ აქვთ ასე იფიქრონ ....ეს გავს ოღონდ ღმერთი არა და თუ გინდა მფრინავი სპაგეტი იყოს .....
ეს მეციერება აღარ გამოდის თუ არ არსებობს შემოწმება, ან რაიმე კანონი რომ ჰიპოთეზის დონეზე მაინც ვიფიქროთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Irakly
Older
ჯგუფი: Members
Irakly
Older
ჯგუფი: Members
წერილები: 3609
წევრი No.: 5873
რეგისტრ.: 4-August 04
#62429398
· 10 Jan 2026, 21:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(lasha kakauridze @ 10 Jan 2026, 21:20 )
Irakly
QUOTE
ადრე იძახდნენ მაგას. დიდი აფეთქება მოხდაო. ეხლა კვანტური ფიზიკა წინ წავიდა და მრავალ-განზომილებიან სამყაროს აწვებიან მოწინავე ფიზიკოსები. (თეორიტიკოსები).
გასაგებია მაგრამ ეს თეორია არ შემოწმებულა, არ დაუდასტურებიათ და არანაირი საბაბი არ აქვთ ასე იფიქრონ ....ეს გავს ოღონდ ღმერთი არა და თუ გინდა მფრინავი სპაგეტი იყოს .....
ეს მეციერება აღარ გამოდის თუ არ არსებობს შემოწმება, ან რაიმე კანონი რომ ჰიპოთეზის დონეზე მაინც ვიფიქროთ
აჰა. თეორია just თეორიაა. ან გამართლდება და ანდაც არა.
მეცნიერება ეფუძნება სიზუსტეებს. ღმერთი და სარწმუნოება არ არის მაგათი პროფესია. ადამიანურად (ლოგიკურად) მსჯელობენ და ეფუძვნებიან ფაქტებს რაც დასტურდება.
This post has been edited by
Irakly
on 10 Jan 2026, 21:25
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#62429414
· 10 Jan 2026, 21:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Irakly
QUOTE
მეცნიერება ეფუძნება სიზუსტეებს. ღმერთი და სარწმუნოება არ არის მაგათი პროფესია. ადამიანურად (ლოგიკურად) მსჯელობენ და ეფუძვნებიან ფაქტებს რაც დასტურება.
პარალელური სამყაროროების ჰიპოთეზის დონეზეც იგივეა რაც ღმერთის არსებობის განხილვა ....ამის თქმა მსურს .....თუ მათი სფერო არ არის ღმერთი მაშინ იგივე უნდა ითქვას პარალელურ სამყაროებზე .....მართლა არ მესმის ვინც მულტისამყაროების თეორიაზე მუშაობს და არაფერი არ აქვს ხელთ ამის სათქმელად .....ეს ხომ უკვე მეცნიერება აღარ გამოდის?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Irakly
Older
ჯგუფი: Members
Irakly
Older
ჯგუფი: Members
წერილები: 3609
წევრი No.: 5873
რეგისტრ.: 4-August 04
#62429424
· 10 Jan 2026, 21:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(lasha kakauridze @ 10 Jan 2026, 21:32 )
პარალელური სამყაროროების ჰიპოთეზის დონეზეც იგივეა რაც ღმერთის არსებობის განხილვა ....ამის თქმა მსურს .....თუ მათი სფერო არ არის ღმერთი მაშინ იგივე უნდა ითქვას პარალელურ სამყაროებზე .....მართლა არ მესმის ვინც მულტისამყაროების თეორიაზე მუშაობს და არაფერი არ აქვს ხელთ ამის სათქმელად .....ეს ხომ უკვე მეცნიერება აღარ გამოდის?
აბა მე რა დაგიწერე მანამდე? (მკითხაობენ). ღმერთს არ აღიარებენ. ვერ ხედავენ და მაგიტომ
P.S. ამ მუსიკალურ კლიპს უყურე:
https://www.youtube.com/watch?v=cvfoyXfcwVU...EZkZYYxyZFyQCCb
წარმოიდგინე ის პირველყოფილი კაცი მეცნიერია. დანარჩენს შენ თვითონ მიხვდები.
