Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(7)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
გარდაცვალება
, მოკლედ...
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Popper
Crazy Member
ჯგუფი: Members
Popper
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2142
წევრი No.: 268051
რეგისტრ.: 8-October 22
#61536997
· 13 Sep 2024, 22:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(masai11 @ 13 Sep 2024, 21:40 )
მაინც რა ვერ გაიგე? ზუსტად აღგიწერე როგორი თავისუფალი ნებაც აქვს ადამიანს. შენს "დოქტრინას" ჭირდება პასუხი ცალსახა იყოს, რომ ან აქვს ან არა აქვს ადამიანს თავისუფალი ნება, რომ მერე ხმალი იშიშვლო და - აიტ! რას ქცვია არა ქვს, ჩვენს ასე გვიწერია წინდა წერილში რომ აქვსო და შენ ურჯულა ხარო . ასე არიან ჩვენი მართმადიანებიც.
აი ზუსტად ისეთი თავისუფალი ნება აქვს ადამიანს რაც შენი დაშვებიდნა გამომდინარეობს რომ "აი ბედისწერა კი არსებობს მაგრამ ..."
ხო, აი თავისუფალი ნებაც ასეთი გვაქვს .... დიდი მაგრამებით.
აგერ სულ ახალი ამბავია, იგერ გვერდით თემაში წერენ ფაქტზე, რომ ბაბუა შვილიშვილზე ძალადობდა. სამწუხაროდ ეს არც პირველი შემხვევაა და არ უკანასკნელი იქნება. კიდე უარესები ხდება, უდანაშაულო ბავშვებს ტაჯვაში ხდიან სულს, ან მტაჯველი ავადმყოფობა უღებს ბოლოს.
ხო და, შენს რჯულში როგორ იხსნება ასეთი ფაქტები, ვისი თავისუფალი არჩევანია აქ, ვისი დანაშაული და ვისი სასჯელი?
წარმართებში ალბათ ინდუიზმს გულისხმობ ძირითადად და გეტყობა, რომ ძააან ზედაპირულად იცნობ. აი ზუსტად ისე, როგორც პრავასლავნიკები "იცნობენ" როცა აკრიტიკებენს და ამტკიცებენ როგორი მართალია მათი რჯული და რა საცოდაობაა ინდუიზმი.
თავისუფალი ნების საკითხი ისედაც ურთულესია და შენ როგორ მოახერხე "ზუსტად" აგეწერა ფორუმზე პატარა პოსტში? :დ
ეს ბავშვებზე, მათ სიკვდილზე და ტანჯვაზე აპელირება ათეისტებისგან გამიგონია. :დ ჩემი სიძე მეკამათებოდა ერთხელ, 4 წლის ბავშვი რომ მოკვდა (მისი მეგობრის შვილი), ღმერთი სად იყოო მაშინ, როგორ დაუშვა ეს "უსამართლობა", ის ხომ უცოდველი იყო და ეგეთები. :დ
ელემენტარულად უნდა იაზროვნო, რაც თქვენ, წარმართებს, ბოლომდე არ შეგიძლიათ. :)
მონოთეიზმში ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ წამია "მარადიულ" ცხოვრებასთან შედარებით, ამიტომ ამქვეყნიური ცხოვრების გაფეტიშება, გინდაც ბავშვის სიკვდილის ან ტანჯვის, მხოლოდ უმეცრებაზე მიუთითებს და იმაზე, რომ ადამიანი არ იცნობს სამყაროს კანონს ანუ დინს და მსჯელობს ისე, რომ გონზე არაა. ის ბავშვი, რომელიც მოკვდა, ან რომელიც დაიტანჯა, შემდეგ კომპენსაციას მიიღებს ბევრად კი არა, შეუდარებლად იმაზე მეტს, ვიდრე ამქვეყნიური წამიერი ცხოვრება იქნებოდა (რომელშიც მას შეიძლება არც ისე კარგი შედეგი ჰქონოდა, ვთქვათ), ხოლო მისი საშუალებით, დაისჯება ის, ვინც უსამართლობა ან დანაშაული ჩაიდინა. ბავშვის ადგილას ცხოველიც კი შეიძლება ყოფილიყო. თუმცა, ცხოველისთვის კომპენსაცია არ არის განმარტებული ყურანში. სამართლიანობა დინის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. ყველაფერი იწონება მისხალ-მისხალ და პირიქით, ალაჰი, როგორც მწყალობელი (რაჰმანი და რაჰიმი), კეთილ საქმეებს უფრო მეტად წონის და ცოდვებს პატიებს (ცხადია, მათ, ვინც ინანიებს გულწრფელად და იმსახურებს).
