რომის კათოლიკე ეკლესიამ ისტორიაში პირველად ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრენსის პრევო აირჩია პაპად.
ახალი პაპის (ლეო XIV) შეხედულებები:
- წინა პაპის ფრანცისკესგან განსხვავებით შედარებით მკაცრი დამოკიდებულება აქვს ლგბტ თემის მიმართ. თვლის, რომ ჰომოსექსუალური ურთიერთობა და ერთნაირსქესიანი მშობლები ნებისმიერ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდიან სახარებასთან და ინდივიდუალურ შემთხვევებს მნიშვნელობა არ აქვს (რაც ფრანცისკეს პოზიცია იყო)
- არაერთხელ გააკრიტიკა ის მოძრაობები, რომლებიც მიზნად ისახავენ ევთანაზიის, აბორტისა და ლგბტ უფლებების დაკანონებას
- პაპი ფრანცისკეს მსგავსად აქტიურად უჭერს მხარს სინოდალობას
- პაპი ფრანცისკეს მსგავსად ღიად უჭერს მხარს ემიგრანტებს და ეწინააღმდეგება ტრამპის პოლიტიკას მასობრივ დეპორტაციებზე
- ეწინააღმდეგება ქალების დანიშვნას დიაკვნებად და მღვდლებად, ასევე არ თვლის საჭიროდ რომ ქალებს მაღალი თანამდებობები ეკავოთ (პაპმა ფრანცისკემ ქალები დანიშნა ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა ვატიკანის მუზეუმების დირექტორი და სინოდის მდივანი)
- გარემოზე ზრუნვისა და კლიმატის ცვლილების საკითხში დიდი ალბათობით იგივე პოზიცია ექნება, რაც წინა პაპს
- ეწინააღმდეგება სკოლებში გენდერის იდეოლოგიის სწავლებას, მისი თქმით ასწავლიან ისეთი გენდერების შესახებ, რომლებიც რეალურად არ არსებობს
https://time.com/7283887/pope-leo-lgbtq-wom...igrants-rights/https://www.ncregister.com/cna/cardinal-at-...-solve-problemshttps://www.newsweek.com/what-pope-leo-said...-issues-2069889https://en.wikipedia.org/wiki/Pope_Leo_XIV