#62068266 · 13 May 2025, 20:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხდება თუ არა რამე ამ სამყაროში შემთხვევით? მართლა არსებობს შემთხვევითობა? როცა რაღაც მოულოდნელი ხდება, ვამბობთ - შემთხვევით მოხდაო. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ არანაირი მიზეზი არ ჰქონია? შეიძლება კი რამე იყოს სრულიად შემთხვევითი, თუ ყველაფერი რაღაც მიზეზის გამო ხდება? თუ არაფერია შემთხვევითი და ყველაფერი წესის მიხედვით მიდის, მაშინ ეს წესები ვინ შექმნა? და თუ წესებია, შეიძლება ყველაფერი თავიდანვე გაწერილი იყოს? თუ კი ყველაფერი ასე მუშაობს, ისევ იბადება კითხვა - საჭიროა თუ არა ღმერთი, რომ რამე შეცვალოს ან შეასწოროს?
|