რაც შეეხება წარმართობას და რომ თურმე ზედაპირულად ვიცნობ, მე რელიგიის სოციოლოგიას უკვე დაახლოებით 17-18 წელია ვსწავლობ. :დ წარმართობა მარტო ინდუიზმი არაა, არამედ ყველგან არის, ისლამშიც (ანუ ე.წ. მუსლიმებში), "ქრისტიანებშიც, იუდეველებშიც და ა.შ. მეტსაც გეტყვი, ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა თავისი არსით წარმართია, თუნდაც ფორმალურად "მუსლიმი", ან "იუდეველი" ან "ქრისტიანი" იყოს. წარმართობა არის სამყაროს მიმართ დამოკიდებულება და აზროვნება. სულ ორი პოლუსია: მონოთეიზმი და წარმართობა და მათ შორის არიან ადამიანები განლაგებული, ცხადია, აბსოლუტური უმრავლესობა წარმართობის პოლუსის ახლოს. :) წარმართობა არის მონოთეიზმის ანტიპოდი, საპირისპირო პოლუსი.
შენც წარმართი ხარ, მაგრამ ვერ აცნობიერებ. მაგალითად, ტომის ან "სამშობლოს" ფეტიში, კულტი ან კერპი წარმართობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. უამრავი ადამიანი აფეტიშებს თავის ტომს, "სამშობლოს", წინაპრებს. ზოგადად, რელიგიის სოციოლოგიაში ცნობილია, რომ წინაპართა კულტი მთავარი კულტია ადამიანების უმრავლესობისთვის, რომელიც აკონტროლებს მათ არაცნობიერს და ცნობიერს. პრავასლავნიკობა და მართმადიანობა ყველაზე წარმართულია "ქრისტიანულ" დენომინაციებს შორის, კათოლიციზმიც მასთან ახლოს არის. შედარებით უფრო მონოთეისტური და ისლამთან ახლოს მყოფი იყო პროტესტანტიზმი თავის დროზე. თუმცა, დღევანდელი პროტესტანტები სულ უფრო მიგრირებენ წარმართობისკენ, ხატებისკენ და ა.შ. ხოლო ვინც იყვნენ ისტორიულად რეალური პროტესტანტები, მათი ნაწილი დღეს მიგრირებს ისლამისკენ, ოღონდ არა სექტანტური სუნიტურ-შიიტური "ისლამისკენ", არამედ რეალური მონოთეიზმისკენ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9535
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15
#61537037
· 13 Sep 2024, 22:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Popper
ეს ნანახი გაქ? :lol:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Popper
Crazy Member
ჯგუფი: Members
Popper
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2142
წევრი No.: 268051
რეგისტრ.: 8-October 22
#61537682
· 14 Sep 2024, 09:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Saturnus
შენი გამო^&(აურება იცი რას ჰგავს? აუდიტორიაში ნორმალური დისკუსია რომ მიდის და უცბად მოდებილო მოსწავლე ან სტუდენტი ან სიტყვით გამომსვლელი რომ გამოვა და სისულელეების ლაპარაკს იწყებს და უხერხული სიჩუმე ჩამოვარდება.
Warning:
+20%
This post has been edited by
დათიკო
on 14 Sep 2024, 10:36
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Turkishcoffee
Member
ჯგუფი: Registered
Turkishcoffee
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 86
წევრი No.: 274150
რეგისტრ.: 23-August 24
#61543659
· 16 Sep 2024, 13:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
dylan
რეინკარნაციის მეც მჯერა.. ამავე დროს არის საკითხები, რომელსაც მგონი ვერასდროს გაიგებ სანამ უშუალოდ თავად არ "რეინკარნირდები" ..... მაგ. მაინტერესებს როდის ხვდება სული, რომ ის უკვე გასულია აქედან? პლიუს ამას დარწმუნებული ვარ რომ საიქიოშიც არის ინტერნეტი. მიმიღია გარკვეული ბუნდოვანი მესიჯები იქედან..
