Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(16)
« პირველი
...
3
4
[5]
6
7
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ბერ-მონაზვნები და მათი ცხოვრების სტილი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
წერილები: 667
წევრი No.: 67616
რეგისტრ.: 16-July 08
#61591859
· 8 Oct 2024, 15:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"ქალი ან ქმარს უნდა ეკუთვნოდეს, ან ღმერთს"
/არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)/
* * *
წმიდა მამები ამბობენ: "ანგელოზები სინათლეა მონაზვნებისათვის, მონაზონი კი სინათლეა ქვეყნისა."
* * *
"მონაზვნობა თავისთავად სიკვდილს ნიშნავს, წუთისოფლისთვის სიკვდილს. მონაზონი ვალდებულია საკუთარ თავში მოკლას ძველი კაცი ცოდვისა და იშვას ახალ კაცად ქრისტეში. ქრისტეში შობა კი ნიშნავს ისევ ქრისტესთვის სიკვდილს, საკუთარი სურვილების წარსულში დატოვებას.
პავლე მოციქული ამბობს: "მე კი არ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცხოვრობს ჩემში."
/დედა ეფემია (ჩირგაძე)/
This post has been edited by
Jane_Eyre
on 8 Oct 2024, 15:44
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9535
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15
#61592272
· 8 Oct 2024, 19:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Jane_Eyre
QUOTE
ქალი ან ქმარს უნდა ეკუთვნოდეს, ან ღმერთს
არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)/
თავის საქმეებს მიხედოს ამან :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
krauze
Super Member
ჯგუფი: Registered
krauze
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 372
წევრი No.: 271007
რეგისტრ.: 2-August 23
#61592408
· 8 Oct 2024, 20:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ღირსი მამებისა და დედების გამონათქვამები.
ღირსების ეტალონი რა არის?
პ.ს. არა ეგ შენი საქმე და გაანებე თავი...
ხიბლი in action :fig:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Droid
Super Member
ჯგუფი: Registered
Droid
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 550
წევრი No.: 182155
რეგისტრ.: 23-February 14
#61592470
· 8 Oct 2024, 20:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Jane_Eyre
QUOTE
იყო დრო, მონასტერში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ჩემი სურვილი და უფლის ნება არ დაემთხვა ერთმანეთს ზოგადად ძალიან დიდ პატივს ვცემ ბერ-მონაზვნებს და მათი ცხოვრების სტილს, ბევრს ვკითხულობ მათ შესახებ
უფალმა უარი შემოგითვალათ როგორც ვხვდები. გაესაუბრეთ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
წერილები: 667
წევრი No.: 67616
რეგისტრ.: 16-July 08
#61592547
· 8 Oct 2024, 20:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"მე არ ვიცი სხვა მიზეზი მონოზონის დაცემისა, თუ არ მინდობა საკუთარი შეხედულებისადმი."
/აბბა დოროთე/
მამა პიმენმა უთხრა მამა იოსებს: "მითხარი, როგორ შევიქნე მონაზონი?"
მამა იოსებმა უპასუხა: "თუ გსურს განსვენება ჰპოვო აქაც და იქაც, ყველა საქმის დროს თქვი: მე ვინ ვარ? და ნურავის განიკითხავ!"
* * *
ლიბერალიზმი, ლოცვა და მონაზვნობა
ლიბერალიზმს არ ესმის, თუ რას ნიშნავს ლოცვა. მისთვის მონაზვნური ცხოვრება ეგოიზმია და ეს მაშინ, როცა მონაზვნებს დემონურ ძალებთან ბრძოლის მთავარი სიმძიმე აწევთ, რის შესახებაც სოფელმა არა უწყის რა. ლოცვა არც ფსიქოთერაპიაა არც თვითშეგონება, როგორც განმარტავს არასულიერი სამყარო, არამედ იგი ძალაა, რაც აპოკალიფსისის სიტყვების მიხედვით, დემონებს აშვების საშუალებას არ აძლევს, ანუ - მადლის ძალა. განა შეიძლება ადამიანებისთვის იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ის სიხარულია, რომელსაც ისინი მონასტრის კარიბჭეში შესვლისას განიცდიან, სადაც ჰაერი და მიწა ლოცვით არის განწმენდილი? განა შესაძლოა ადამიანებს ვინმემ იმაზე მეტი სარგებლობა მოუტანოს, ვიდრე იმან, ვინც კაცთა ცოდვების მოტევებისათვის თავის გულის საკურთხეველში ლოცულობს? ერთ ასეთ მლოცველსაც კი შესწევს ძალა, ისტორიის მსვლელობა შეცვალოს!
