არა ეგ არ მიგულისხმია

....ლოგიკასთან ახლოს მაინც უნდა იყოს რომ კარგი საუბარი გამოვიდეს ....
გასაგებია შენი გულისტკივილი თოთო ბავშვებზე მეც გული მტკივა როცა ადრეულ ასაკში ადამიანები კვდებიან ...
მოდი ერთად დავხატოთ ვარიანტები და რას მივიღებთ ....მეც მიფიქრია აი ესე რომ ყოფილიყო და ეს ისე
ვარიანტი 1
თოთო ბავშვები 1-5 წლამდე არ ავადმყოფობდნენ და არ კვდებოდნენ...ხოლო 6 წლიდან 100 წლამდე ჩვეულებრივად ექვემდებარებოდეს ბუნების კანონებს
ამ შემთხვევაში ბავშვებს არ უწევთ სიცხე, გაციება, არც შიმშილი და წყურვილი აწუხებთ არც კიბო და არც სიკვდილი ემუქრებოდეს ....თუ ბავშვი გაუაზრებლად 8 სართულიდან გადახტა გრავიტაცია ითიშებოდეს, თუ მანქანით შეჯახება მოხდა თოთო ბავშვი ყველავარიანში უნდა გადარჩეს ....თუ პედოფილი ან მანიაკი მოისურვებდა ბავშვზე ძალადობას ყვ..ბი გაექრო და ასე შემდეგ ....აი ეს სურათი ეხლა მოგწონს?აი ესეთ სამყაროში რომ გეცხოვრა სადაც იქ არ მოქმედებს ფიზიკის კანონები, ხოლო აქ მოქმედებს
ვარიანტი 2
არცერთზე არ მოქმედებდეს დაშლა და ხრწნა სიკვდილი....დაეტოვა ღმერთს ისე როგორც თავდაპირველად შექმნა....სურათი ასეთი იქნებოდა გიტლერი უსასრულოდ ექნებოდა წყურვილი ებრაელების დახოცვის თუმცა ვერ დახოცავდა...მანიაკს უსასრულოდ ექნებოდა სურვილი ადამიანების ხოცვის, მატყუარას ტყუილი, უსამართლოს უსამართლობა, ამპარტავნებს ამპარტავნება და ასე შემდეგ ....საშინელ სურათს ვიღებთ ფაქტიურად სურათი იხატება როგორც ეხლა დაცემულ ანგელოზებს აქვთ დაუსრულებელი წყურვილი ბოროტების
ბევრი ვარიანტები შეიძლება რომ ჩამოვწეროთ (თუ გინდა შენც მოიფიქრე რამე) მაგრამ საბოლოოდ მივდივართ იქამდე რომ ღმერთს დავუწუნოთ რომ ქმნილება თავისუფალი შექმნა .....თუ ღმერთი თავისუფლებას არ შექმნიდა ყველაფერი მწყობრში დგება ...ანგელოზი არ ამბოხდებოდა, ადამიანი ცოდვაში არ ჩავარდებოდა და ვიქნებოდით დამჯერე ღმერთის ......თუმცა ყველაზე დიდი სიკეთე სწორედ თავისუფლების შექმნააა ....რა ჯობია შენითვე რომ წყვიტავ ყველაფერს ....შეგიძლია ღმერთზე კი გაილაშქრო
ანუ ღმერთან პრეტენზია უნდა გვქონდეს თუ რატომ შეგვქმნა ჩვენ თავისუფლები....არადა ყველაზე დიდი სიკეთესთან ვიქნებოდით მოკლებულნი
ამბობ რომ ტანჯვა არ შეექმნა ....რას გულისხმობ ტანჯვაში? სიცხე რომ ამიწევს ეს ტანჯვაა თუ არა....შიმშილის და წყურვილის გრძნობა რომ მაქვს ტანჯვა არ არის?.....
ამბობ რომ სატანა არ შეექმნა და სხვა ანგელოზი შეექმნაო ...ცოტა ღიმილის მომგვრელი ასეთი მაგალითი ....მიქაელი რომ შექმნა გონია მას არ ააქვს ღმერთზე გალაშქრების პოტენციალი?...მიქაელი და სატანა ერთ რანგში შექმნა თუმცა თავისი ნებით ერთი დაემორჩილა და მეორე გაშორდა
ამბობ რომ სატანისთვის წაერთმია ის მინიჭებული თავისუფლება რომ ედემის ბაღში შესვლა აეკრძალა ....შენი კითხვა უფრო სწორი იქნებოდა რატომ შექმნა ღმერთმა ქმნილებაზე თავისუფლება
დასკვნა
თუ ღმერთი შექმნიდა ისეთ სამყაროს სადაც არავინ აუჯანყდებოდა, ვერავინ ბოროტებას ჩაიდენდა, და ვერავინ არჩევანს გააკეთებდა ...მაშინ აღარ იქნებოდა არც სიკეთე, არც სიყვარული, არც მორჩილება არამედ ერთი პროგრამული სამყარო სადაც ყველაფერი გეგმა ზომიერად მიდის....მიქაელის და გაბრიელის არსებობასაც აზრი აქვს მხოლოდ როდესაც მასაც აქვთ აჯანყების შესაძლებლობა ....წინააღმდეგ შემთხვევაში მორჩილება იქნებოდა რაღაც ავტომატიზირებული სისტემა
ძაან არ მოგწონთ თავისუფლება ...არადა მის გარეშე კარგიც არ იარებებდა
* * *
დაისი