lasha kakauridzeჯერ მილიარდ წლებზე ვიტყვი რომ კი ბატონო მილიარდ წლებში შეიქმნა ეს სამყარო 14 თუ 13 არსობრივი მნიშვნელობა არ აქვს.
თუმცა ქრისტიანული თვალსაზრისით ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამ საკითხს. არ მგონია რომ ღმერთმა შექმნა ეს სამყარო მერე იჯდა 14 მილიარდი წელი ელოდა და მერე დაიწყო ადამიანის შექმნა.
ცოტა გავშლი ეხლა ამ საკითხს ქრისტიანულ ჭრილში.
როცა ვსაუბრობთ ღმერთზე მასთან მიმართებაში ყველაფერი პირობითია დროც, სივრცეც, მანძილიც და სხვა ყველაფერი. ღმერთი ამ ყველაფრის მიღმაა და თავად ქმნის ამ ყველაფერს და უწესებს კანონებს.
მაგალითად ღმერთმა დაუდგინა მოქმედების წესები სამყაროს უმცირეს ნაწილაკებს ფერმიონებს და ბოზონებს როგორ ორბიტაზე იმოძრაონ, რამდენი იყვნენ, რა მასა ჰქონდეთ და სხვა.
ადვილად გასაგები რომ იყოს რაზეც ვსაუბრობ ნახე ეს მოკლე ნაწყვეტი სულ 3-4 წუთი გრძელდება ამ თემაზე. ძაან კარგაა ყველაფერი ახსნილი.
ესეც ლინკი.
https://youtu.be/jwO4q8j-aYE?si=Mfp9Q2eunkOyNrzD&t=874შემდეგ. ანუ ღმერთმა ყველაფერს ამ სამყაროში უმცირესი ნაწილაკებით დაწყებული მისცა მოქმედების თავისი პროგრამა. ამიტომ ამ სამყაროს კანონებით შეუძლებელი ღმერთისთვის ყველაფერი შესაძლებელია რადგან თვითონ იგონებს და აწესებს ამ კანონებს. მაგალითად ვამბობთ რომ სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფი სიჩქარე არ არსებობს. ამ სამყაროს კანონებში კი თუმცა ღმერთს შეუძლია სხვა კანონებით უფრო მეტი სიჩქარეც შექმნას. სხვა მაგალითი როცა უფალმა აღადგინა მკვდრეთით ლაზარე უცებ წამებში მოხდა ის რომ დღეების მანძილზე გახრწნილი სხეული გამთელდა ანუ წამებში მოხდა ის რასაც ზოგადად შეიძლება დღეები და თვეები სჭირდება ვგულისხმობ ადამიანის სხეულის აღდგენას და ამ სასწაულს განვიხილავ დროით კონტექსტში. ანუ ღმერთისთვის ყველაფერი შეუძლებელი შესაძლებელია.
კიდე ერთ მაგალითს ვიტყვი ჭადრაკის ცარიელ დაფაზე რა ფიგურებსაც დავალაგებთ და რა წესებსაც დავუდგენთ ისეთი პოზიციები შეიქმნება და ისეთი თამაში თავისი ახალი წესებით. ღმერთს შეუძლია ნებისმიერი წესებით შექმნას და შეცვალოს სამყარო მოკლედ გააკეთოს ის რაც უნდა.
ამ თემაზე კიდევ ერთ კარგ ნაწყვეტს დავდებ 2-3 წუთიანია აუცილებლად ნახე. ანუ საუბარია იმ კოსმოლოგიურ წესებზე რაც სამყაროშია თუ შევიტანთ მცირე ცვლილებებს რა დაემართება სამყაროს და როგორ ჩამოიქცევა. ანუ როგორ ზუსტადაა მორგებული და დაყენებული ეს კანონები რომ სამყარომ ჰარმონიულად იფუნქციონიროს და იყოს ისეთი როგორც ეხლაა.
ესეც ლინკი.
https://www.youtube.com/watch?v=8CQ9ncymdhY&t=598sკარგ აქცენტებს აკეთებს წამყვანი. იმიტომ ვდებ რომ ამბობ არ გიყურებია და რაც ამ ვიდეოებში ყველაზე მნიშვნელოვანია იმათ გამოვყოფ და რაც თემას ეხება.
რაც შეეხება მეორე საკითხს ვინ დააწესა ეს სტანდარტი რომ თუ მეცნიერება იტყვის რომ სამყაროს არ აქვს უნარი მისი სირთულიდან და სხვა კონსტრუქციული თავისებურებებიდან გამომდინარე შექმნას საკუთარი თავი და თავისით აეწყო დაეწყოს და პირიქით მის შექმნაში ვინმეს ხელი ურევია ეს აღარ იქნება მეცნიერება.
მეცნიერების მიზანია კონკრეტულ კითხვას გასცეს კონკრეტული ზუსტი პასუხი და არა ის რა ეთიკურია თუ არა ეთიკური.