ღირსი არსენი დიდი ხალხს გაურბოდა და ზოგიერთ მონაზონს არაკეთილგანწყობილი და მკაცრი ეჩვენებოდა, მაგრამ იგი სენაკში ყველაზე ძნელს, თვითდაწვისადარ საქმეს აღასრულებდა, - ეს იყო ქვეყნიერებისათვის ლოცვა. უფალმა მისი ლოცვით შეიწყალა ბიზანტია (ისევე როგორც წინასწარმეტყველ იონას დროს ნინევია): მიწისძვრა, რომელსაც მთელი ოლქები უნდა გაენადგურებინა (როგორც ეს შემდგომში ეგვიპტელ მამებს ეუწყათ), სწორედ ამ უდიდესი მოღვაწის ლოცვით არ მოხდა.
სატანური ძალა მსოფლიოზე დასხივებულ საშინელ რადიაცას ჰგავს. ლოცვა, განსაკუთრებით კი მონაზვნებისა, დაბრკოლებაა ამ სასიკვდილო ნაკადისათვის. სულიერად ბრმა ადამიანები იმეორებენ: ის ვინც განმარტოვდება და ლოცულობს თავისთვის ცხოვრობსო. ასე იმიტომ ამბობენ, ან ფიქრობენ, რომ თავად "ხორცნი" არიან და სიკეთეც და ბოროტებაც ხორციელად ესმით.
მონაზვნობის დასაბამი უდაბნოში მცხოვრები ნათლისმცემლის ღვაწლი და მაგალითია, ასევე იოანე ღვთისმეტყველისა, რომელიც ცხოვრებას ლოცვასა და ჭვრეტაში ატარებდა. პირველ მათგანს "დედაკაცთაგან შობილთა შორის უპირველესი" ეწოდა, მეორეს - "საყვარელი მოწაფე ღვთისა." მათ თავიანთი გული წმიდანად შეინახეს, ეს იყო მათი მთავარი ღვაწლი, ამიტომაც მათი გულები მადლის უშრეტ წყაროდ იქცა და ქვეყნიერებას ეფრქვეოდა.
შინაგანი ლოცვით დაკავებული ადამიანი დამაკავშირებელი რგოლივით ხდება - ჩაუმქრალი შუქი მისი გულის გავლით ქვეყნიერებას ანათებს. ამიტომ თქვეს წმიდა მამებმა: "ანგელოზები სინათლეა მონაზვნებისათვის, მონაზონი კი სინათლეა ქვეყნისა."
/არქიმანდრიტი რაფაელი/
* * *
„მონაზვნობა და ქვეყანა წარმოადგენს ადამიანისთვის ოჯახს. ამ ოჯახში თუ ქმარი ბრძნულად საქმიანობს, ამასვე გააკეთებს მისი ცოლიც - უკვე მათ ერთობლივ ცხოვრებაშიც. ასე, რომ ქმარს ერთგვარად ჭკუაზეც კი მოჰყავს ცოლი, ანუ ზნეობრივს ხდის მის ცხოვრებასაც. ამიტომაც ვამბობთ: თუ ბერები ცხოვრობენ წმინდა განაწესით, მაშინ ქვეყანაც ფხიზლდება და ხდება ზნეობრივი“.
/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Oqrialeli
Crazy Member
ჯგუფი: Members
Oqrialeli
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3966
წევრი No.: 242257
რეგისტრ.: 18-April 18
#61594337
· 9 Oct 2024, 17:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(მიქაელ @ 8 Oct 2024, 13:41 )
Oqrialeli
QUOTE
სულ რუსებს რატომ აციტირებთ?