ოღონდ სააქაოსგან განსხვავებით იქ ხალხი არ იქნება ასე გაგიჟებული ტექნიკურ ე.წ წინსვლაზე. 1000-ში ერთხელ იყენებენ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
WP-Rex
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
WP-Rex
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9963
წევრი No.: 184879
რეგისტრ.: 16-April 14
#61543833
· 16 Sep 2024, 15:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Turkishcoffee
QUOTE
პლიუს ამას დარწმუნებული ვარ რომ საიქიოშიც არის ინტერნეტი. მიმიღია გარკვეული ბუნდოვანი მესიჯები იქედან..
თქვენი აიპი მისამართი როგორ გაიგეს? :)
QUOTE
მაგ. მაინტერესებს როდის ხვდება სული, რომ ის უკვე გასულია აქედან?
გარდაცვალების შემდეგ ერთ-ერთი პირველი შოკი დაკავშირებულია იმის გააცნობიერებასთან, რომ სუნთქვა აღარ არის საჭირო.
ამის გასაცნობიერებლად ადამიანის "მე"-ს(რასაც თქვენ სულს უწოდებთ) ჭირდება დაახლოებით იგივე დრო,
რაც სიცოცხლეში დაჭირდებოდა უჰაერობისგან დასახრჩობად და შეგრძნებებიც დაახლოებით იგივენაირია.
Popper
:lol:
This post has been edited by
WP-Rex
on 16 Sep 2024, 15:44
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Turkishcoffee
Member
ჯგუფი: Registered
Turkishcoffee
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 86
წევრი No.: 274150
რეგისტრ.: 23-August 24
#61543907
· 16 Sep 2024, 16:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
WP-Rex
ინტერნეტთან დაკავშირებით ირონიის ნაცვლად დაგეწერა შენ რას ფიქრობ ამაზე.. მე არ მითქვამს რომ მკვდარი messenger-ზე ან ფორუმზე მოგწერს, ან mail-ზე, მაგრამ რაღაც დონის ინტერნეტი და მობილური ქსელები იქნება.
As below so above.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9535
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15
#61543940
· 16 Sep 2024, 16:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
WP-Rex
QUOTE
ამის გასაცნობიერებლად ადამიანის "მე"-ს(რასაც თქვენ სულს უწოდებთ) ჭირდება დაახლოებით იგივე დრო,
რაც სიცოცხლეში დაჭირდებოდა უჰაერობისგან დასახრჩობად და შეგრძნებებიც დაახლოებით იგივენაირია
სად ჯანდაბიდან იცით ეს თუ საიდუმლო არ არის?
Popper
ინტელექტს და ზრდილობას ასხივებ პირდაპირ :love:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
WP-Rex
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
WP-Rex
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9963
წევრი No.: 184879
რეგისტრ.: 16-April 14
#61544940
· 16 Sep 2024, 22:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Turkishcoffee
QUOTE
ინტერნეტთან დაკავშირებით ირონიის ნაცვლად დაგეწერა შენ რას ფიქრობ ამაზე.. მე არ მითქვამს რომ მკვდარი messenger-ზე ან ფორუმზე მოგწერს, ან mail-ზე, მაგრამ რაღაც დონის ინტერნეტი და მობილური ქსელები იქნება.
რას უნდა ვფიქრობდე, კომუნიკაცია შესაძლებელია, მაგრამ არა ყოველთვის, არა ყველასთან და არა მიწიერი ტექნოლოგიებით.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9535
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15
#61544986
· 16 Sep 2024, 22:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
WP-Rex
QUOTE
რას უნდა ვფიქრობდე, კომუნიკაცია შესაძლებელია, მაგრამ არა ყოველთვის, არა ყველასთან და არა მიწიერი ტექნოლოგიებით.
