ალბათ ედვარდ ფუჯი იგულისხმე - Edward William Fudge
აა, ესე იგი, ედვარდ ფუჯი მაგარი ტიპია და იოანე დამასკელი არა?!
მე მეუბნები დამასკელს ნუ ციტირებო და თავად ვიღაც ფუჯი მოგყავს არგუმენტად.
თუმცა, არაა პრობლემა. კარგია რომ არგუმენტები მოგყავს.
საინტერესოა, რატომ იფიქრა ფიუჯიმ რომ აინიოს რაღაც დროის გარკვეულ მონაკვეთს ნიშნავდა და არა მარადიულს. არადა, ლექსიკონები (Strong’s, Thayer’s, BDAG) საწინააღმდეგოს ადასტურებენ.
ავიღოთ თუნდაც ეს მუხლი: "და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში." (მათე 25:46)
რადგან ერთი და იგივე სიტყვა αἰώνιος გამოიყენება ორივე მხარისთვის, და „სიცოცხლე“ აშკარად უსასრულოა, მაშინ „სასჯელიც“ უნდა იყოს უსასრულო.
ცხადია, თუკი საკუთარ ფანტაზიებს არ ჩართავ და არ მოარგებ იმას, რისი თქმაც გინდა.
თუკი სიტყვა აინიოს ორგვარად ითარგმნება, რაც გამორიცხული ნამდვილად არ არის, განა კონტექსტს არ აქვს მნიშვნელობა?!
ეხლა, რაკი ეგრე წავიდა საქმე, მეც მომეცი უფლება რომ მოვიხმო სხვა თეოლოგების არგუმენტები

ნეტარი ავგუსტინე, თომა აკვინელი, რეფორმატორები, თანამედროვე ევანგელურები როგორებიც არიან John Piper, Wayne Grudem, Robert Peterson და სხვები ამბობენ:
„საუკუნო სიცოცხლე“ ნიშნავს უსასრულო ხანგრძლივობას, პლიუს ხარისხს (ღმერთთან ურთიერთობას, სიხარულს, რომელიც არასოდეს მთავრდება). თუ „სიცოცხლე“ მარადიულია როგორც პროცესი (არა მხოლოდ შედეგი), მაშინ „სასჯელიც“ უნდა იყოს მარადიული როგორც პროცესი (შეგნებული ტანჯვა, რომელიც არ წყდება). თუ „სასჯელი“ მხოლოდ შედეგია (განადგურება ერთხელ მოხდა და მარადიულია), მაშინ პარალელი ირღვევა: ერთ მხარეს გვაქვს მარადიული აქტიური მდგომარეობა (ცხოვრება), მეორეზე — მხოლოდ მარადიული „ნულოვანი“ მდგომარეობა (არარსებობა).
ეგ ლოგიკა შეიძლება კარგად ჯდება იუდა 1:7-ში, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაღდად ალოგიკური გამოდის. „მარადიული სიცოცხლე“ არ არის მხოლოდ „შედეგი“ (რომ ადამიანი ერთხელ გაცოცხლდა და მერე აღარ კვდება), ის მუდმივი მდგომარეობაა. იგივე უნდა იყოს სასჯელთანაც.
ერთს დავამატებ: ნიშნის მოგებით რომ მიმეორებ ხოლმე დამასკელიანისნაირების გავლენის ქვეშ ხარო. ხო ხარ ღირსი ეხლა ფუჯიანისნაირების გავლენის ქვეშ მოქცეული გიწოდო?

გეხუმრები, რაც გინდა ის თქვი, არ მწყინს
This post has been edited by დათიკო on 4 Mar 2026, 01:08