This post has been edited by
Irakly
on 11 Jan 2026, 00:29
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ZAZAi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ZAZAi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 12609
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07
#62449392
· 26 Jan 2026, 17:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რა გეშველებოდათ მორწმუნეებს, ათეისტები რომ არა გყავდნენ? თუ ვიღაცის სისულელეზე ამბობ, რომ ტყუილია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენი სისულელეა მართალი.
დგახართ და გვიმტკიცებთ ვისი ტყუილი უფრო მართალია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dinamosfan
michael sandel !!!
ჯგუფი: Members
dinamosfan
michael sandel !!!
ჯგუფი: Members
წერილები: 15063
წევრი No.: 128408
რეგისტრ.: 7-March 11
#62449441
· 26 Jan 2026, 17:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ZAZAi
QUOTE
რა გეშველებოდათ მორწმუნეებს, ათეისტები რომ არა გყავდნენ? თუ ვიღაცის სისულელეზე ამბობ, რომ ტყუილია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენი სისულელეა მართალი.
გნოსტიკებზე რას ფიქრობ ეგეც დაგეწერა ))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ZAZAi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ZAZAi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 12609
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07
#62449620
· 26 Jan 2026, 20:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
dinamosfan
QUOTE
გნოსტიკებზე რას ფიქრობ ეგეც დაგეწერა ))
გნოსტიკებს აქვთ ერთი დადებითი მომენტი: ისინი თვლიან, რომ ძველი აღქმის იახვე ღმერთი და ქრისტეს მამა ერთი და იგივე არაა.
ასევე კიდიათ ქრისტეს წარმოშობა და მისი სასტაულები, მათთვის მთავარია რა თქვა ქრისტემ. ვინაიდან სწრაფად გაანადგურეს გნოსტიკოსები, მათ ვერ მოასწრეს სული მიეყიდათ რომის იმპერიისთვის. ან იმიტომ გაანადგურეს, რომ არ მიყიდეს სული რომის იმპერიას. ღღევანდელი ქრისტიანები კი ნიკეას კრებაზე სულგაყიდული ეპისკოპოსების შთამომავლები არიან, უკლებლივ ყველა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
კვარკი
The Sky is Empty
ჯგუფი: Registered
კვარკი
The Sky is Empty
ჯგუფი: Registered
წერილები: 461
წევრი No.: 258249
რეგისტრ.: 8-August 20
#62464491
· 8 Feb 2026, 17:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
dinamosfan
QUOTE
ისე თუ გიფიქრია რატომ ითვლება სინგულარობის წერტილი საწყისად?
გამოთვლებს მაქამდე მივყავართ, მაგაზე უფრო შორს წასასვლელად თანამედროვე ფიზიკა არ არის საკმარისი
QUOTE
ღმერთი- სინგულარობის წერტილი
ეს რანაირად? ღმერთმა დაიწყო გაფართოება?
QUOTE
თუნდაც ჩვენი გალაქტიკის იმ 10% იანი სასიცოცხლო ზონის რომელიმე სისტემიდან რატომ არ უშვებთ ამას?
მაგხელა მანძილიდან მაქსიმუმ დნმ-ის საშენი ბლოკები მოსულიყო აქამდე გაყინული სახით მეტეორის ან ასტეროიდის მიერ.
სხვაგან არსებული ცივილიზაცია რომ დედამიწაზე გადმოსახლებულიყო, ზედმეტად ბევრი რამ უნდა დაუშვა ადამიანმა - დედამიწის მიღმა სიცოცხლისთვის იდეალური პირობები, ამ პირობებში გონიერი არსების განვითარება, ეს გონიერი არსება ადამიანს ჰგავდა, შემდეგ ამ გონიერმა არსებამ იმდენ ხანს იარსება, რომ სინათლის სიჩქარით მოგზაურობა ან ტელეპორტაცია განავითარა და გალაქტიკას მოედო.
ჰომო საპიენსი 300 ათასი წელია არსებობს და მაქსიმუმ მზის სისტემის პლანეტაზე ან თანამგზავრზე გაფრინდეს. გალაქტიკაში მოგზაურობამდე მიღწევას მილიონობით წელი ჭირდება. მილიონობით წელში უამრავმა რამემ შეიძლება პლანეტა გაანადგუროს, როგორიცაა გამა სხივების დიდი ნაკადი, ახლომდებარე ვარსკვლავის აფეთქება, მოხეტიალე პლანეტის დაჯახება, ასტეროიდების წვიმა და ა.შ.
