WP-Rexმე გკითხე
ტაციტუსი რომ იესოზე წერს, საიდან იცოდა რაც დაწერა? თვითონ ნახა? თვითმხილველს უსმინა? სანდო წყარო ჰქონდა? შენ მაგაზე პასუხი არ გაგიცია მხოლოდ დამცინავი ტონით მითხარი, რა პილატეს დისშვილი უნდა ყოფილიყოო. ანუ თავი აარიდე შეკითხვას.
1) ფლავიუსზე გკითხე, ბევრი ისტორიკოსი ამ ტექსტს ეჭვქვეშ აყენებს-მეთქი ზოგი ამბობს, მთლიანად ჩასმულია ქრისტიანების მიერო, ზოგი კი ფიქრობს, რომ ტექსტი იყო, მაგრამ სიტყვები და ტონალობა შეცვლილიაო. მე შენ გკითხე შენ რა გგონია ამაზე? ფლავიუსი თავისი თვალით ნანახ იესოზე წერს, თუ სხვების რწმენას იმეორებს? შენ არაფერი მითხარი არც ის, რომ ენდობი, არც ის, რომ არ ენდობი. ანუ პასუხი არ გაგიცია საერთოდ.
2) ტაციტუსი ეგეც პირველ საუკუნეს კი არა, მეორე საუკუნის დასაწყისს ეკუთვნის. იესო თუ პირველ საუკუნის დასაწყისში მოკვდა, ტაციტუსი წერს 80-85 წლის შემდეგ. ანუ არ უნახავს იესო, არც მისი მოწაფეები უნახავს. კითხვა მარტივია საიდან იცოდა, რაც დაწერა? პასუხი არ ვიცით. შენც არ გითქვამს. არც წყარო დაგიწერია, უბრალოდ თქვა რაღაც და შენც იმეორებ. ეს საკმარისია?
3) პლინიუსი ეგ ქრისტიანებზე წერს, არა იესოზე. უბრალოდ ამბობს, რომ ვიღაც "ქრისტეს" ეთაყვანებოდნენ. მაგრამ არც როდის ცხოვრობდა, არც ვინ იყო, არც მოკვდა თუ არა არაფერი არ ვიცით. ანუ აქაც რწმენაზეა ლაპარაკი, არა ფაქტზე. შენ თუ გგონია, რომ თუ ვიღაცას რაღაცის სჯერა, ესე იგი ეგ რაღაც აუცილებლად უნდა არსებობდეს მაშინ ძალიან მარტივად მოგატყუებენ ყველაფერში
4) სვეტონიუსი მაგან დაწერა, რომ კლავდიუსმა იუდეველები განდევნა რომიდან, იმიტომ რომ არეულობა ქონდათ "ქრესტუსის" გამო.კი მაგრამ, ეგ "ქრესტუსი" იესოა? ცხოვრობდა იმ დროს? რომში იყო? თვითონ აყალ-მაყალს მართავდა? არაფერი არ ვიცით. და შენ მაინც აცხადებ, რომ აი, ნახე, ფაქტია მაშინ ეგეთი ლოგიკით დავასკვნათ, რომ სპარტაკი რომის შემდგომი გენერლების მეგობარიც იყო.
5) ლუსიანე ეგ სატირიკოსია, რომელიც ყველაფერს დაცინვით წერს. ასეთი ტექსტი უნდა იყოს შენი ისტორიული მტკიცებულება? ამ ლოგიკით, ხვალ რომ ვიღაცამ სტენდაპში იესოზე იხუმროს, ეგეც ისტორიაში უნდა შევიტანოთ როგორც სანდო წყარო? თუ კაცმა სატირის ფორმით რაღაც დაგცინა, ეგ არ არის ისტორიული წყარო იესოს არსებობის დასადასტურებლად. ეგეთი ლოგიკით, შერლოკ ჰოლმსიც რეალურად უნდა არსებობდეს იმდენი ბულვარული ტექსტი დაიწერა მასზე.
6) ტოლდოტ იეშუ ძველი ებრაული ტექსტია, სადაც იესოს ლანძღავენ. ანუ შენ ამბობ რომ რადგან ლანძღავენ, ესე იგი არსებობდა? მაშინ მაგ ლოგიკით ისიც ხომ უნდა დავასკვნათ, რომ მუსლიმური გინებებიც ადასტურებს, რომ მუჰამედი ნამდვილად არსებობდა და რასაც მის შესახებ ამბობდნენ, სიმართლე იყო? მტრული წყარო არც მისი არსებობის მტკიცებულებაა და არც მისი ცხოვრების დეტალების სანდო წყარო მითუმეტეს როცა საუკუნეების შემდეგ იწერება.
შენ მხოლოდ დადე სახელები და სათაურები მეკი გკითხე, რა წონას და სანდოობას ატარებენ. პასუხის მაგივრად დამცინავი ტონი მივიღე და ფრაზა "ესაა ჭკუათხელების დემაგოგია"
არა, ძმაო დემაგოგიაა მაშინ, როცა შენს პოზიციას ვიღაც ავტორიტეტებს აფარებ და მერე, როცა ვიღაც ლოგიკურად გეკითხება ნამდვილია ეს წყარო? სანდოა? უშუალოა? ზუსტია? შენ პასუხად ეუბნები "ხო აბა რა გინდოდა, მისი ნათესავი ყოფილიყო?"

იქნებ თავიდან გადახედო შენს წყაროებს არ ვამბობ, რომ იესო არ არსებობდა შეიძლება არსებობდა კიდეც. მაგრამ როცა გეკითხები რაღაცას და პასუხად ირონია მოდის, ეგ მტკიცებულება კი არა, თავის არიდებაა
ლოგიკურად რომ დაგიშალო ასეთ რამეს ამბობ
1) A პირველ საუკუნეში რამდენიმე ავტორი ახსენებს იესოს ან ქრისტიანებს
2) B ამიტომ იესო ნამდვილად არსებობდა მაგრამ ეს ლოგიკურად არ მუშაობს. ეს არის დედუქციური შეცდომა
აი ასეთია იგივე ტიპის მცდარი ლოგიკა
1) პირველ საუკუნეში ბევრმა დაწერა ზევსზე.
2) ეგვიპტურ ტექსტებში ოსირისი და ჰორუსიც ბევრგან ჩანს.
ამიტომ ზევსიც არსებობდა, ოსირისიც და ჰორუსიც?
არა ეს ჩანაწერები მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ იმდროინდელ ხალხს სჯეროდა ან ესმოდათ რაღაცის შესახებ. ეგ არ ნიშნავს, რომ ის პიროვნება ნამდვილად არსებობდა. შენ წყაროებს დებ, მაგრამ თვითონ წყაროს არ აანალიზებ ვინაა ავტორი, როდის წერს, სანდოა თუ მიკერძოებული და ა.შ...
ფაქტი მხოლოდ მაშინ ხდება მტკიცებულება, როცა ის ლოგიკურად და ჭეშმარიტად დასტურდება. შენ კი ცალმხრივ ციტატებზე აკეთებ დასკვნას და როცა გეკითხები რაღაცას დემაგოგს მეძახი.
ეს ნიშნავს რომ არგუმენტი არ გაქვს უბრალოდ გწამს.
lasha kakauridze