#62147196 · 28 Jun 2025, 04:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mepar მადლობა პასუხისთვის.
QUOTE | მინიმუმ ორი (კი და არა) |
ანუ ერთზე მეტი. თუ ჩვენ ვიმყოფებით ოთახში სადაც მხოლოდ ერთი კარია, რამდენად თავისუფლადაც არ უნდა მიგვაჩნდეს ჩვენი თავი, თუკი იქ ჩვენი ნებით შევედით, ჩვენი იქ შესვლა და იქედან ჩვენი გამოსვლა არ იქნება ჩვენი თავისუფალი ნების გამოვლენა. ჩვენ უბრალოდ, არ გვექნებოდა სხვა არჩევანი. აი ორი კარის არსებობის შემთხვევაში შეგვეძლებოდა გვეთქვა, რომ "რომელი კარიდანაც მინდოდა, იქედან შევედი". ამით არავის, არაფერს არ ვუკარნახებდი, ჩემს თავისუფალ ნებას გამოვავლენდი, ჩემს შიგნით არსებულს.
იგივენაირად აიხსნება ადამის,, ევას და "აკრძალული ხის" შემთხვევაც: ადამს და ევას აკრძალვის სახით მიეცათ არჩევანის შესაძლებლობა და მათ აირჩიეს ის, რაც აირჩიეს. სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივადაა და ჩვენ ვართულებთ ყველაფერს
This post has been edited by Μοναχός on 28 Jun 2025, 04:43
|