:lol: :lol: :facepalm:
კაია ესეთი ხალხი გასაპარსად. ძაან კაი "ექსტრასენსები" რომ არსებობენ. რისი ღირსიც არის ადამიანი იმას იღებს :)
(IMG:
https://img.forum.ge/J_siesi3ViKwGb.jpg
)
This post has been edited by
Saturnus
on 17 Sep 2024, 00:42
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
masai11
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
masai11
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 15554
წევრი No.: 22395
რეგისტრ.: 11-August 06
#61545210
· 16 Sep 2024, 23:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Popper @ 13 Sep 2024, 22:14 )
QUOTE
(masai11 @ 13 Sep 2024, 21:40 )
მაინც რა ვერ გაიგე? ზუსტად აღგიწერე როგორი თავისუფალი ნებაც აქვს ადამიანს. შენს "დოქტრინას" ჭირდება პასუხი ცალსახა იყოს, რომ ან აქვს ან არა აქვს ადამიანს თავისუფალი ნება, რომ მერე ხმალი იშიშვლო და - აიტ! რას ქცვია არა ქვს, ჩვენს ასე გვიწერია წინდა წერილში რომ აქვსო და შენ ურჯულა ხარო . ასე არიან ჩვენი მართმადიანებიც.
აი ზუსტად ისეთი თავისუფალი ნება აქვს ადამიანს რაც შენი დაშვებიდნა გამომდინარეობს რომ "აი ბედისწერა კი არსებობს მაგრამ ..."
ხო, აი თავისუფალი ნებაც ასეთი გვაქვს .... დიდი მაგრამებით.
აგერ სულ ახალი ამბავია, იგერ გვერდით თემაში წერენ ფაქტზე, რომ ბაბუა შვილიშვილზე ძალადობდა. სამწუხაროდ ეს არც პირველი შემხვევაა და არ უკანასკნელი იქნება. კიდე უარესები ხდება, უდანაშაულო ბავშვებს ტაჯვაში ხდიან სულს, ან მტაჯველი ავადმყოფობა უღებს ბოლოს.
ხო და, შენს რჯულში როგორ იხსნება ასეთი ფაქტები, ვისი თავისუფალი არჩევანია აქ, ვისი დანაშაული და ვისი სასჯელი?
წარმართებში ალბათ ინდუიზმს გულისხმობ ძირითადად და გეტყობა, რომ ძააან ზედაპირულად იცნობ. აი ზუსტად ისე, როგორც პრავასლავნიკები "იცნობენ" როცა აკრიტიკებენს და ამტკიცებენ როგორი მართალია მათი რჯული და რა საცოდაობაა ინდუიზმი.
თავისუფალი ნების საკითხი ისედაც ურთულესია და შენ როგორ მოახერხე "ზუსტად" აგეწერა ფორუმზე პატარა პოსტში? :დ
ეს ბავშვებზე, მათ სიკვდილზე და ტანჯვაზე აპელირება ათეისტებისგან გამიგონია. :დ ჩემი სიძე მეკამათებოდა ერთხელ, 4 წლის ბავშვი რომ მოკვდა (მისი მეგობრის შვილი), ღმერთი სად იყოო მაშინ, როგორ დაუშვა ეს "უსამართლობა", ის ხომ უცოდველი იყო და ეგეთები. :დ
ელემენტარულად უნდა იაზროვნო, რაც თქვენ, წარმართებს, ბოლომდე არ შეგიძლიათ. :)
მონოთეიზმში ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ წამია "მარადიულ" ცხოვრებასთან შედარებით, ამიტომ ამქვეყნიური ცხოვრების გაფეტიშება, გინდაც ბავშვის სიკვდილის ან ტანჯვის, მხოლოდ უმეცრებაზე მიუთითებს და იმაზე, რომ ადამიანი არ იცნობს სამყაროს კანონს ანუ დინს და მსჯელობს ისე, რომ გონზე არაა. ის ბავშვი, რომელიც მოკვდა, ან რომელიც დაიტანჯა, შემდეგ კომპენსაციას მიიღებს ბევრად კი არა, შეუდარებლად იმაზე მეტს, ვიდრე ამქვეყნიური წამიერი ცხოვრება იქნებოდა (რომელშიც მას შეიძლება არც ისე კარგი შედეგი ჰქონოდა, ვთქვათ), ხოლო მისი საშუალებით, დაისჯება ის, ვინც უსამართლობა ან დანაშაული ჩაიდინა. ბავშვის ადგილას ცხოველიც კი შეიძლება ყოფილიყო. თუმცა, ცხოველისთვის კომპენსაცია არ არის განმარტებული ყურანში. სამართლიანობა დინის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. ყველაფერი იწონება მისხალ-მისხალ და პირიქით, ალაჰი, როგორც მწყალობელი (რაჰმანი და რაჰიმი), კეთილ საქმეებს უფრო მეტად წონის და ცოდვებს პატიებს (ცხადია, მათ, ვინც ინანიებს გულწრფელად და იმსახურებს).
