ირანის ისლამური რესპუბლიკა ასევე გამოიყენება სახელწოდება ირანი -სახელმწიფო აზიის სამხრეთ-დასავლეთით. დედაქალაქი - ქალაქი თეირანი.
ჩრდილოეთ-დასავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანს , სომხეთსა და თურქეთს, დასავლეთით ესაზღვრება ერაყს, აღმოსავლეთით ავღანეთსა და პაკისტანს.
ირანი არის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო მსოფლიოში. პირველი პროტოირანული სახელმწიფო ელამი წარმოიშვა ჩ.წ.-მდე III ათასწლეულში. დარიუს I-ის დროს (550 — 486 წლებში) ირანის სახელმწიფო გადაჭიმული იყო საბერძნეთიდან მდინარე ინდამდე. ირანი არის ზოროასტრიზმის (მაზდეანობის) შექმნის ადგილი. VIII საუკუნესთვის ირანის რელიგია ხდება მაჰმადიანობა.
1979 წელს ირანში მოხდა ისლამური რევოლუცია აიათოლა ჰომეინის ხელმძღვანელობით, რომლის შედეგადაც ირანში გაუქმდა მონარქია და შექიმნა ისლამური რესპუუბლიკა.
დასავლეთ აზიაში ირანის ეკონომიკას უკავია მეორე ადგილი განვითარების მხრივ და ასევე არის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული სახელმწიფო.
ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქმენეთი, ავღანეთი, პაკისტანი, ქუვეითი, ერაყი.
ქვეყნის უდიდესი ნაწილი მთიანი რელიეფით ხასიათდება , ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე გაშლილია ზაგროსის და კუხუდის მთათა სისტემები . კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროს გაუყვება ელბურსის მთები . ტერიტორიის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებს იკავებს ირანის მთიანეთი . დაბლობებს უკავია ქვეყნის 7 % . ირანი განსაკუთრებით მდიდარია ნავთობით და გაზით . მოიპოვებენ ასევე ნახშირს , სპილენძს , რკინას და ა.შ. ირანის შიგა რაიონებში ბატონობს მშრალი სუბტროპიკული და ტროპიკული კონტინეტური კლიმატი , კასპიის ზღვისპირეთსი - ტენიანი სუბტროპიკული . ნალექების სიუხვით გამოირჩევა ელბრუსის მთების ჩრდილოეთი კალთები . ირანი ჰიდროგრაფიული ქსელით ღარიბი ქვეყანაა . ნიადაგურ და მცენარეულ საფარში ჭარბობს სტეპის და უდაბნოსთვის დამახასიათებელი სახეობები . ტყეებს უკავია ტერიტორიის 17 %. ნავთობის და გაზის მარაგით ირანი მსოფლიოს ქვეყნების ხუთეულშია . მოპოვების უდიდესი რაიონია სპარსეთის ყურე , კერძოთ ხუზესტანი.
ფართობი - 1.648.000 კვ.კმ.
მოსახლეობა - 80.2 მლნ. კაცი (2009წ)
ბუნება: მთები – ელბრუსი და ზაგროსი, უმაღლესი მწვერვალი – დამავენდი 5.604 მ; უდიდესი მდინარე - ქარუნი 830 კმ; მთავარი ტბები (კვ.კმ) – კასპიის ზღვა 371.000, ურმია 5.800, ნამაქი 1.800; უდიდესი კუნძული - ყეშმი 1.330 კვ.კმ; კლიმატი - კონტინენტური, მშრალი.
ირანის ტერიტორიაზე ორი უდიდესი უდაბნოა - დეშთე ქევირი და დეშთე ლუთი .
ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, ქრომი, სპილენძი, რკინის მადანი, ტყვია, მანგანუმი, თუთია, გოგირდი.
გაზისა და ნავთობის მოპოვების უდიდესი რაიონია სპარსეთის ყურე, კერძოდ ხუზესტანი.
ირანი განვითარებადი ქვეყანაა, რომელიც მშპ-ს საერთო მოცულობით სამხრეთ-დასავლეთ აზიაში 4 ქვეყანაა. ეკონომიკის წამყვანი დარგია მრეწველობა , რომელშიც უდიდესია ნავთობ გაზის ინდუსტრიის როლი. განვითარებულია აგრეთვე მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, მსუბუქი მრეწველობა. სოფლის მეურნეობა სუსტად არის განვითარებული , წამყვანია მემცენარეობა. ბოლო წლებში დაიწყო მომსახურების სფეროს განვითარება.
ნავთობის მოპოვებით ირანი მსოფლიოს ხუთეულშია. მოპოვებული ნავთობის 75 % ექსპორტზე გადის. სპარსეთის ყურის 24 გიგანტი საბადოდან 8 ირანში მდებარეობს . მათ შორის აგა-ჯარისა და გეჩსარინი . ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნებს შორის უდიდესია აბადანის საწარმო . ისპაჰანში მოქმედებს შავი მეტალურგიის უდიდესი ქარხანა . მსუბუქი მრეწველობის დარგებიდან წამყვანია ხალიჩების წარმოება . ამ დარგში დასაქმებულია 2 მლნ ადამიანი .
სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით ირანი ვერ აკმაყოფილებს საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნილებებს
ირანის რუკა