QUOTE
ცხადია ორი ხელით მივესალმები განვითარებას თუმცა თქვენს მიერ მოყვანილი არგუმენტები არის ჭიანჭველის ნაბიჯით პროგრესი
ჭიანჭველის ნაბიჯით პროგრესი იყო სამრეწველო რევოლუციამდე.
ათასობით წლის მანძილზე მთავარი ტრანსპორტი ცხენი და ეტლი იყო. შემდეგ მე-18 საუკუნიდან ჯერ ორთქლის მატარებელი შეიქმნა, შემდეგ ავტომობილები, შემდეგ თვითმფრინავები და რაკეტები. ეს ყველაფერი 200 წელში მოხდა.
ძმები რაიტების გაფრენიდან მთვარეზე დაჯდომამდე სულ რაღაც 66 წელი იყო. მილიონობით ადამიანი ამ ორივე მოვლენას მოესწრო, როცა ათასობით თაობამ ისე იცხოვრა, ცხენზე უკეთესი გადაადგილების საშუალება თუ იარსებებდა, ვერც წარმოედგინათ.
QUOTE
რის რაღაცა მაგალითად გრავიტაცია,რომელიც მეტ ნაკლებად შესწავლის შემთხვევაში ობიექტზე ახდენს ლოგიკურ გავლენას და თუ მის შესახებ გსმენია შეგიძლია ლოგიკური განვითარება დაუშვა ადგილზე მისვლის გარეშეც რა შესაძლო გავლენა შეიძლება ჰქონდეს თუმცა ეს არგუმენტი დაახლოვებით თანამედროვე ტელესკოპის ოპტიკისა და ე.წ საზღვაო ტელესკოპის შესაძლებლობების აპგრეიდი რომ შეადარო ეგ პროგრესია ანუ მარტივი მოცემულობაა რთულ,ურთულეს და ამოუხსნელებს შორის
მოდი ეხლა შავი ხვრელის ეფექტი განვიხილოთ რომელიც ზუსტად მაგ მოცემულობით ვიცით
ჩვენ ჩაგვიტარებია ცდა სადაც იმ სიძლიერის გრავიტაციას ჩამოვაყალიბებდით ვაკუუმში ობიექტს პროტონულ დონეზე დაშლიდა და მტვრად აქცევდა? არა
ეს ვიცით თეორიულ დონეზე და ვუსადაგებთ ბიზიკის ლოგიკას რომელიც ჯდება, უშვებ რომ შესაძლოა კიდევ იყოს ფაქტორები რომლებიც არ ვიცით და მხოლოდ ეს გვგონია შავი ხვრელის მუშაობის საწვავი?
ბევრად მარტივად არის საქმე. შავი ხვრელის შესახებ იდეა ლოგიკურად გაჩნდა ფარდობითობის ზოგადი თეორიის გამოქვეყნების შემდეგ, კერძოდ შვარცშილდმა განავრცო აინშტაინის განტოლებები იმ შემთხვევაზე, როცა ვარსკვლავის მთელი მასა ერთ წერტილშია თავმოყრილი. აქედან შემდეგ მიიღეს დასკვნები, თუ ასეთი ობიექტი იარსებებდა, რა სახის მოვლენებს დავინახავდით. ეს მოვლენები არაერთხელ დავინახეთ - ვარსკვლავების მოძრაობა უხილავი ცენტრის გარშემო, ახლომდებარე ობიექტების გრავიტაციული ლინზირება (სინათლის გამრუდება), რენტგენული გამოსხივება შავი ხვრელის მიერ დაშლილი ვარსკვლავისგან (შავი ხვრელის აკრეციის დისკოსგან სწორედ რენტგენული გამოსხივება უნდა მოდიოდეს), აკრეციის დისკოსგან წამოსული რელატივისტური ნაკადები, რომლებიც ათასობით სინათლის წლის ზომისაა, ორი შავი ხვრელის დაჯახებით წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები (10 წლის წინ დაფიქსირდა), სინათლის წითელი წანაცვლება შავი ხვრელის ახლოს და ა.შ.
ორი სხვადასხვა შავი ხვრელის ფოტო გვაქვს და მათი ფორმაც კი ისეთია, როგორიც მაქამდე სიმულაციებით იყო აღწერილი. ამდენი რაღაც უბრალოდ დაემთხვა?