რაც შეეხება წარმართობას და რომ თურმე ზედაპირულად ვიცნობ, მე რელიგიის სოციოლოგიას უკვე დაახლოებით 17-18 წელია ვსწავლობ. :დ წარმართობა მარტო ინდუიზმი არაა, არამედ ყველგან არის, ისლამშიც (ანუ ე.წ. მუსლიმებში), "ქრისტიანებშიც, იუდეველებშიც და ა.შ. მეტსაც გეტყვი, ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა თავისი არსით წარმართია, თუნდაც ფორმალურად "მუსლიმი", ან "იუდეველი" ან "ქრისტიანი" იყოს. წარმართობა არის სამყაროს მიმართ დამოკიდებულება და აზროვნება. სულ ორი პოლუსია: მონოთეიზმი და წარმართობა და მათ შორის არიან ადამიანები განლაგებული, ცხადია, აბსოლუტური უმრავლესობა წარმართობის პოლუსის ახლოს. :) წარმართობა არის მონოთეიზმის ანტიპოდი, საპირისპირო პოლუსი.
შენც წარმართი ხარ, მაგრამ ვერ აცნობიერებ. მაგალითად, ტომის ან "სამშობლოს" ფეტიში, კულტი ან კერპი წარმართობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. უამრავი ადამიანი აფეტიშებს თავის ტომს, "სამშობლოს", წინაპრებს. ზოგადად, რელიგიის სოციოლოგიაში ცნობილია, რომ წინაპართა კულტი მთავარი კულტია ადამიანების უმრავლესობისთვის, რომელიც აკონტროლებს მათ არაცნობიერს და ცნობიერს. პრავასლავნიკობა და მართმადიანობა ყველაზე წარმართულია "ქრისტიანულ" დენომინაციებს შორის, კათოლიციზმიც მასთან ახლოს არის. შედარებით უფრო მონოთეისტური და ისლამთან ახლოს მყოფი იყო პროტესტანტიზმი თავის დროზე. თუმცა, დღევანდელი პროტესტანტები სულ უფრო მიგრირებენ წარმართობისკენ, ხატებისკენ და ა.შ. ხოლო ვინც იყვნენ ისტორიულად რეალური პროტესტანტები, მათი ნაწილი დღეს მიგრირებს ისლამისკენ, ოღონდ არა სექტანტური სუნიტურ-შიიტური "ისლამისკენ", არამედ რეალური მონოთეიზმისკენ.
არ, არ გეთანხმები, რომ თავისუფალი ნების საკითხი სინამდვილეში ისეთი რთულია როგორადაც ცდილობენ ამის წარმოჩენას „ღმერთით მოვაჭრე“ კორპორაციები, განსაკუთრებით აბრაამიტული წყობის. ჩვეულებრივი ინტელექტუალური უნარების მქონე, ობიექტურად მოაზროვნე და საკუთარ თავთან (შესაბამისად სამყაროსთან და ღმერთთან) გულწრფელ ადამიანს შეუძლია თავად დაინახოს სად გადის ზღვარი მის თავისუფალ ნებასა და ბედისწერას თუ განგებას შორის. ამის მიზეზის გარკვევა (ანუ, რატომა ასე) ეს უკვე სხვა საკითხია.