რუსული ეკლესიის ფილიალი საქართველოში სხვას რას მოიტანს ციტატებად? :) რა თქმა უნდა რუსებს ან რუსების მიერ მოწონებულ ავტორებს, ათონი ჰყავთ გაფეტიშებული და ჭეშმარიტების უმაღლეს საზომად მიჩნეული.
იგივე იდეები, ტერმინები, სულისკვეთება და მორალი, რაც რუსულ ეკლესიაში იქადაგება. აქაურები რაიმე ახლის ფორმულირებას ვერ ახერხებენ. რაც არ იციან და არ შეუძლიათ, რა უნდა თქვან ახალი. თარგმნიან და აკოპირებენ რუსულ წყაროებს, მეტის ნიჭი და გაქანება არ აქვთ.
ჰო ათონის მთა ოლიმპოს მთად აქციეს რა. მხოლოდ იქაა ჭეშმარიტება ესე
ბაბუასთან ვლაპარაკობდი დილით ,სახლში მიმყავდა და არ მახსოვდა თურმე რობიზონ კრუზო კარგად, აზრიანი ციტატა გავჩითე
პარასკევას უხსნის (ისე ეს პარასკევაც კაი მონაზონია მარტო ცხოვრობდა კუნძულზე :lol: ) რობიზონკრუზო ცივილიზაციის შესახებ, მერე რელიგის შესახებ მოუყვება, ღმერთი ყოვლისშემძლეაო და ა.შ. მერე ქრისტეზე მოუყვება. ეს ეკითხება, მერე რატომ ხდება ამდენი ცუდი თუ ღმერთი არსებობსო და იმიტომ რომ , სატანას ცუდი უნდა და იბრძვიანო
"ჰოდა რით ვეღარ მოერია ეგ თქვენი ქრისტე ამ სატანასო " უკითხავს პარასკევას :gigi:
ღადაობაა მარა ფილოსოფიაც დევს
რით ვეღარ მოერია მართლაც
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 2198
წევრი No.: 273031
რეგისტრ.: 26-March 24
#61594429
· 9 Oct 2024, 17:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Oqrialeli
QUOTE
ღადაობაა მარა ფილოსოფიაც დევს
რით ვეღარ მოერია მართლაც
თუ სამყაროს დავყოფთ "სიკეთისა" და "ბოროტების" კატეგორიებით, აზროვნებაში არის განვითარების რომელიღაც საფეხური, როდესაც ადამიანები ხვდებიან, რომ სიკეთე და ბოროტება პირობითი ცნებებია და სცენარი, რომელშიც ღმერთი და სატანა არიან წარმოდგენილები, არ არის უბრალოდ "მორევაზე".
ოდესღაც ზარათუშტრამ დაჰყო სიკეთე და ბოროტება, ნათელი და ბნელი შეურიგებელ მოწინააღმდეგეებად. მაგრამ იმავე ზოროასტრიზმში გამოვლინდა ე.წ. ზურვანიზმი, რომელიც მითოლოგიურ ენაზე აცხადებს ზურვანს - პირველძალას, რომელიც უსასრულო სივრცესა და დროს განასახიერებს და იგი არის აჰურამაზდასა (კეთილი) და აჰრიმანის (ბოროტი) მშობელი, ისინი იშვნენ, როგორც ტყუპები. თუ ერთ სიბრტყეზე ადამიანი სიკეთისა და ბოროტების ბრძოლას ხედავს როგორც შეურიგებელ და დაუსრულებელ ომს, არის სხვა სიბრტყეც (ზურვანი), სადაც უკვე პირობითად ხედავს სამყაროს დაყოფას კეთილად და ბოროტად, ნათელად და ბნელად, რომ ეს არ არის აბსოლუტური მოცემულობა. ამ სიბრტყეზე ადამიანი სხვანაირად აღიქვამს სიკეთისა და ბოროტების, ნეტარებისა და ტანჯვის საკითხებსაც, სხვადასხვა მხარეების