ეგ შენი ინტერპრეტაციაა თორემ აფსოლიტური არცერთი არ დაგიდასტურებს ამას ...მაგ 900 წლებით გამოდის 6000 წელი თორემ მანდ რომ ერთი ნული მოაკლო გამოვა რომ ეს სამყარო 2000 წლის არის ...ხოლო 2000 წლის წინ ქრისტე დაიბადა

ოკ ჩამოვწეროთ ევოლუცით რა სიმახინჯებს ვიღებთ
1) ადამიანს არ გააჩნია არანაირი ღირებულება ამ სამყაროში და გაიგივებული ბაქტერიასთან, ცხოველთან, მწერთან, ვირთხასთან და სხვა
2) ადამიანის დაცემა არ მომხდარა. თუ რაღაც მწვერვალს მიაღწია და ღმერთი შეიცნო, დაუბრუნდა ისევ თავის პირვანდელ მდგომარეობას
3) ღმერთმა თავისი ქმნილება ჯერ შექმნა როცა ადამიანიც კი არ იყო მაგ დროს და მერე არაფრისგამო კომეტების თუ ვულკანების წვიმები ატეხა თავს სადაც გაწყვიტა 99% არსება ..ვინც შეეძლო სოროში დამალვა ხო ბეწვზე გადაურჩნენ...მერე ეგეც არ იკმარა კიდევ რომ გამრავლდა სიცოცხლე ადამიანების წინაპრების ჩათვლით, დიდი გამყინვარება მოუვლინა .....თან ღმერთი ასე ქმნიდა და თან თავისთავს ეუბნებოდა კარგიაო
4) ადამიანის ეგოისტური მიდგომა როცა მწვერვალზე ავიდა და ღმერთი შეიცნო, საერთოდ იგნორს უკეთებს სხვა დანარჩენ ჰომოსაპიენსებს მაგას ვინ ჩივის საკუთარ დედას რომ არ გაუმხელს ღვთის არსებობას და ედემში არ დაპატიჟებს ნეტა რა ქვია მასეთ კაცს? რაც ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მთავარ ცნებას "გიყვარდეს ერთმანეთიო" ...
5) ქრისტეს გენეოლოგიას ლუკა მახარობელი ღვთისგან იწყებს მერე ადამი
სეთი და ასე შემდეგ ...თითქოს გამოდის რომ ისინი საერთოდ არ არსებობდნენ
6) ადამმა როცა შესცოდა მაშინ დაიწყევლა მიწა წერია ბიბლიაში არადა სულ დაწყევლილი არ იყო ?
7) ევოლუციის თანახმად ადამიანი (ჰომოსაპიენსები) და მისი წინაპრები (ნეიდერტატიანელები და სხვები) ცოდვილები გაჩდნენ მაშინ ისმის ლეგიტიმური კითხვა თუ რისთვის მოვიდა ქრისტე?
8) მთელი ქრისტიანული მოძღვრება არის ადამის ცოდვისგან განთავისუფლება მაშინ ისმის ლეგიტიმური კითხვა რა ბედი ეწევათ ადამის წინაპრებს? რატომ არ საუბრობს ბიბლია და ქრისტიანული რელიგია იმ ადამიანებზე ვინც ადამის წინაპრები იყვნენ?
9) ადამის წინაპრები ბიბლიის თანახმად არ აღდგებიან ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს
10) ღმერთმა დაივიწყა ჰომოსაპიენსები და მათი წინამორბედები თითქოს საერთოდ არ არსებობდნენ
და ასე შემიძლია ეს ფორუმი გავავსო მსგავსი სიმახინჯეებით
* * *
AWP-X