დათიკო
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Moderators
წერილები: 32868
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
|
#62462024 · 6 Feb 2026, 02:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაისი
| QUOTE | | ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს! ჯერ ერთი სადღაც შორეულ მომავალში უცნობ განზომილებაში დანაპირების შესრულების არაფერი მტკიცბეულება არ გაქვს გარდა რელიგიური პირების მიერ შემუშავებული იდეოლოგიისა, რომლის გადამოწმება შეუძლებელია. ანუ შენი რწმენა და შეხედულებები აგებულია ადამიანების იდეოლოგიაზე რომელიც ვერ მტკიცდება. მეორე, აბა წადი ეხლა და შვილმკვდარ დედას უთხარი მერე რაა რო შვილი მოგიკვდა, ის 2 წლის იყო, ღმერთის დანაპირები ეხლა არ შესრულდა მაგრამ როცა მოკვდები მერე შეგისრულებსო, რა განწყობაზე დადგება. აბსურდია ეგ ყველაფერი, მიუღებელი და ამავდროს ადამიანის ისედაც დამძიმებულ მდგომარეობას უარესად ამწვავებს. შენ რო გჯერა და ლამაზად გეჩვენება ეგ ყველაფერი, აფსოლიტურად არაფერს ნიშნავს. |
რწმენის გარეშე საერთოდ უაზრობაა ეს საუბარი. დედა, რომელსაც შვილი გარდაეცვალა და მიაჩნია, რომ იმქვეყნად არაფერი არსებობს, არც ღმერთის სწამს, მისთვის უზარმაზარი ტრაგედიაა და მისი ნუგეში წარმოუდგენელია. მაგრამ ადამიანი, რომელსაც ღმერთის სწამს, შესაბამისად ფიზიკური სიკვდილის შემდგომი სიცოცხლის, მისი ნუგეში შესაძლებელია. ჩვენ ადამიანები ვართ და ცხადია რაც არ უნდა მორწმუნე იყო ტრაგედიაა შვილის გარდაცვალება, მაგრამ მას თუ სწამს იცის, რომ მისი შვილი მიღმიერ სამყაროშია. რწმენის გარეშე ყველა მსგავსი ტრაგედია სასოწარკვეთილებაში ჩააგდებდა მთელ სამყაროს. მინდა იცოდე, რომ როდესაც მე ვსაუბრობ ღმერთის სამართლიანობაზე, მივმართავ მხოლოდ იმას, ვისაც სწამს ღმერთის. ათეისტისთვის მსგავსი რამის რწმუნება შეუძლებელია და უაზრობაა. ღმერთი თუ არ არსებობს, მაშინ როგორ ვეტყვი შვილმკვდარ დედას შენი შვილი უფალმა წაიყვანაო?! ეგეთი სულელი გგონივარ?! შენ კი ამას იმიტომ გიწერ, რომ კითხვებს სვამ და საუბრობ ამაზე, თორე ასი წელი მსგავს თემაზე შენთან არ ვისაუბრებდი. რწმენის გარეშე უაზრობაა ეს საუბარი. მუდმივად გეუბნები ამას, მაგრამ შენ არ იშლი და დაუსრულებლად ლაპარაკობ იმაზე, ვისიც არ გწამს. სერიოზული პრობლემა გაქვს მეგობარო  ) | QUOTE | | ეგ ტყუილია. უამრავი მაგალითებია მოყვანილი ბიბლიაში და შენც დააციტირე სადაც ცალსახათ დასტურდება რო მიუხედავათ იმისა რო ადამიანებს სწამდათ ღმერთის მაინც წამებაში, და ტკივილებ გამოვლილი ცხოვრებით იცხოვრეს და ბოლოს დაიხოცნენ. ზოგი ცხოველებმა შეჭამეს და ზოგი წამებით მოკლეს. ასე რო ეგ იდეოლოგია დასაწყისშივე მცდარი და მიუღებელია. |
შენი ეს პასუხი სრულიად სხვა თემას ეხმიანება და არა იმას, რაც მე დავწერე მაგ კონკრეტულ მომენტში. განა იობის ამბავი თავად არ გაგახსენე? რა თქმა უნდა მორწმუნეები იტანჯებიან. თუმცა, ღმერთი მათზე ამ ტანჯვას უშვებს მათივე სულიერი ზრდისთვის. ცხონების გზა კომფორტული გზა არ არის. ეს ეკლესიანი გზაა და თავად ქრისტე ეუბნება მოწაფეებს, ჩემსავით მიიღებთ ტანჯვასო. ჩემი ტექსტი კი თავისუფალ ნებას ეხებოდა. ადამიანი თავისი ნებით ირჩევს კეთილსა და ბოროტს. თუ მას უნდა ცხონება, ის აირჩებს ღვთის გზას, რომელიც რთული და ტანჯვით სავსეა და ეს ტანჯვა ღვთის მიერ არის დაშვებული. კარგად იცის ღმერთმა რაც ჭირდება ადამიანს სულიერი ზრდისთვის, სავარძელში წამოწოლილი სერიალების ყურებით ვერ ცხონდება კაცი. რთული და განსაცდელით სავსე ცხოვრებით უნდა იცხოვროს.