ურთიერთქმედებაში სხვა დატვირთვებს ხედავს... ლიტერატურაში ეს იდეა გადმოსცა ბულგაკოვმა რომანში "ოსტატი და მარგარიტა": იქ სატანა, ვოლანდი მოქმედებს ნათელ ძალებთან შეთანხმებულად, კონკრეტული კანონზომიერებით და თუ გავიხსენებთ, რომ ამ რომანის ერთ-ერთი ინსპირაცია იყო გოეთეს "ფაუსტი", იმასაც გავიხსენებთ, რომ "ფაუსტის" ინსპირაცია იობის წიგნია. იობის წიგნში კი მთავარი გმირის გამოცდა ღმერთისა და სატანას შეთანხმებით ხდება... თავად ბიბლიაში არის მინიშნებები, რომ სიკეთისა და ბოროტების ურთიერთმიმართებაც პირობითია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Oqrialeli
Crazy Member
ჯგუფი: Members
Oqrialeli
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3966
წევრი No.: 242257
რეგისტრ.: 18-April 18
#61594622
· 9 Oct 2024, 19:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მიქაელ
ანუ თუ მივაღწევთ იმ ზე დონეს, რასაც შენ ამბობ, სადაც სიკეთესა და ბოროტების შორის სხვაობას ვეღარ დავინახავთ, ზარატუსტრა გავხდებით, ზეადამიანი გასხივოსვოსნებული, მაშინ უბრალოდ სამყაროში დროის და სივრცის უსაარულობის არსებობის აღქმა იქნება ღმერთი? (ჩემი ინტერპრეტაციაა, თქვენი შეიძლება არიყოს მასეყი. ასე გავიგე :დ )
თუ მაგ დონეზე, ზეადამიანის დონეზე სიკეთე და ბოროტება უბრალო ცნებებია და აზრს მოკლებული ერთმანეთისგან სხვაობაში, მაშინ რა აზრი აქვს სატანისკენ ვიქნებით თუ ღმერთისკენ? აზრი? მაშინ მათ შორის ბრძოლაც ყალბია, უბრალო ბრძოლაა ერთერთი, როგორც ადამიანებს შორის ყოფით ნიადაგზე
და მაინც, რადგან ღმერთია შემოქმედი, რით ვეღარ დაამარცხა სატანა ? : ))
ისე ზოროასტრიზმი დამევასა, მზის სხივები რომ გეფინება, ავდრის მერე, დიდო ხნის უნახავი რომ ხარ, ხვდები, ყველაზე მაგარო რამეა მზე. პროსტო მაგათი მსხვერპლთშეწირვები და რიტუალები შეიძლება არც ვიცი, მაგრამ მგონია, არ მომეწონება :დ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
წერილები: 667
წევრი No.: 67616
რეგისტრ.: 16-July 08
#61594685
· 9 Oct 2024, 20:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"ბერი ზრუნავს საკუთარ ცხონებაზე და ყოველთა ცოცხალთა და გარდაცვლილთა ცხონებაზე.
ნამდვილი, საღვთო სიყვარული ბერისათვის იფარება საკუთარი სულისა და მთელი სამყაროს ხსნის ტკივილში.
ბერის ღვთისადმი მიძღვნილი სული შეეწევა არა მხოლოდ თავისი ახლობლების ცხონებას, არამედ - თანამემამულეებისასაც.
ღმერთს სურს, რომ ბერებმა პირადი გამოცდილებით, ლოცვით, სწორი და მიზანმიმართული ცხოვრებით, პირადი მაგალითით ადამიანებს მისცენ ნათელი და ამგვარად უხელმძღვანელონ მათ მარადიული ცხოვრებისათვის."