QUOTE
სიცარიელე?- ანომალიაა რომელიც არ ვიცით რამ განაპირობა და აშკარად მაგ სიცარიელის გამომწვევი შავი ხვრელი არ არის (კოსმოსურ სიცარიელეს ვგულისხმობ და არა სივრცის.ადგილს სადაც ვარსკვლავები და გალაქტიები არ არის
სიცარიელეები იმის გამო არსებობს, რომ სამყარო იდეალურად სიმეტრიული არ იყო, შესაბამისად საწყის პერიოდში მატერია ზოგან მეტი რაოდენობით კონცენტრირდა, ზოგან ნაკლები. ეს მცირე განსხვავებები დროთა მანძილზე გრავიტაციის გავლენით კიდევ უფრო გაიზარდა და მატერიის დიდ გროვებს შორის სიცარიელეები დარჩა
* * *
lasha kakauridze
QUOTE
ის ხომ დანამდვილებით ვიცით რომ დიდ აფეთქებამდე დრო, სივრცე და მატერია არ არსებობდა?
სამეცნიერო კონსენსუსი არ გვაქვს მაგაზე.
სამყაროს ციკლურ მოდელს თუ ვენდობით, სამყარო მუდმივად გადის დიდი აფეთქების და დიდი შეკუმშვის ციკლებს, შესაბამისად დიდი აფეთქება წინა სამყაროს სიკვდილის შემდგომი მოვლენა უნდა ყოფილიყო.
თუმცა სამყაროს გაფართოებას რომ ვაკვირდებით, რაც დრო გადის სულ უფრო ჩქარდება, ამიტომ ეს თეორია ნაკლებ სარწმუნო ჩანს. მუდმივად ამ ტემპით თუ გააგრძელა სამყარომ, საბოლოოდ იმ დონეზე გაფართოვდება რომ ტემპერატურა მთელ სამყაროში დაეცემა და ე.წ. დიდი გაყინვა დადგება. ტემპერატურა აბსოლუტურ ნულზე (ფიზიკის კანონებით დასაშვები მინიმუმი) დავა და ენერგიის გარდაქმნა აღარ მოხდება, შესაბამისად ინფორმაციის დამუშავება ან სიცოცხლის არსებობა ნებისმიერი ფორმით შეუძლებელი იქნება. ამიტომ ციკლურ მოდელს მხარდამჭერები ნაკლებად ჰყავს.
არსებობს მოსაზრება, რომ სამყარო თავისი ზომით უსასრულოა და დიდი აფეთქებები ლოკალური მოვლენაა. ანუ უსასრულო სამყაროს ერთი რომელიმე რეგიონი იწყებს გაფართოებას და ამ რეგიონში ვართ ჩვენ.
80-90-იანებში მულტისამყაროს იდეაც იყო პოპულარული
QUOTE
ლოგიკურად ეგრეა თუ მეცნიერები ამბობენ რომ დიდი აფეთქებით დაიწყო დრო სივრცემ და მატერიამ არსებობა მაშინ გამოდის რომ მანამდე არ არსებობდა დრო სივრცე და მატერია
დიდი აფეთქება არის ის მომენტი, სადამდეც სამყაროს გაფართოებას მივყავართ. ვაკვირდებით სამყაროს გაფართოების ტემპს, გალაქტიკების დაშორების სიჩქარეს, კოსმოსურ მიკროტალღურ ფონს, ყველაზე ადრეულ გალაქტიკებსა და ვარსკვლავებს და მივდივართ დასკვნამდე, რომ 13.8 მილიარდ წელზე ადრე სამყარო არ ფართოვდებოდა და კოსმოსური სხეულებიც არ არსებობდა. ლოგიკურად ამ დროს სამყარო უნდა ყოფილიყო უკიდურესად პატარა, რის გამოც იქნებოდა უკიდურესად ცხელი და მკვრივი.
დროს რაც შეეხება, ის არის ცვლილების საზომი, ანუ მატერიის და ენერგიის თვისებაა (აინშტაინმა მაგიტომ გააერთიანა სივრცესთან და მეოთხე განზომილებად შემოიტანა). მატერიის და ენერგიის გარეშე დროის არსებობას აზრი ეკარგება
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(10)
« პირველი
...
8
9
[10]
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0400 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.