რთული კი ის არის რომ კორპორაციულ იდეოლოგიას და მესიჯ-ბოქსს მოარგო ის რა სინამდვილეშია, ამის გამო ირჯებოდნენ და ირჯებიან საუკუნეების მანძილზე კორპორაციების კრეატიული ინტელექტუალები, რომ როგორმე ისე „აეხსნათ“ ეს საკითხი რომ ყველაფერი მაინც ადამიანის ბრალი იყოს თან ეს „ახსნა“ აშკარა წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს რეალობასთან - რომ ადამიანი არ არის თავისუფალი, რელურად.
შენი „ახსნებიც“ ამ რიგისაა, „ერთი წამია ცხოვრება“, „იქ მარადიულობაში ნეტარებას მიიღებს“ სხვა ძალიან სტანდარტული და პრიმიტიულობამდე მარტივი ტექსტები, რომლითაც გამოქვაბულიდან ახლადგამომძვრალ, უაზროვნო და წერა-კითხვის უცოდინარ მასას აბოლებდნენ თაღლითები ათასწლეულების წინ. დამოკიდებულება ხალხისადმი, რელიგიური კორპორაციების მხრიდან არსობრივად არ შეცვლილა - თქვენთვის ხალხი ისევ ბნელი მასაა, რომლის სიცოცხლეს ფასია არა აქვს „უზენაესის მარადიულობის ფონზე“. ასე რომ თუ ვიღაც იტანჯება, თუნდაც ბავშვი, უსამართლოდაც თუ კლავენ მას - დაე! მერე, იქ ნეტარებაში იქნება.
ამ შენი „ახსნების“ შემდეგ კიდევ უფრო ცხადი გახდა ჩემთვის როგორია ხალხის ზომბირების, მათი შეწირულებად, შახიდებად და მრავალი დასახელების არაადამიანებად ქცევის იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიური საფუძვლები. თქვენ ყველანი ერთი დიდი ტოტალიტარული სექტა ხართ, ღმერთი სახელით აიძულებთ ადამიანებს უარი თქვას ადამიანობაზე, როგორც შენ „ახსენი“ - არ „გააფეტიშოს“ ოჯახი, მეგობრები, სამშობლო, ბოლოს კი საკუთარი სიცოცხლე და ეს ყველაფერი შესწიროს უფრო დიდსა და აღმატებულს, იმ ერთადერთს და თან გაიყოლოს სხვა ადამიანების სიცოცხლეც, „ესენიც ხომ ერთი წამია“ ....
ვისთვისაც ეს ერთი წამია ის თქვენთან, რელიგიურ კორპორაციებთან, „ღმერთით მოვაჭრეებთან“ არ საუბრობს არანაირი ენით და ფორმით. უცხოები ხართ მისთვის, მასთან არაფერი გაქვთ საერთო სინამდვილეში.
იმიტომ რომ ის „ერთი წამი“ მისთვის ძვირფასი ქმნილებისთვის (მხოლოდ ის რომ შექმნა საკუთარი თავის მსგავსად და ხატად) მთელი ცხოვრებაა და თანაც ერთადერთი. და თუ მართლა გჯერა, რომ ღმერთი ყოვლად კეთილი და მწყალობელია, მაშინ ისიც ცხადი უნდა იყოს, რომ არავის ტანჯვა და უსამართლობის ქვეშ ყოფნა მისი ნება-სურვილი არ იქნება.
მაგრამ, მოდი ასე დავსვათ საკითხი - აი რომ არ იყოს ღმერთი ისეთი, როგორადაც თქვენ, კორპორაციები, საკუთარი მარკეტინგული მიზნების გამო ქადაგებთ - აი რომ არ იყოს უზენაესი კეთილი და მოწყალე, რას იზამთ? აღარ იქნებით მისი მოშიში და ერთგული? რა, ვალდებულია თქვენთან უზენაესი ისეთი იყოს როგორადაც თქვენ გამოაცხადეთ ის?