/ღირსი პაისი ათონელი/
This post has been edited by
Jane_Eyre
on 9 Oct 2024, 20:09
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მამაო ენუქი
რაინდი
ჯგუფი: Members
მამაო ენუქი
რაინდი
ჯგუფი: Members
წერილები: 32985
წევრი No.: 11415
რეგისტრ.: 11-July 05
#61595131
· 9 Oct 2024, 23:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Religion is regarded by the common people as true, by the wise as false, and by rulers as useful.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 2198
წევრი No.: 273031
რეგისტრ.: 26-March 24
#61595140
· 9 Oct 2024, 23:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Oqrialeli
QUOTE
ანუ თუ მივაღწევთ იმ ზე დონეს, რასაც შენ ამბობ, სადაც სიკეთესა და ბოროტების შორის სხვაობას ვეღარ დავინახავთ, ზარატუსტრა გავხდებით, ზეადამიანი გასხივოსვოსნებული, მაშინ უბრალოდ სამყაროში დროის და სივრცის უსაარულობის არსებობის აღქმა იქნება ღმერთი? (ჩემი ინტერპრეტაციაა, თქვენი შეიძლება არიყოს მასეყი. ასე გავიგე :დ )
ზარათუშტრად ქცევა რა შუაშია. ან სხვაობის არარსებობა. სხვაობა როგორ არ არის, სიკეთესა და ბოროტებას ყველა ინდივიდი ან ჯგუფი თავისებურად აფასებს. პირობითი ცნებები არ ნიშნავს იმას, რომ მათ შორის სხვაობას ვერ ხედავ. პირობითი არ არის აბსოლუტური, ანუ უცვლელი, ის რაღაც პირობისგან გამომდინარეობს. "სიკეთე" და "ბოროტება" როგორც ცნებები საკმაოდ პირობითია და ზემოთ პოსტი იმაზე იყო, რომ თავად რელიგიებშიც არის ჩადებული ეს იდეა, ზოგი ამ იდეას ავითარებს, ზოგიც მუდმივად ერთსა და იმავე შეფასებებში რჩება.
QUOTE
მაშინ რა აზრი აქვს სატანისკენ ვიქნებით თუ ღმერთისკენ? აზრი? მაშინ მათ შორის ბრძოლაც ყალბია, უბრალო ბრძოლაა ერთერთი, როგორც ადამიანებს შორის ყოფით ნიადაგზე
და მაინც, რადგან ღმერთია შემოქმედი, რით ვეღარ დაამარცხა სატანა ? : ))
აზრი როგორ არ აქვს, თუ რა პოზიციაზე იქნები. ნებისმიერ შემთხვევაში, ღმერთი იქნება ეს, ეშმაკი, ადამიანი თუ უსულო საგანი, მასთან კონტაქტისას რაღაც პოზიციას იჭერ. მთავარი აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ "უხ ეგ სატანა, როგორ ვერ ჯობნის მას ღმერთი!" - ეს მიდგომა უბრალოდ მცდარია. ის სატანაც და ყველაფერი, რაც კი მომხდარა, იმ აბსოლუტის მიერ დაშვებული გამოდის. და ამას სხვადასხვა რელიგიების ფილოსოფიაც ადასტურებს.
QUOTE
და მაინც, რადგან ღმერთია შემოქმედი, რით ვეღარ დაამარცხა სატანა ? : ))
სხვათა შორის ბიბლიის იობის წიგნის გარდა, ყურანშიც აშკარაა, რომ თავად ღმერთი აძლევს სატანას უფლებას, რომ აღასრულოს თავისი დანიშნულება, მიეცა იბლისს (ყურანისეულ სატანას, შაიტანს) დრო აღდგომის დღემდე, აქაც შეთანხმებულია ყველაფერი:
"უთხრა: „ღმერთო ჩემო, მაშ, დრო გადამიწიე აღდგენის დღემდე!“
უთხრა: „უეჭველად, დროგადაწეულთაგანი ხარ,
იმ დღემდე, რომლის ვადაც დადგენილია!“
QUOTE
ისე ზოროასტრიზმი დამევასა, მზის სხივები რომ გეფინება, ავდრის მერე, დიდო ხნის უნახავი რომ ხარ, ხვდები, ყველაზე მაგარო რამეა მზე. პროსტო მაგათი მსხვერპლთშეწირვები და რიტუალები შეიძლება არც ვიცი, მაგრამ მგონია, არ მომეწონება
