Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(16)
« პირველი
...
5
6
[7]
8
9
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ბერ-მონაზვნები და მათი ცხოვრების სტილი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ნარიმენ-ერთადერთი
წინასწარმეტყველი
ჯგუფი: Registered
ნარიმენ-ერთადერთი
წინასწარმეტყველი
ჯგუფი: Registered
წერილები: 254
წევრი No.: 274067
რეგისტრ.: 14-August 24
#61615006
· 19 Oct 2024, 04:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბერმონაზონს ქალაქ თბილისში რომ დაინახავ, უნდა გადაკუზო და კამეჩის ტყავის მათრახით უნდა სცემო
:yes: :yes: :yes:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33459
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#61620219
· 21 Oct 2024, 14:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Nariman-theOne
QUOTE
ბერმონაზონს ქალაქ თბილისში რომ დაინახავ, უნდა გადაკუზო და კამეჩის ტყავის მათრახით უნდა სცემო
რატო?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nick-Name
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Nick-Name
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1452
წევრი No.: 225203
რეგისტრ.: 21-October 16
#61620473
· 21 Oct 2024, 16:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვახ ჩემი :facepalm:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ZAZAi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ZAZAi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 12652
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07
#61650765
· 28 Oct 2024, 21:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ბერმონაზონს ქალაქ თბილისში რომ დაინახავ, უნდა გადაკუზო და კამეჩის ტყავის მათრახით უნდა სცემო
თბილისის ზღვასთან არის დენდროლოგიური ბაღი. ორჯერ დიდია ვიდრე ბოტანიკური. მის ცენტრში არის ადმინისტრაციული შენობა. ლამაზი, ძველი აშანებული. ხოდა დაისაკუთრეს მამაოებმა. ჯერ ერთი ეკლესია მიუშენეს, მერე მეორე. მერე საერთოდ შემოიღობეს დიდი ტერიტორია. ცხოვრობენ შიგ განცხრომით, აპარტამენტებში, სიწყნარეში, არაფერი აკლიათ და თან გვამადლიან ამას.
თბილისის ცენტრში, დარეჯან დედოფლის სასახლეც მიისაკუთრეს. იქაც არიან შუა ქალაქში, განცხრომაში.
ეს მონასტერი რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის პირდაპირი ინსტრუმენტია. ეს სასახლე დარეჯან დედოფალს წაართვეს და მონასტერი გახსნეს შიგ, რომ დარეჯან დედოფალს და მის შთამომავლებს მორიდებოდათ უკან დაბრუნება. ასეც მოხდა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
boone11
Crazy Member
ჯგუფი: Registered
boone11
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1383
წევრი No.: 262486
რეგისტრ.: 24-May 21
#61662702
· 1 Nov 2024, 21:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Jane_Eyre
Jane_Eyre
წქხვედი მონასტერში ???
არ უჩუჩუნდებათ იქაურებს ??
პაპაოებზე ფაილებმა გაჟონაო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ZAZAi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ZAZAi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 12652
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07
#61779510
· 12 Dec 2024, 22:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
(IMG:
https://img.forum.ge/J_5irUirXinJQZ.jpg
)
განა ბერი, რომელსაც განმარტოვება სურს, მაღალ და გამოსაჩენ ადგილას აძვრება და იქ დაყუდება?
სვიმონ მესვეტეს და კაცხის სვეტის ბინადრებს ეძღვნებათ :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gugaGve
Super Member
ჯგუფი: Registered
gugaGve
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 523
წევრი No.: 188060
რეგისტრ.: 27-June 14
#61872714
· 26 Jan 2025, 20:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ერთი მომენტია. იქნებ კიდეა ვიღაც უფრო ზემოთ, ან გვერდზე, თანაბარი იტოგში. ჰოდა მასთან საბრძოლველად ვჭირდებით? ჩვენგან მიღებული მარტივი ენერგია, ბრძოლის გამოცდილება და ა.შ. თუ ესეა კიდევ შეიძლება, ზა როძინუ ვთქვა :დდ
შენი პოსტიდან ჩანს რომ საერთოდ ღმერთზე და რწმენაზე წარმოდგენა არ გაქვს.