კონკრეტულ ობიექტს აქვს უნარი შექმნას თავისით თუ ვიღაცის მიერ. თუ მაგ რომელიმე პლანეტაზე ვიპოვით რთულ ნივთს მაგ რამე მოწყობილობას. არცერთი მეცნიერი არ იტყვის რომ ის ტავისით აეწყო არამედ რომ ის ვიღაცამ გააკეთა და მერე გამოთქვავენ სხვადასხვა ვერსიებს ეს ვიღაცა ვინ შეიძლება ყოფილიყო მაგ იმ პლანეტაზე მცხოვრები გადაშენებული ცივილიზაცია თუ სხვა. უამრავი მეცნიერია ვინც ზუსტად ამ ლოგიკიდან გამომდინარე რომ ხედავს სამყაროში არსებულ ობიექტებს არ შეუძლიათ გაჩენა თავისით ანუ საკუთარი თავის თვითონ შექმნა აღიარებს ღმერთის არსებობას და ღიად საუბრობს ამაზე. ამის გამო რა ისინი მეცნიერები აღარ არიან.
ან ავიღოთ სხვა თემა უცხოპლანეტელები უამრავი მეცნიერია ვინც ამტკიცებს რომ პირამიდები, სტოუნხენჯი, ნასკას ნახატები უცხოპლანეტელებმა გააკეთეს რადგან მარტივი ლოგიკაა პირამიდა თავისით ვერ გაჩნდებოდა და მასში არსებული სირთულიდან გამომდინარე მის მშენებლობას მიაწერენ უცხო ტექნიკურად აღმატებულ ცივილიზაციას. უამრავი ქართველი ერთი ვიდეო ამ ტემაშიც დავდე და უცხოელი მეცნიერი საუბრობს უცხოპლანეტელების არსებობაზე რომლებიც ახლოს არიან და ჩვენთან კონტაქტში არ შემოდიან გვაკვირდებიან თუ რაც. სენატშიც კია ამაზე განხილვები და პრესა ტელევიზია ამაზე საუბრობს და თუ უცხოპლანეტელებზე შეიძლება საუბარი და მათი არსებობის მტკიცება რომლებიც თვალითაც არ გვინახავს რატომ არ შეიძლება ღმერთზე ზუსტად მეცნიერული ფაქტობრივი დასაბუთებებიდან გამომდინარე რაზეც უკვე დავწერე ზემოთ.
ადამიანმა არ უნდა მისცე უფლება სხვას თავს მოგახვიოს თავისი სტანდარტები ამის თქმა შეიძლება იმისთქმა არ შეიძლება მითუმეტეს ათეისტებს რომლებიც ჯერ ელემენტარულსაც ვერ მიმხვდარან რომ ამ სამყაროს უყურებდე და ამბობდე ეს ყველაფერი თავისით აეწყოო მსგავსია პირამიდას უყურებდე და იგივეს ამტკიცებდე თავისით აშენდაო. რაშია მაშინ მათი პრობლემა იმაში რომ არ შედიან სამყაროს კანონების სიღრმეებში და არ ინტერესდებიან სხვადასხვა სფეროებით ერთი მარტო მათემატიკის კუთხიდან უყურებს ყველაფერს მეორე ფიზიკის ან ქიმიის და ბუნებრივია ჩაკეტილი არიან მარტო იმ ერთი საგნის ჩარჩოებში მათი აზროვნება.
რაც შეეხება პრობლემას კოსმოლოგიასთან მე ის პრობლემა მაქვს რომ კოსმოსთან დაკავშირებით ბევრი რამე არ ვიცით სია უკვე ჩამოვთვალე წინა პოსტში და ნუ გამოდიან და მეცნიერულ ჰიპოთეზებს გვასაღებენ მეცნიერულ ფაქტად თან ისეთ სმითუმეტეს რომელიც დაფუძნებულია იმ პრინციპზე რომ ყველაფერი თავისით იქმნება და ქრისტიანებმა უკვე თავშივე ვიცით რომ ეს თეორია მცდარია და საჭიროებს კორექტირებას. რომ თავისით არსად არაფერი არ შექმნილა.
ხოდა ჯეიმს ვებმა დაასრულა ეს ხანა და ეხლა უკვე საუბრობენ რომ თურმე რამდენი რამე არ ვიცით და შესაცვლელი გვაქვს. ეს პროცესი კი ბუნებრივია გაგრძელდება როცა ევკლიდიდან წამოვა ახალი ინფორმაციები და კიდე უფრო მძლავრი სატელიტები გაეშვება კოსმოსში.
მარტივი პრინციპია რაც უფრო სიღრმეში ვიხედებით უფრო მეტ სირთულეს ვხედავთ და მანამდე არსებული ჩვენი წარმოდგენები კარტებისგან აშენებული სახლებივით იშლება.
ასე იყო წინა საუკუნეებში და ასე იქნება მომავალ წლებშიც.
This post has been edited by daviti35 on 11 Jun 2025, 22:33