სად დავწერე გრავიტაცია ახსნა მეთქი?

თეორიები როგორ მუშაობს, ეგ ავხსენი და მაგალითის სახით მოვიყვანე ნიუტონი. ანალოგიურად შემეძლო კოპერნიკის და გალილეის ჰელიოცენტრული სისტემა მომეყვანა
სახელის დარქმევაზე ბევრად მეტი ქნა, მოგვცა ფორმულა, რომელიც არარელატივისტურ გრავიტაციას იდეალურად ესადაგება.
გარდა ამისა, ამ ფორმულით აჩვენა, რომ მზე იგივე ძალით მოქმედებს პლანეტებზე, რომლითაც დედამიწა - მასზე მდებარე სხეულებზე.
ნიუტონის დროს ითვლებოდა, რომ ციურ სხეულებს ღვთიური კანონი განაგებდა, რომელსაც ადამიანი ვერ ჩაწვდებოდა.
ნიუტონმა აჩვენა, რომ ეს მოსაზრება მცდარი იყო.
ეს იყო პირველი დიდი გაერთიანება ფიზიკაში. შემდეგი იყო ელექტროობის, მაგნეტიზმის და სინათლის გაერთიანება ელექტრომაგნეტიზმის დარგად ფარადეის, მაქსველის და აინშტაინის მიერ.
მაგის შემდეგი იყო ელექტრომაგნეტიზმისა და ბირთვული ძალების გაერთიანება.
მომდევნო იქნება ელექტრომაგნეტიზმის, ბირთვული ძალების და გრავიტაციის გაერთიანება ე.წ. ყველაფრის თეორიად.
ამ დონის მოვლენის ფუძემდებელი იყო ნიუტონი და თურმე "ჰაერია ეგ"

ბიზანტია და რუსეთი მაგის მეტს რას აკეთებდნენ