და ბევრის პოსტი ვნახე საერთოდ ამ განყში საერთოდ ღმერთის დეფინიცია არ ესმის ხალხს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
წერილები: 667
წევრი No.: 67616
რეგისტრ.: 16-July 08
#62624784
· 16 Jun 2026, 13:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
„ახლადაღკვეცილმა მონაზონმა [სქემოსანი ონოსიფორე - ერისკაცობაში ოთარი] მოძღვრის მცნებების აღსრულება დაიწყო. იგი გამორჩეული იყო „ფრიადი სიმდაბლით“ მორჩილებით, „დაუტევებელი შრომით“. მონასტრის წინამძღვარს გადაუწყვეტია ონოფრეს გამოცდა და დაიწყეს მისი დევნა, ეკლესიიდან გააძევეს, მრავალჯერ დატოვეს საზრდელის გარეშე.
გერმანე წინამძღვარი ამოწმებდა ბერს „გვირგვინსა მოთმინებისასა“, თუმცა ონოფრეს ღირსეულად დაუთმენია ყოველივე და ქრისტეს სიყვარულისთვის მწყემსისგან შენდობას ითხოვდა“.
ამგვარი გამოცდა, როგორც ჩანს, ქართულ მონასტერში დამკვიდრებული წესი იყო, ამგვარად მონასტრის გამოცდილი წინამძღვრები ამოწმებდნენ მონაზონთა სიმდაბლესა და მორჩილებას, გამოცდის შემდეგ კი შესაძლო იყო ბერის აღზევება ან კურთხევა“.
/ლევან ტყეშელაშვილი/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
adelasa
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
adelasa
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13149
წევრი No.: 188184
რეგისტრ.: 30-June 14
#62624838
· 16 Jun 2026, 14:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ამგვარი გამოცდა, როგორც ჩანს, ქართულ მონასტერში დამკვიდრებული წესი იყო,
Jane_Eyre
მარტო აქ არიყო, ეგ ზოგადად ტრადიცია იყო ასეთი, მაგრამ აქაც სწორად უნდა გავიგოთ კონტექსტს გააჩნია, ის მაგალითი რაც მოიყვანე, ზუსტად ადამიანის თავდაბლობის გამო კეთდება მაგრამ იყო შემთხვევა
ერთ-ერთ ბერს სხვამ უსამართლოდ მიაყენა შეურაცხყოფა. დაზარალებული ბერი, დიდი სიმდაბლის გამო, აპირებდა მისულოყო იმ მეორე ადამიანთან, ფეხებში ჩავარდნოდა და შენდობა ეთხოვა (მიუხედავად იმისა, რომ თავად იყო მართალი). წმინდა გრიგოლმა (ან დიდმა მოძღვარმა) ეს მკაცრად აუკრძალა და უთხრა. არ გააკეთოო, შენი ასეთი საქციელი მას სულიერად კი არ არგებს, არამედ პირიქით დააზიანებს. მას ეგონება, რომ მართალი იყო, ამპარტავნებაში ჩავარდება, თავის დანაშაულს ვერ მიხვდება და ჩათვლის, რომ სხვების ჩაგვრა და შეურაცხყოფა ნორმალურია,
მორჩილება არ არის მონობა, მონასტრული გამოცდა (როგორიც სქემოსან ონოსიფორეს შემთხვევაში აღწერეთ) ხდებოდა მოძღვრის მიერ, რომელიც სულიერად მკურნალობდა ბერს და ზრდიდა მას. ეს იყო კონტროლირებადი პროცესი. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ადამიანებს შორის უსამართლობას, იქ ბრმა დათმობა ხშირად ბოროტების წახალისება ხდება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
წერილები: 667
წევრი No.: 67616
რეგისტრ.: 16-July 08
#62624941
· 16 Jun 2026, 16:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(adelasa @ 16 Jun 2026, 14:23 )