ნუ პირფერებით ღმერთთან. რელიგიური კორპორაციების და პირადად შენიც, უზენაესისადმი ერთგულება და მსახურება ხომ უბრალოდ ყველაზე ძლიერი და ყველაზე მაგარის მხარეს ყოფნაა საკუთარი ეგოისტური მოტივების გამო, საკუთარი გამორჩენის გამო. აი როგორც ტაბაქი შერხანის მხარეს იყო, ისე ხართ თქვენ ღმერთის მხარე. ღმერთის პადხალიმები ხართ თქვენ, და ამ პადხალიმობაში უარი თვით საკუთარ ადამიანობაზე, ზეადამიანობის, განსაკუთრებული სტატუსის გამო. ამიტომ უზენაესის თვალში არც არაფერი ხართ, რადგან ადამიანობა არ გინდათ, რადგან ასე იოლად გაიმეტეთ ისინი ვისი სიცოცხლეც „ერთი წამია“ (და მოსტყვიანთ პატრონი - ისმის თქვენი გულებიდან ამ „სიბრძნის“ ქვეტექსტი).
პირადად შენც, თავი რომ მოგწონს 17 წელია ამას და ამას ვასწავლიო - რომელიმე რელიგიის და ტრადიციის სიღრმეში ჩაიხედე? შენ ხომ 17 წელია „უჩებნიკებიდან“ ეცნობი სხვა რელიგიებს, როგორც პრავასლავნიკები საკუთარ სემინარიებში, ვიღაც რუსი მამაოების ნააზრევით „იაზრებენ“ ინდუიზმს, ბუდიზმს, ისლამს, იუდაიზმს, მაზდეანობას და სხვას. შენც ხომ საბოლოო ჯამში შენს პირად, ღრმად დაბუდებულ სურვილებსა და კომპლექსებზე მორგებული „ჭეშმარიტი სწავლება“ მოძებნე?! სადაც შენ მცირერიცხოვან რჩეულთა შორის ხარ, განსაკუთრებული და ნუ თითქმის ერთადერთი, სხვები კი წარმართები, ბრიყვები და მოკლედ შენს ფრჩხილადაც რომ არ ღირან ისეთები არიან და თან მაგენის სიცოცხლე „ერთი წმია“ ამიტომ ყველაფერს ცუდს იმსახურებენ.
წარმართი არ ვიცი რას ნიშნავს შენთვის, მაგრამ კერპთაყვანისმცემელი კი ნამდვილად ხარ, საკუთარი თავი გყავს გაკერპებული.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dylan
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
dylan
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 21626
წევრი No.: 86401
რეგისტრ.: 11-March 09
#61556028
· 21 Sep 2024, 01:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
WP-Rex
QUOTE
dylan
QUOTE
მე პირადად ზერელედ და ვითომ ხუმრობით (რადგან დამცინებენ), ასე ვპასუხობ - "სიკვდილისას" იქ მივდივართ, საიდანაც მოვედით და დაბადებისას იქიდან ვბრუნდებით, სადაც ოდესღაც "სიკვდილით" წავედით.
რეინკარნაცია...
ეხლა ზოგიერთი გონებაგახსნილი შემოქანდება და დამიმტკიცეთ, რომ გარდაცვალების მერე რამე არსებობსო
ამიტომ არ შემოვდივარ ხოლმე პოლემიკაში.
ცერცვი შემომელია. :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
WP-Rex
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
WP-Rex
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9963
წევრი No.: 184879
რეგისტრ.: 16-April 14
#61556187
· 21 Sep 2024, 09:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
dylan
QUOTE
ამიტომ არ შემოვდივარ ხოლმე პოლემიკაში.
ცერცვი შემომელია.
როცა ადამიანს რამდენჯერმე უხსნი, რომ გრძნობითი სამყაროს ინსტრუმენტები ზეგრძნობითი სამყაროს ფაქტების დასამტკიცებლად
სრულად გამოუსადეგარია და მაინც ჯიუტად მოითხოვს, გინდა თუ არა, პითაგორას თეორემასავით დამიმტკიცეო, მასთან საუბარს აზრი არა აქვს.
ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი წილი ბედნიერების უფლება.
თორემ დამტკიცება, რასაკვირველია, შესაძლებელია.
