#61436722 · 30 Jul 2024, 15:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც ბევრი სხვა ადგილი ბიბლიაში, პავლეს წერილებიც აქტიური ინტერპრეტაციების საგანია.  რასაც ის ასწავლის სხვადასხვა საკრებულოებს, გასათვალისწინებელია კონტექსტი, რომელ საკრებულოს მიმართავს, რომელი ისტორიული და კულტურული გარემოა და ა.შ. თუმცა მაშინ ქალს ზოგადად არ ჰქონდა დამოძღვრის ისეთივე უფლებები, როგორც მამაკაცს. ერი, კულტურული გარემო და ჩვეულებები იყო ასეთი. თან ეს დამოძღვრა სალოცავ სივრცეში იგულისხმება. QUOTE | ქრისტემ მაგდალინელს მიდი ქალო გამოუცხადეო ხალხს რამდენიმე "მოციქულშია" გამეორებულითუ სწორად მახსოვს ანუ ფაქტობრივად "ასწავლეო" "იქადაგეო" |
რადგან თავად ბიბლიაში არის წიგნებს შორის იერარქია ქრისტიანებისთვის, ოთხთავი უპირატესად ითვლება, რადგან ქრისტიანისთვის პირველ ადგილზე ჯერ ქრისტეს მიერ ნაქადაგები მოდის და შემდეგ პავლე, პეტრე, იოანე და ა.შ. მარიამის მაგდალელის მიმართ გამოცხადებას და მისთვის მიცემულ მითითებას ზოგი აღიქვამდა კიდეც, როგორც ქალის როლის სიმბოლურ ამაღლებას. ქალი იმ ეპოქაში არ იყო მამაკაცთან ზოგადად გათანაბრებული, მაგრამ ქრისტიანობამ მაინც სხვანაირად შეხედა ქალს. თუნდაც ირინეოს ლიონელი როგორც ადარებს ევასა და ქალწულ მარიამს: ევა როგორც დაცემული ქალური ბუნება და მარიამი, როგორც მისი გამოსწორება და ამაღლება.
ნინოს ეპოქაში სხვა ქალიც იყო, რომელსაც მოციქულთასწორს უწოდებენ: ელენე დედოფალი, კონსტანტინეს დედა. იოანე ზოსიმეს თხზულებაში ეს ორი ქალი შედარებულია ერთმანეთს: "და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან. ესე არიან ორნი დანი ვითარცა მარიამ და მართაჲ." ელენე შედარებულია მართას, რომელიც უფრო ქმედითი ქალია და მატერიალურ მხარეზე ზრუნავს, ნინო კი შედარებულია მარიამთან, რომელიც უფრო მეტად დაკავებულია სულიერი ჭვრეტით. ერთიც და მეორეც ქალია, სხვადასხვა სტატუსით, მაგრამ ორივე თავისი ინდივიდუალური ქარიზმით აღასრულებს რაღაცას, რის გამოც მათ "მოციქულთასწორს" უწოდებენ. ტაძრებში არ მოძღვრავდნენ, მაგრამ მათი საქმიანობა მეოთხე საუკუნეში ისეთივე ქადაგება იყო, როგორც პირველ საუკუნეში ქადაგებდა მარიამ მაგდალელი, როცა ლეგენდის მიხედვით ტიბერიუსს აცნობა ქრისტეს აღდგომა. ეს ტაძარში სწავლება არ არის, სხვა სტატუსის მსახურებაა.
წმინდა ნინოს ცხოვრების რეალურ გარემოებებს რას გავიგებთ დღეს, მაგრამ ტექსტიდან ჩანს, რომ თავიდან არ იყო ისეთი პატივცემული, როცა ქართლში ჩამოვიდა. მირიანის მოქცევამ ქნა თავისი საქმე, როცა უკვე მეფის მეშვეობით დაამყარა ის ახალი წესრიგი, რომელიც სურდა. ტაძარში არ მოძღვრავდა, მაგრამ ფართოდ ქადაგებდა ერში და სამღვდელოების წევრებზე მეტი ძალაუფლება ჰქონდა ფაქტობრივად.
--------------------
რევოლუცია ჭადის ჭამა არ გეგონოს. (გურულ მეამბოხეთა გამოთქმა)
|