#61073610 · 9 Mar 2024, 21:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ITSystems
QUOTE | ანუ შენ ფიქრობ, რომ დედამიწელები აქ ვერ აგვარებენ პრობლემას სადაც, 95% მზად არის ყველაფერი და მარსზე ავლენ და ყველაფერს მოაგვარებენ სადაც 95% არაფერი არ არის?
ასეთ ძლიერ რწმენას პირველად ვხედავ ადამიანში.
|
მარსზე ელემენტარტულად ადამიანის გაფრენასაც კი ვერ მოვაბით თავი, იქ კოლონიის აშენება და მსგავსი, ტერაფორმირებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკაა და მეტი არაფერი. აგერ ანტარქტიდა გვაქვს, სადაც სულ მცირე ჰაერი მაინცაა რომელიც შეგიძლია ისუნთქო, მაინც არავინ იქ არ ცხოვრობს. და მარსზე ეგეც კი არ არის. მასკი ჩვეულებრივ პიარმენად გადაიქცა, რომელიც ამ ფუტურისტულ ზღაპრებს აპიარებს ხალხში და მეტი არაფერი. მარსზე კოლონია! მარსზე ბაზები! დაისონის სფეროები!
|