| QUOTE | | თურმე ის ჩვილი ბავშვები რომლებიც სიმსივნეებითა და სხვადასხვა დაავადებით მოკვდნენ, ღმერთმა საჭიროდ არ ჩათვალა დახმარებოდა და სიცოცხლე შეენარჩუნებინა. სასტიკი ღმერთი გყოლია. მასეთი ღმერთი ბევრ ჩვენგანს არ გვჭირდება. |
რაც არ გჭირდება ღმერთმა არ მოგცეს (რომლისაც არ გწამს) ჩვენ კი, ვისაც გვწამს ღმერთის და მიგვაჩნია, რომ ის კაცთმოყვარეა და სამართლიანი, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი განსაცდელი ჩვენი სულის ცხონებისთვისაა განკუთვნილი. ხოლო ის ვინც აღარაა ჩვენს გვერდით, მიღმიერ სამყაროშია და განაგრძობს არსებობას. სულერთია თუკი შენ ამის გწამს, არ გწამს, მორწმუნეებისთვის ეს არაფერს ცვლის. ანუ, ვისაც გვჯერა გაგვატარეთ...
| QUOTE | | როგორ უნდა დაიჯეროს ადამიანმა რო ჩვილ ბავშვებს ის ტანჯვით სიკდვილი სჭირდებოდათ რომლითაც მოკვდნენ. თურმე ჩვილი ბავშვების სულის გამოწრთობა მოისურვა შენმა ღმერთმა და ასე დაუნდობლად მიაგდო და მიატოვა. სრული აფსურდი. როგორ უნდა სწამდეს ადამიანს მასეთი აფსურდების ადამიანს წარმოუდგენელია. მაგრამ რელიგიური ზეგავლენა დიდია და ამის მაგალითი აი შენც ხარ აქ. |
არც შენ, არც მე და არც არავინ ამქვეყანაზე, გარდა ღმერთისა, არ იცის სად მიდიან გარდაცვლილი ადამიანები. ის ფაქტი, რომ სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ არ სრულდება, ისევე გვწამს როგორც ეხლა რომ ამას ვწერ. ამიტომ მიატოვა, მიაგდო კი არა ჩვენი რწმენით უკეთეს სამყაროში გადაიყვანა.
| QUOTE | | ხო აბა ეხლა აფსურდული იდეოლოგიის მიმდევარი ვერ ვიქნები. ჯერ ღვთის კეთილი საქმეები დამანახე და მერე იმეორე ეგ რასაც წერ. ღმერთი თუ სიყვარულია და უყვარს ადამიანები, საქმით უნდა დაგვანახოს და არა მდუმარებით. ის იდეოლოგია რომელიც დაგაჯერეს ეკლესიაში რო უცნობ მომავალში, უცნობ განზომილებაში ღმერთი იზრუნებს ადამიანებზე, არაა საკმარისი და არაა დამტკიცებული. ეგ არის არსებული მოცემულობის მომავალში გადასროლა ადამიანების დასაბოლებლად რასაც ბევრი ჩვენგანი არ წამოეგება. |
საინტერესოა, ამ ბევრ ჩვენთანაგში საკუთარ თავსაც თვლი?  შენ ღმერთის არსებობის საერთოდ არ გწამს, შესაბამისად არ გწამს არც მისი თვისებების, არც მისი დამოპკიდებულების ადამიანების მიმართ. რანაირად შეგიძლია ისაუბრო მის ამა თუ იმ გადაწყვეტილებებზე, როცა მიგაჩნია რომ ის არ არსებობს?! თუ მიგაჩნია რომ ეს იდეოლოგია აფსურდულია, შეწი ნებაა და მე მესმის - თუკი შენ ვერ ხედავ შუქს, ნებისმიერი მცდელობა აგიხსნა როგორია სინათლე, აზრს მოკლებული იქნება. შენ კი დამდგარხარ და იმეორებ შუქი არ არსებობსო. არადა, ჩვენ მას ვხედავთ (რწმენით). ღმერთის სიყვარულში შეგაქვს ეჭვი და ამ დროს მისი არსებობის არ გჯერა. რაღაც აფსურდში ხარ თავად მოხვედრილი. არ გწამს, ნუ გწამს, შენ შენთვის, ჩვენ ჩვენთვის. არა, მაინცდამაინც უნდა მოხვიდე და გვიმტკიცო, რომ ჩვენი ღმერთი არასამართლიანია, იმიტომ რომ შენ მისი არსებობის არ გწამს. თავად ხვდები რა პარადოქსში ხარ? | QUOTE | | ეგ არაფერს ცვლის. მასე ის მუსლიმი ფუნდამელისტებიც იყვნენ თავს რო იფეთქებდნენ და სხვებსაც აფეთქებვდნენ, მყარათ სჯეროდათ რო სამოთხეში დაიდებდნენ ბინას მასეთი ქმედებით მაგრამ ცდებოდნენ და ამაში შენც მეთანხმები. ამიტო ვიღაც სიკვდილს რელიგიური იდეოლოგიით გაჟღენთილი გაღიმებული რო შეხვდება, ეგ არაფერს ნიშნავს. |
