რატომ ემსახურებიან მაგთის და ჯეოსელის აბონენტებს ბილაინში ეგ სხვა თემაა. ალბათ სხვა ოპერატორების აბონენტების კომფორტზე ზრუნვა ბილაინისთვის პირველ ადგილზე დგას და იმიტომ. თავის აბონენტებს, რომელთაც სახეზე ცნობენ უკლებლივ ყველას, რათქმაუნდა მომსახურეობის უმაღლეს დონეს სთავაზობენ და მაგთის და ჯეოსელის აბონენტებსაც ხო უნდა მოემსახურონ? ესენიც ქართველები არარიან? განა მაგთის და ჯეოსელის აბონენტებიც იმ საქართველოს მოქალაქეები არ არიან რომლთა კეთილდღეობაზეც რუსეთი და რუსული კომპანიები ისე ზრუნავენ რო ამგვარ მომსახურეობასაც სთავაზობენ? ოფისში მინერალური წყალი რო მოგთხოვოთ ვინმემ ბორჯომის მაგივრად Долинск ი დაალევიეთ რუსულია და აჯობებს ქართულს. ტრანზაქცია რო არ განხორციელდეს და აბონენტმა თავის გადახდილი თანხა ვერ დაისვას ბალანსზე, თუნდაც ბილაინის ოპერატორის მექანიკური შეცდომით, ვინაა ამაზე პასუხისმგებელი? OSMP?კითხვით რო მიმართოს ჯეოსელის და მაგთის აბონენტმა ბილაინის იმ თანამშრომელს რომელსაც 2 ლარი მიაწოდა 10 წუთის წინ და რომლის ანგარიშზე არ არსებობის მიზეზს კითხავს, დარწმუნებულია ბილაინი რო მის out source ზე მყოფი ოფისის თანამშრომელი არ ეტყვის რო ეგ იმ ოპერატორების პრობლემაა ვისი აბონენტიც ხარო???? პირადად მაქ ვერცხლის ქუჩის კუთხეში ბილაინის ოფისში ეგეთი საუბარი მოსმენილი, ეს ბილაინია დუტა არ გეგონოსო!! როდესაც მაგთის და ჯეოსელის აბონენტებს თანხას ახდევიებთ შეგიძლიათ თუნდაც ერთ შეკითხვაზე გაცეთ პასუხი სხვა ოპერატორის აბონენტს? თუ მარტო იმას ეტყვით რომ უკვე მთელი აჭარა დაფარეთ (რატომღაც მთელი აჭარა ბულვარით შემოიფარგლება). რატომ ? იმიტომ რომ ბილაინის ოფისებში კაციშვილი(არც ქალიშვილი

) არ შედის და ხო უნდა დაიწერონ ქულები როგორმე? იქნებ ვინმემ მიპასუხოს ერთ მარტივ კითხვაზე, რა კავშირს იყენებს OSMP ტერმინალი როდესაც ტრანზაქციისთვის OSMP ის სერვერს უკავშირდება? ბილაინის ინტერნეტს?????????? ძალიან მაინტერესებს კონკრეტულად ამ კითხვის პასუხი.(და არა სხვა რამის პასუხი ბორჯომთან და რუსეთთან დაკავშირებით) კომუნიკაციის და ოპერირების მამებო.