Timურთიერთჩართვაზე და შიგნით მოგებაზე თავისთავად გეთანხმები, მაგრამ 11 თეთრი ნამდვილად არ არის ძვირი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბევრს საუბრობ.
მარტივი მაგალითი: დავუშვათ თვეში საუბრობ 18 ლარისას, 2 ლარს იხდი ე.წ. "ფასდაკლებაში", თუ ამ აქციაში ჩავერთვები, ფაქტიურად მექნება დამაკლდება დაახლ. 18%. რას უნდა გამოვაკლოთ 18% რომ მივიღოთ 11 თეთრი? 14 თეთრს

გაინტერესებს ჰო რა მნიშვნელობა აქვს?
საქართველოში/რეგიონში მობილურზე ARPU არის დაახლ. 10 დოლარი არის (მგონი არ ვცდები). ჩვეულებრივად აქვთ გათვლილი მარკეტინგი. ძვირი არაა - იგივეა მაგათთვის მოგება, უბრალოდ აქცია არის, რომელიც ზოგს აწყობს და ზოგს არა და ხალისით კი ახალისებს ყველას, გამახსოვრებინებს, სასიამოვნოს ხდის და ა.შ. დამატებითი რეკლამაა და ხიბლი, მოკლედ, ცუდი ამაში არაფერია

ზოგადად 14 თეთრი არის ძალიან იაფიანი ტარიფი, 8 ცენტია, შენ კიდევ 11 ძვირიაო, კაი რა! რამდენი უნდა ღირდეს აბა?
საბაზო სადგურების დადგმა/აშენება, მომსახურება-ექსპლუატაცია, დაცვა, კვება, ლიცენზია, ჩართვა-ტრაფიკის ტრანსპორტი, გათვლები, რეზერვული კვება, ბატარეები, აკუმულატორები, დიზელ-გენერატორები, სიგნალიზაცია და ა.შ. წარმოდიგდენია რამდენი რამეა? ეგ არის ძვირი? თან 5 მილიონიან ქვეყანაში, სადაც 3 ოპერატორია და ყველას ცოტა ჰყავს აბონენტი, იმდენაც ცოტა რომ ფულს რით იღებს ის მიკვირს, თან ასეთ ლანდშაფტზე ხომ არ გგონია რომ დაარჭობ ანტენას და ამუშავებ საბაზოს? სიხშირული დაგეგმარება უნდა მაგას. GSM არის, CDMA რომ იყოს კიდევ ჰო, მაგრამ GSM-ში არ ხდება ეგრე მარტივად. ელემენტარულად, აი კუს ტბაზე, მთაწმინდაზე, ნუცუბიძის პლატოზე, წყნეთში და ა.შ. ამაღლებულ ადგილებზე რომ დადგა ანტენა - იმ სიხშირეს ვერსად ვეღარ გამოიყენებ ქალაქში, რადგან GSM-ის საბაზოს 35 კილომეტრი აქვს ლიმიტი დაფარვაში, წარმოგიდგენია რამხელა სპექტრი გინდა რომ მერე ქალაქში გადაანაწილო ყველაფერი? თან ფიჭები იდეალური არ არის და შინითაც ბევრი პრობლემაა, ვაკეში რამდენი ადგილი საბაზოს დასადგმელად აბა დაფიქრდი თუნდაც. ამიტომ აყენებენ მინი-სადგურებს და არის მერე ინტერფერენციული ჯოჯოხეთი. რთულია.
გადასარევი ფასია
მაგ განყოფილებაში რო შევდივარ იგივე გრძნობა მაქვს რაც ზოოპარკის ტერარიუმში. მაგარი ცუდი გრძნობა გაქვს რო უყურებ მაგრამ საინტერესოა (პოლიტიკა). (c)