საინტერესო თემას კი შეეხე, მაგრამ საკმაოდ ცუდი შედარებაა. აგიხსნი: მოწამეობა თავისთავად არ ადასტურებს რელიგიის სიმართლეს — ბევრი ადამიანი კვდება გულწრფელად მცდარი იდეებისთვისაც. მაგრამ განსხვავება ქრისტიან მოწამეობასა და თანამედროვე ისლამურ ‘შაჰიდობას’ შორის ძალიან დიდია, და ეს განსხვავება მნიშვნელოვანია. ქრისტიანი მოწამე კვდება პასიურად, როგორც მოწმე (ბერძნულად „martys“ ნიშნავს „მოწმეს“). ის არ კლავს სხვას, არ იწვევს ძალადობას. ის უარს ამბობს უარყოს იესო, რომელსაც თვითონ ნახა ან მისი თვალით ნახეს მისი მოწაფეები. პირველი საუკუნეების ქრისტიანები კვდებოდნენ არა იმიტომ, რომ სჯეროდათ „რაღაცის“, არამედ იმიტომ, რომ იცოდნენ რაღაც კონკრეტული — იესოს აღდგომა. ისინი იტანჯებოდნენ და კვდებოდნენ ზუსტად ისე, როგორც მათი უფალი — უპასუხოდ, სიყვარულით მტრების მიმართაც კი. მუსლიმი ფუნდამენტალისტი კვდება აქტიურად — კლავს უდანაშაულოებს თვითმკვლელობის აქტით. ქრისტიანი მოწამე არ იკავს თავს და მითუმეტეს სხვას არ კლავს. ძალიან დიდი განსხვავებაა. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ამის გამო არ დამიწერია ეგ ტექსტი, არამედ იმის სათქმელად, რომ ღმერთი ყოველთვის აძლევს შვებას მას ვინც რწმენით შეეგებება ტანჯვას. არ მისცემს იმაზე დიდ ტვირთს რისი ზიდვაც არ შეუძლია.
| QUOTE | | ვერ დაგეთანხმები ვერანაირათ. ის ჩვილი მილიარდობით ბავშვი ათანსნაირი დაავადებებით რო იტანჯება და კვდება, მათი განკურნება კი არ ხდება, მათი წამებით დახოცვა ხდება რაც ღმერთის უსრიყვარულობისა და უდარდელობის დამამტკიცებელია. |
ეგ ბავშვებზე არ დამიწერია. და ბავშვების გარდაცვალებას რაც შეეხება ზევით დაგიწერე: სად ხვდებიან და როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდება მათი სულები ფიზიკური სიკვდილის შემდეგ, ჩვენთვის უცნობია. ამიტომ უახრობაა საუბარი იმაზე, თითქოს ღმერთი უსამართლოდ მოექცა მათ. შენ რა იცი, იქნება მილიონჯერ უკეთეს მდგომარეობაში არიან?!
| QUOTE | | კიუტად შენ იმეორებ იმ აფსურდებს რისის დაგაჯერეს. არაა ეგ მისაღები იდეოლოგია ბევრი ჩვენგანისთვის. შენგან არ ველოდები რო აზრი შეიცვალო, მე შენი იდეოლოგიის მავნე მხარეებს გავუსვი ხაზი. ეგაა და ეგ თორე რაც გინდა ის გწამდეს, შენ ჩვენზე უკეთ ვერ იქნები, ჩვენზე უკეთესი მომავალი ვერ გექნება მაგრამ გქონდეს მასეთი იმედი, ეგ არაფერს ცვლის. |
მადლობა რომ ჩემს მომავალზე ზრუნავ და ფიქრობ, რომ მომატყუეს და დაბოლებული ვარ. ვაფასებ შენს მზრუნველობას. მაგრამ, ერთხელ ხო მითხარი უკვე, მეორეჯერ, მესამეჯერ. ხო ხედავ, რომ აზრი არ აქვს, რატომ მიმეორებ ამას გამუდმებით? ამით აზრს შევიცვლი, ღმერთის რწმენას დავკარგავ თუ უცებ ათეისტობას გადავწყვეტ? იქნებ შენი ენერგია რამე უფრო სასარგებლო საქმეში დახარჯო?
--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
|