This post has been edited by
WP-Rex
on 21 Sep 2024, 09:50
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9535
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15
#61556200
· 21 Sep 2024, 09:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
WP-Rex
dylan
QUOTE
როცა ადამიანს რამდენჯერმე უხსნი, რომ გრძნობითი სამყაროს ინსტრუმენტები ზეგრძნობითი სამყაროს ფაქტების დასამტკიცებლად
სრულად გამოუსადეგარია
ეს გასაგებია. კითხვას ვსვამ უბრალოდ - საიდან და რა მეთოდით არჩევთ ეგ "ზეგრძნობა" რეალობაა თუ უბრალო ჰალუცინაცია??? - რომელზეც პასუხი არ გაქვთ და მშვიდად აგრძელებთ საკუთარ ფანტაზიებში/რწმენა-წარმოდგენებში ცხოვრებას.
დაინახეთ განსხვავება როგორმე. 3 კაცი რო გეუბნება წინა ცხოვრებაში ნაპოლეონი ვიყავიო, ხო მიხვდები რომ მინიმუმ 2 იტყუება? :lol:
QUOTE
თორემ დამტკიცება, რასაკვირველია, შესაძლებელია.
როგორ მაინც?
This post has been edited by
Saturnus
on 21 Sep 2024, 09:58
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dylan
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
dylan
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 21626
წევრი No.: 86401
რეგისტრ.: 11-March 09
#61556213
· 21 Sep 2024, 10:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
WP-Rex
QUOTE
როცა ადამიანს რამდენჯერმე უხსნი, რომ გრძნობითი სამყაროს ინსტრუმენტები ზეგრძნობითი სამყაროს ფაქტების დასამტკიცებლად
სრულად გამოუსადეგარია და მაინც ჯიუტად მოითხოვს, გინდა თუ არა, პითაგორას თეორემასავით დამიმტკიცეო, მასთან საუბარს აზრი არა აქვს.
ადამიანთა ალბათ 98%-მა აბსოლუტურად არ ვიცით რა პროცესები მიმდინარეობს მაგალითად კომპიუტერსა თუ მობილურ ტელეფონში. აკაკუნებს კლავიშებზე და რეზულტატს ხედავს არაცნობიერად.
ამიტომ მათთვის ეს რეალობაა.
სხვა ფენომენია მედიტატიური მოვლენები.
ამ დროს იმას, რასაც ხედავ, განიცდი, ეს ცნობიერია მხოლოდ შენთვის და ამ მდგომარეობის გადმოცემა მაშინვე მისტიფიკაციებად და ბოდვად მიიჩნევა სხვათა მიერ.
ვინც მომზადდა იმისთვის, რომ თავად გაუჩნდება მედიტირების სურვილი, რადგან მან მიაღწია ისეთ შინაგან მდგომარეობას, რომ უკვე "გრძნობს" თავისი გაფაქიზებული ცნობიერებით რაღაც ზეფიზიკურის სიოს, ის იწყებს მედიტირებას და თანდათან იჯერებს ხელდასხმულთა მონაყოლს სულის სამყაროზე, რომ პირველ საფეხურზე იქნება მაგალითად აღმაფრენა, მერე შეძლებ სხვა ადამიანთა აზრების ხედვა-კითხვას, შემდეგ შეიძლება ადამიანის აურაც იხილო და ა.შ.
ისევე, როგორც ამქვეყნიურში რომელიმე დაუპყრობელ მწვერვალზე ნამყოფის გზას რომ გაუყვეს ვინმე და უკვე ნამყოფის მოყოლილი, რომ ათას მეტრზე და მის მიერ გავლილ მარშრუტზე შეგხვდებათ ფრიალო კლდე, შემდგომ მყინვარი, შემდეგ კვლავ კლდე და ა.შ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9535
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15
#61556230
· 21 Sep 2024, 10:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
dylan
QUOTE
მერე შეძლებ სხვა ადამიანთა აზრების ხედვა-კითხვას,
და ამის დამტკიცება შეუძლებელია თქვენი აზრით??? უმარტივესია მსგავსი რამის დასამტკიცებლად ექსპერიმენტის აწყობა. სად არის მსგავსი ექსპერიმენტები და რატო არ ამტკიცებთ რომ ტელეპათიის უნარი გაქვთ? რას ელოდებით?
QUOTE
შემდეგ შეიძლება ადამიანის აურაც იხილო
საიდან იცით რომ ეს მხოლოდ ჰალუცინაცია არ არის?
ერთი და იგივე მოკლედ, წრეზე :facepalm:
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(7)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0393 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.