ძალიან საინტერესო რელიგიაა. მისი წარმოქმნით ადამიანების აზროვნებაში მკვეთრი დუალიზმი შემოდის. მაგრამ ვერ გახდა მსოფლიო რელიგია, მაინც ჩაიკეტა სპარსულენოვან სივრცეში მიუხედავად იმისა, რომ გარშემომყოფ კულტურებზე გავლენას ახდენდა. ისლამმა გადატეხა წელში. ჩვენთვის ნამდვილად საინტერესოა, კულტურულად ქართველებზე საკმაოდ ძლიერი გავლენა ჰქონდა საუკუნეების განმავლობაში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Oqrialeli
Crazy Member
ჯგუფი: Members
Oqrialeli
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3966
წევრი No.: 242257
რეგისტრ.: 18-April 18
#61595554
· 10 Oct 2024, 10:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(მიქაელ @ 9 Oct 2024, 23:22 )
სხვათა შორის ბიბლიის იობის წიგნის გარდა, ყურანშიც აშკარაა, რომ თავად ღმერთი აძლევს სატანას უფლებას, რომ აღასრულოს თავისი დანიშნულება, მიეცა იბლისს (ყურანისეულ სატანას, შაიტანს) დრო აღდგომის დღემდე, აქაც შეთანხმებულია ყველაფერი:
"უთხრა: „ღმერთო ჩემო, მაშ, დრო გადამიწიე აღდგენის დღემდე!“
უთხრა: „უეჭველად, დროგადაწეულთაგანი ხარ,
იმ დღემდე, რომლის ვადაც დადგენილია!“
QUOTE
ისე ზოროასტრიზმი დამევასა, მზის სხივები რომ გეფინება, ავდრის მერე, დიდო ხნის უნახავი რომ ხარ, ხვდები, ყველაზე მაგარო რამეა მზე. პროსტო მაგათი მსხვერპლთშეწირვები და რიტუალები შეიძლება არც ვიცი, მაგრამ მგონია, არ მომეწონება
ძალიან საინტერესო რელიგიაა. მისი წარმოქმნით ადამიანების აზროვნებაში მკვეთრი დუალიზმი შემოდის. მაგრამ ვერ გახდა მსოფლიო რელიგია, მაინც ჩაიკეტა სპარსულენოვან სივრცეში მიუხედავად იმისა, რომ გარშემომყოფ კულტურებზე გავლენას ახდენდა. ისლამმა გადატეხა წელში. ჩვენთვის ნამდვილად საინტერესოა, კულტურულად ქართველებზე საკმაოდ ძლიერი გავლენა ჰქონდა საუკუნეების განმავლობაში.
თუ
მის მიერ არის დაშვებული ადამიანზე ბევრად ძლიერი მისი შექმნილი არსების(სატანის) უარყოფითი ზეგავლენა ადამიანზევე
მაშინ რაღატომ უნდა განსაჯოს, ბოლოს, როგორ ჩააბარა გამოცდა ადამიანმა?
აი რა ლოგიკით
და ეს სამართლიანია? თან ყველაფერი წინასწარვეა მისთვის ცნობილი და მშვიდად უყურებს ადამიანთა დაცემას, ტანჯვას. ყოველ შემთხვევაში მილიონში ერთხელ თუ ჩაერევა, სასწაულებს რომ დავუჯეროთ.
რისთვის ეს კომედია? ესთეტიურია ალბათ. ბაზარი არ არის, შენი შექმნილია და რასაც გინდა უზამ. ეს უფლება თვითმყოფადია და ოკ. მაგრამ მორალურად ჩემთვის მიუღებელია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
წერილები: 667
წევრი No.: 67616
რეგისტრ.: 16-July 08
#61595608
· 10 Oct 2024, 10:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
„ადამიანები ზოგჯერ კოღოსგან სპილოს შექმნიან და მხოლოდ უძლურებას ხედავენ, სენაკში დაღვრილი ცრემლის შესახებ კი არ შეუძლიათ იცოდნენ და არც ძალუძთ განმარტოებული ბერი ცხოვრებაში შეღწევა“.
/ღირსი იოანე ბალაამელი/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
მიქაელ
გურული ანარქისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 2198
წევრი No.: 273031
რეგისტრ.: 26-March 24
#61595879
· 10 Oct 2024, 13:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Oqrialeli
QUOTE
თუ
მის მიერ არის დაშვებული ადამიანზე ბევრად ძლიერი მისი შექმნილი არსების(სატანის) უარყოფითი ზეგავლენა ადამიანზევე
მაშინ რაღატომ უნდა განსაჯოს, ბოლოს, როგორ ჩააბარა გამოცდა ადამიანმა?