QUOTE
ამგვარი გამოცდა, როგორც ჩანს, ქართულ მონასტერში დამკვიდრებული წესი იყო,
Jane_Eyre
მარტო აქ არიყო, ეგ ზოგადად ტრადიცია იყო ასეთი, მაგრამ აქაც სწორად უნდა გავიგოთ კონტექსტს გააჩნია, ის მაგალითი რაც მოიყვანე, ზუსტად ადამიანის თავდაბლობის გამო კეთდება მაგრამ იყო შემთხვევა
ერთ-ერთ ბერს სხვამ უსამართლოდ მიაყენა შეურაცხყოფა. დაზარალებული ბერი, დიდი სიმდაბლის გამო, აპირებდა მისულოყო იმ მეორე ადამიანთან, ფეხებში ჩავარდნოდა და შენდობა ეთხოვა (მიუხედავად იმისა, რომ თავად იყო მართალი). წმინდა გრიგოლმა (ან დიდმა მოძღვარმა) ეს მკაცრად აუკრძალა და უთხრა. არ გააკეთოო, შენი ასეთი საქციელი მას სულიერად კი არ არგებს, არამედ პირიქით დააზიანებს. მას ეგონება, რომ მართალი იყო, ამპარტავნებაში ჩავარდება, თავის დანაშაულს ვერ მიხვდება და ჩათვლის, რომ სხვების ჩაგვრა და შეურაცხყოფა ნორმალურია,
მორჩილება არ არის მონობა, მონასტრული გამოცდა (როგორიც სქემოსან ონოსიფორეს შემთხვევაში აღწერეთ) ხდებოდა მოძღვრის მიერ, რომელიც სულიერად მკურნალობდა ბერს და ზრდიდა მას. ეს იყო კონტროლირებადი პროცესი. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ადამიანებს შორის უსამართლობას, იქ ბრმა დათმობა ხშირად ბოროტების წახალისება ხდება.
მადლობა, ძალიან საინტერესოა თქვენი პოსტი :love:
* * *
„სხვაა ამპარტავნება ერისკაცისა და სხვა - ამპარტავნება მონაზვნებისა. ერისკაცთა ის არის, როცა მოყვასს თავს ამეტებენ და ამბობენ: მე უფრო დიდი ვარ ან მშვენიერი, ან მასზე უკეთესად მაცვია. თუ ამგვარ ყოფაში ვნახავთ თავს, ან თუ ვფიქრობთ, ჩვენი მონასტერი უფრო ძლიერია, ან ბევრი ძმა გვყავს, იცოდეთ, რომ ჯერ კიდევ ერისკაცების ამპარტავნებაში ვართ.
ბევრი ბუნებრივი საქმეებით ამაყობს: ლამაზი ხმით, ან ამბობს, კარგად და პატიოსნად ვმსახურებო. ესენი პირველებთან შედარებით უფრო მსუბუქ, მაგრამ მაინც ერისკაცთა ამპარტავნებაში არიან. ხოლო მონაზვნური ამპარტავნება ისაა, როცა კაცი თავს იწონებს მღვიძარებით, მარხვით ან სხვა რამ სახის მოღვაწეობით. არის კაცი, რომელიც განდიდების გამო მდაბლდება. ყოველივე ეს მონაზონთა ამპარტავნებაა. რაკი ვამაყობთ, უმჯობესია, სამონაზვნო, და არა ერისკაცთა საქმეებით მოვიწონოთ თავი“.
/წმ. აბბა დოროთე/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
წერილები: 667
წევრი No.: 67616
რეგისტრ.: 16-July 08
#62627352
· 18 Jun 2026, 12:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
„ - და რისი ბრალია, მამაო, რომ საკუთარ თავში ვიკეტებით და ამით ამ ერთობის განხორციელებას ვაბრკოლებთ?
-ერთობაში დაბრკოლებებს, არსებითად, ეგოიზმი წარმოშობს, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ. ეგოიზმი გვიბიძგებს, საკუთარი თავი სხვებისგან გამოვარჩიოთ და გვწამდეს, რომ ჩვენი მოსაზრება ყველაზე სწორია, ჩვენი დამოკიდებულება ყველაზე უტყუარია.ეგოიზმს იქამდე მივყავართ, რომ მხოლოდ ჩვენი წარმატება, მხოლოდ საკუთარი ცხონება გვადარდებს!
კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც, სავარაუდოდ, ძმებს შორის დისტანცირებას ახდენს და მათს დაახლოებას აყოვნებს, შეიძლება იყოს ხელსაქმეში ზღვარგადასული ჩაფლობა. ამ შემთხვევაში ხელსაქმე ერთობის დამაბრკოლებელი ხდება, რადგან არ ტოვებს დროს ძმების ერთად ყოფნის, საუბრის, გაცნობის, ამა თუ იმ საკითხზე ფიქრისთვის. ჩვენ, მონაზვნებს, უარვყავით რა ოჯახები, ნათესავები, მეგობრები და სხვ., აუცილებლად გვჭირდება, განვიცადოთ ჩვენი სულიერი ოჯახის სითბო, ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი საერთო მონაზვნური გზის პრობლემები, გავიხაროთ ჩვენ შორის სიყვარულის განცდით.
სულიერი ოჯახის წიაღში ჩემი ძმა უნდა განვიცადო გულით და არა ლოგიკით. ვიგრძნო იგი, როგორც საკუთარი ძმა, სიყვარულით და არა საჭიროებიდან გამომდინარე, და არც იმიტომ, რომ ასე გვმართებს. მონასტერში ჩვენს ერთობას ადგილი ან დრო კი არ განაპირობებს, არამედ დაცვა უფლის მცნებისა: „რაითი იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ“. ეს მცნება გონებისთვის წარმოუდგენელ სიღრმეს, განუსაზღვრელ ღირებულებას ანიჭებს ძმებს შორის ურთიერთობებს, რამეთუ პარალელს ავლებს ამ ურთიერთობებსა და წმინდა სამების მისტიურ ერთობას შორის!
გარდა ამისა, საღვთო ზიარებით მონაზვნური კრებულის ერთობა ღმერთთან ერთობის დონემდე მაღლდება. ვაი იმ უბადრუკს, რომელმაც საკუთარ თავსა და ძმებს შორის აღმართა ზღუდე, რომელიც საძმოს სხეულში საღვთო სისხლის მიმოქცევას აბრკოლებს! სავალალო შედეგი კი ის იქნება, რომ ამ ძმას „ინფარქტი“ დაემართოს და კიდევ უფრო სავალალო - სულიერი სიკვდილი იწვნიოს...
თუმცა ასევე, ეკლესიის, როგორც ქრისტეს სხეულის, დახასიათება სხვას არაფერს ცხადყოფს, თუ არა მორწმუნეების ერთმანეთში და ღმერთთან ერთობის მნიშვნელობასა და აუცილებლობას. ჩვენი ცხონება რაიმე ასკეზს, სათნოებას ან სხვა რომელიმე პირადულ მიღწევას რომ შეეძლოს, მაშინ ეკლესია აღარ იქნებოდა საჭირო. ის, რაც ჩვენ გვაცხოვნებს, უმთავრესად არის ჩვენი ერთობა ძმებსა და ქრისტესთან.
როგორც სხეულში არსებობს ჰარმონია და მის ნაწილებს შორის მჭიდრო კავშირი, რისი დარღვევაც მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ხდება შესაძლებელი, ასეთივე ჰარმონია უნდა იყოს ჩვენ შორის.
ასეთი თანხვედრა აქარწყლებს ეგოიზმსა და მის განშტოებებს, რამეთუ ძმის შეცდომას საკუთარ შეცდომად მივიჩნევ, მისი წინსვლით კი ისე ვხარობ, როგორც საკუთარით“.
/არქიმანდრიტი ქერუბიმი/
This post has been edited by
Jane_Eyre
on 18 Jun 2026, 12:33
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nozzaire
Colonel Nozzaire
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
nozzaire
Colonel Nozzaire
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 847
წევრი No.: 278240
რეგისტრ.: 25-May 26
#62627364
· 18 Jun 2026, 12:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ZAZAi @ 12 Dec 2024, 22:27 )
(IMG:
https://img.forum.ge/J_5irUirXinJQZ.jpg
)
განა ბერი, რომელსაც განმარტოვება სურს, მაღალ და გამოსაჩენ ადგილას აძვრება და იქ დაყუდება?
