mishuchiiiihttp://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=16871&ct=6ტარიფი 6-7 თეთრამდე შემცირდება
საქართველოში მობილური ტარიფების სიძვირეზე განცხადებას ერთ–ერთი მსხვილი ოპერატორის – „ბილაინის“ მფლობელი კომპანია აკეთებს. „ვიმპელკომის“ გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ საქართველოში მობილური ოპერატორების ურთიერთჩართვის ტარიფი გაუმართლებლად მაღალია და ევროპულზე 2-ჯერ მეტია.
"ბიზნეს–კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში იგი აცხადებს, რომ კომისია ტარიფის შემცირებაზე მუშაობს და სავარაუდოდ ეს ტარიფი 6-7 თეთრამდე შემცირდება.
კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაშიც ადასტურებენ, რომ ურთიერთჩართვის ტარიფის დადგენაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. კომისიის ინფორმაციით, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს საკუთარი ხარჯების გაანგარიშება 15 აპრილამდე უნდა წარმოედგინათ. თუმცა, ვადამ თვის ბოლომდე გადაიწია. ანგარიშების წარმოდგენის შემდეგ მარეგულირებელი ურთიერთჩართვის ზღვრულ ტარიფს დააწესებს.