რელიგიებს აქ ადამიანის თავისუფალი ნება და არჩევანი შემოაქვთ. კი, არსებობს შენზე ძლიერი არსებები და სისტემები, მაგრამ საბოლოოდ არჩევაც შეგიძლია, რა პოზიციას დაიჭერ. ზოგადად აზროვნების ისტორიაში არა ერთხელ გამოთქმულა აზრი, რომ სინამდვილეში არაფერს ვირჩევთ და რელიგიებშიც ჩანს ეს, რომ ადამიანის ნებას აბსოლუტის ნება გადაფარავს. სადამდე არის ადამიანის არჩევანი და სად გადაფარავს მას აბსოლუტის ნება - ამაზე მსჯელობას დიდი აზრი არ აქვს.
მაგალითად ეს არის საინტერესო მომენტი, როცა ებრაელთა ღმერთი მოსეს ეუბნება: "
გულს გავუსასტიკებ
ფარაონს და უკან დაგედევნებათ; გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე და მთელს მის ჯარზე და მიხვდებიან ეგვიპტელები, რომ უფალი ვარ. ასეც მოიქცნენ." :)
QUOTE
და ეს სამართლიანია? თან ყველაფერი წინასწარვეა მისთვის ცნობილი და მშვიდად უყურებს ადამიანთა დაცემას, ტანჯვას. ყოველ შემთხვევაში მილიონში ერთხელ თუ ჩაერევა, სასწაულებს რომ დავუჯეროთ.
ყველა ვარიანტში, ადამიანის სამართალი, გრძნობები და ხედვები ამ სამყაროში არ არის გათვალისწინებული. ჩვენს კულტურულ და ცივილიზებულ სახეს რომ ვინარჩუნებთ, უფრო სასათბურე პირობებში ვახერხებთ ამას. ბუნებას აშკარად არ ვადარდებთ ისე, როგორც ზოგჯერ გვგონია. მაგრამ არც იზოლირებულები ვართ სამყაროსგან. გამოყენებულები ვართ გარკვეული დანიშნულებისა და მიზნებისთვის. მაგრამ ვგრძნობთ, რომ ჩვენი გაგება სამართლიანობაზე არ აღელვებთ და ძალიან პირობითია.
QUOTE
რისთვის ეს კომედია? ესთეტიურია ალბათ. ბაზარი არ არის, შენი შექმნილია და რასაც გინდა უზამ. ეს უფლება თვითმყოფადია და ოკ. მაგრამ მორალურად ჩემთვის მიუღებელია
რისთვის? სხვათა შორის წლების წინ ამ ფორუმზე ერთმა განსაკუთრებულმა ადამიანმა მითხრა: ღმერთი ამ ყველაფრით საკუთარ თავს უნდა შეიმეცნებდესო. შემეცნება თვითრეალიზებაში. ეს ისე, ლირიული გადახვევასავით... :)
კი, აი რასაც უნდა იმას უზამს, როგორი "ხოშიც" ექნება: გარკვეული კანონზომიერებით, ბუნება მაინც აშკარად მკაფიო კანონზომიერებით მოქმედებს.
ჩვენი მორალი არ აინტერესებთ ადამიანური სამყაროს მიღმა, ესეც აშკარაა, თავად ადამიანებშიც ძალიან მყიფეა მორალი...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
წერილები: 667
წევრი No.: 67616
რეგისტრ.: 16-July 08
#61596120
· 10 Oct 2024, 15:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"მამა კირილე (პავლოვის) ინტერვიუ წავიკითხე. ეკითხებიან, როგორ გაიგოსო ადამიანმა, რომ სამონასტრო სულის არისო. პასუხობს: თუ კაცს უმძიმს ოჯახური ცხოვრების ტვირთის წარმოდგენაც კი, არ აქვს გულში სურვილი ჰყავდეს ოჯახი, არამედ ეკლესია მისთვის უფრო საამოა, ე.ი. მონასტრის არისო."
/დეკ. ანდრია კემულარია/
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(16)
« პირველი
...
3
4
[5]
6
7
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0351 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.