სვიმონ მესვეტეს და კაცხის სვეტის ბინადრებს ეძღვნებათ :)
სულელის გაკეთებულია ეგ კარიკატურაა თუ რაც ქვია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
კვარკი
The Sky is Empty
ჯგუფი: Registered
კვარკი
The Sky is Empty
ჯგუფი: Registered
წერილები: 470
წევრი No.: 258249
რეგისტრ.: 8-August 20
#62627496
· 18 Jun 2026, 14:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ZAZAi @ 12 Dec 2024, 22:27 )
(IMG:
https://img.forum.ge/J_5irUirXinJQZ.jpg
)
:lol: :lol: :lol:
* * *
QUOTE
სულელის გაკეთებულია ეგ კარიკატურაა თუ რაც ქვია
მართალია, მღვდლები და ბერები აღარ ცდილობენ მასე თავის მოჩვენებას, პირდაპირ დაგრიალობენ ჯიპებით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
წერილები: 667
წევრი No.: 67616
რეგისტრ.: 16-July 08
#62628357
· 19 Jun 2026, 11:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
„ბერმა ყოველთვის უნდა დაივიწყოს საკუთარი სათნოება: „დავივიწყენით სათნოებანი ჩუენნი და არა მოვიხსენენით სრულებანი ჩუენნი“, ე.ი. მონაზონმა სრულად უნდა დაივიწყოს თავისი სათნოებები, რათა მას ამპარტავნება არ შეეპაროს. მარტვირი მონაზონის სწავლებით სიმდაბლე „ყოველთა სათნოებათა საძირკველია“.
კ.კეკელიძე ასახელებს გამორჩეულ მოღვაწეებს, რომლებიც ასწავლიდნენ სიმდაბლის შესახებ: სიმდაბლე „უდიდეს საფუძვლად“ (ისიდორე პელუსიელი), „მტკიცე საწყისად“, „შეურყეველ საძირკველად“ (იოანე ოქროპირი). სიმდაბლეზეა დაშენებული ყველა სხვა სათნოება. დადოხოს ფოტიკელის მიხედვით: „სიმდაბლე არის დავიწყება საკუთარი ღვაწლისა და თავისი თავის დამცირება“. ანტონი დიდის მიხედვით „თუ შენ დაგიწყებენ ქებას შენი საქმეებისთვის, არ გაგიხარდეს ეს. ეცადე დამალო ასეთი საქმეები“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სიმდაბლე მონაზვნური ღვაწლის ფუნდამენტური საფუძველია, რომლის გარეშეც მონაზონი ღვთისკენ სავალ გზაზე წარმატებას ვერ მიაღწევს, თუმცა, დიდი ასკეტების სწავლების მიხედვით მონაზონმა საერთოდ უნდა უარყოს თავისი ყველა სათნოება და მიღწევა, ამიტომ იყო, რომ არაერთი ცნობილი მამა ფარულად აღასრულებდა სათნოებებსა და დიდ საქმეებს და საკუთარ დამსახურებათა წარმოჩენას საერთოდ ერიდებოდა“.
/ლევან ტყეშელაშვილი/
* * *
„ასწავლე თვალებს, არ იყურონ კადნიერად, რადგან კადნიერება არის ის, რაც მონაზვნის მთელ შრომას ღუპავს“.
* * *
„კარგად თქვა მამა პიმენმა, მონაზონი განსაცდელში იცნობაო. ღვთის ჭეშმარიტ მსახურებაში მყოფი მონაზონიც წინასწარვე მზად უნდა იყოს განსაცდელების დასათმენად. მათი წვევისას არ უნდა გაოცდეს, არც აღშფოთდეს, არამედ სწამდეს, რომ ღვთის განგების გარეშე არაფერი ხდება. სადაც ღვთის განგებაა, იქ უეჭველად სულისთვის უმჯობესიც არის“.
/წმ. აბბა დოროთე/
„ამა წლის 14 მარტს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია) ბაღდათის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში არსებულ წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში მონაზვნად აღკვეცა მორჩილი ზურაბ გამეზარდაშვილი, რომელსაც სახელად ლაზარე უწოდა.
