#62480263 · 19 Feb 2026, 21:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზოგადად, ღმერთის ანთროპომორფიზაციას რომ ვახდენთ, ეგ ჩვენი თვისებების ექსტრაპოლირება არ მიმაჩნია, როგორც მეინსტრიმ აზრია მიღებული. უფრო პირიქითაა, ანუ ჩვენ რო გაგვაჩნია გრძნობები, ეგ მოდის იმ უზენაესიდან, ანუ ღმერთში თუ ვიგულისხმებთ ყველაფრის საწყისს რაც არსებობს, რა თქმა უნდა ჩვენც მაგ საწყისიდან გავჩნდით ხო? და რადგან ჩვენ გაგვაჩნია ის აღმატებული თვისებები, რაც გამოგვარჩევს პირუტყვებისგან, ჰაერიდან არ მოსულა ევოლუციურად არც ეგ, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ნიშან-თვისებები, რაც ევოლუციურად განგვივითარდა. ყველაფერი გაწერილი კოდია თუ ასე დავარქმევთ.
შეუძლებელია ჩვენ გვქონდეს ეს თვისებები რაც გვაქვს განვითარებული ევოლუციურად და სამყაროს საწყისს და მამოძრავებელ ძალას არ ქონდეს როგორც ეს, ასევე კიდევ სხვა, ჩვენთვის ალბათ უცნობი თვისებები, რაც შესაძლოა მილიონობით წლის შემდეგ ჩვენც მივიღოთ ევოლუციის მეშვეობით. არ დაგვავიწყდეს რო მილიონობით წლის წინ ჩვენც პირუტყვები ვიყავით, არც ფილოსოფია გვქონდა, არც მაღალფარდოვანი გრძნობები და ა.შ., ხოდა კაცმა არ იცის კიდევ რა თვისებებს შევიძენთ მილიონობით წლის შემდეგ, რაც რა თქმა უნდა ასევე იმ საწყისში დევს წინასწარ, რასაც ღმერთად მოვიხსენიებთ.
--------------------
ქალმა თუ საჭმელი არ გამიკეთა სექსის მერე იმას მეორედ აღარ მოვდღნამ, პანჩური ტრაკში და ნახუი სრაზუ. (c)
|