#62433129 · 13 Jan 2026, 13:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაისი
| QUOTE | ხოდა ვერ გადაგვარჩინა. არაფერი შეცვლილა ქრისტეს მოსვლით. ისევ უსამართლობა, ისევ ტანჯვა-წამება, ისევ კვდებიან და იტანჯებიან ბავშვებიც და ზრდასრული ადამიანებიც.
ის რო ვითომ მომავალში სამოთხეში მოხვდები მღვდელს და ეკლესიას თუ მოუსმენ, ეგეც დიდი სიყალბე მგონია. არც სამოთხიდან მოსული ადამინი გვინახავს და არც სამოთხე. ამიტო ჯობია ადამიანმა იცხოვრო შენ გემოზე, შენი სიმართლით და შენი ადამიანობით. |
რა თქმა უნდა, თავიანთ გემოზე, თავიანთი სიმართლითა და ადამიანობით ცხოვრობენ დიქტატორები, მთელი საზოგადოებები, რომლებისთვისაც კასტური უთანასწორობა ნორმაა, ძაღლის ხორცი გემრიელი კერძია, ისინიც, ვისთვისაც "პატივის მკვლელობა" ღირსების თემაა... რა მოსატანია აქ ქრისტესმიერი სწავლებების ის ცვლილებები, როგორებიცაა: თანასწორობა, არა კაც-კვლა, არამომხვეჭელობა, თავმდაბლობა, პატიება და ა.შ.
--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
|