მონაზონი ლაზარე ბერიეთის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.“
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
წერილები: 667
წევრი No.: 67616
რეგისტრ.: 16-July 08
#62630638
· 21 Jun 2026, 16:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
“-მამაო, ნება მოგვეცით, ერთი პრაქტიკული შეკითხვა დავსვათ: მაგალითად, ვხედავთ, რომ რომელიმე ძმა, სულიერი თვალსაზრისით, უინტერესო წიგნს კითხულობს, არადა შეეძლო, რაიმე სულის სასარგებლო შეერჩია. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ? უნდა მივცეთ შენიშვნა თუ არა? რომელია მართებული მონაზვნური მიდგომა?
-შეიძლება ვთქვათ, რომ არასულიერი წიგნის კითხვის მაგალითზე სიყვარული გვავალდებულებს, ზრდილობიანად ჩავერიოთ ან ძმის წინაშე მუხლი მოვიყაროთ და ვევედროთ, რომ რაიმე უფრო სულიერი წაიკითხოს.
თუმცა ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ცხოვრების მეორეხარისხოვანი საკითხების მახეში არ გავებათ და არ მოვითხოვოთ, ზედმიწევნით იქნეს დაცული მონასტრის გარეგნული ფუნქციონირების გარდაუვალი კანონები, როგორც, მაგალითად, მორჩილებების რეგულაცია, მორჩილებაზე მომსახურე ძმათა ურთიერთობები, დღიური განწესი და სხვ. ყოველივე ეს გახლავთ „პიტნაკი და ცერეცო და ძირაკი“.
ეს, ცხადია, სასარგებლოა მონასტრის მოწესრიგებისათვის, მაგრამ, თუ ამან მთელი ჩვენი სულიერი ძალები შეისრუტა, დავკარგავთ ჩვენი მონაზვნური ცხოვრების მთავარ არსს, ანუ ღმერთის თანამყოფობის განცდას ჩვენს გულში, გონებასა და სულში, თანახმად მეფსალმუნისა: „წინასწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის... რაითა არა შევიძრა“.
თუ ამ სულიერ დონემდე დავეშვებით, უკვე საუბარიც ზედმეტია. ალბათ ზეცას დედამიწაზე ჩამოვიტანთ, ნაცვლად იმისა, რომ დედამიწის ზეცად აყვანას ვცდილობდეთ.
ყოველდღიურ საკითხებში საერთო გამოსავალი, ალბათ, არ არსებობს, რადგან განსხვავებული ხასიათის მქონენი ვართ და თითოეულ საკითხზე ერთმანეთისგან განსხვავებული მრავალი მოსაზრება არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მოწოდებულნი ვართ, გავხდით მადლით ღმერთები, ასეთებისთვის კი ესოდენ უმნიშვნელო პრობლემები არ არსებობს“.
/არქიმანდრიტი ქერუბიმი/
* * *
„მორჩილება“ შვილი არის სიმდაბლისა და აღზრდილი მისი“. ლოგიკურია, რომ სიმდაბლიდან გამომდინარეობს მორჩილება, ერთი მეორეს წარმოშობს. თუკი მონაზონი არ დამდაბლდება, ის ვერ იტვირთავს მორჩილებას, ვერც შეძლებს.
მონაზვნისთვის ეს ორი მცნება ალბათ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ამიტომ წმინდა მამები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ.
„უკეთუ არა დამდაბლდეს კაცი, არა დაემორჩილოს, რამეთუ მდაბალი ყოველსა ზედა მორჩილ არს“ (დიადოხოს ფოტიკელი). ის არის კარი ზნეობრივი სრულყოფისა. ე.ი. მონაზვნის ზნეობრივ სრულყოფის გზაზე სიმდაბლე უმთავრესი მცნებაა, განსაკუთრებით მონაზვნისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერც მორჩილებას შეიძენს და ვერც ზნეობრივი თვალსაზრისით განვითარდება, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ის მონაზვნურ ღვაწლს ვერ შეძლებს“.
/ლევან ტყეშელაშვილი/
This post has been edited by
Jane_Eyre
on 21 Jun 2026, 16:18
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(16)
« პირველი
...
5
6
[7]
8
9
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0351 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.