ჯერ ერთი აქ ქართული და უკრაინული საზოგადოების პოლიტიკური გემოვნება არაფერ შუაშია
ლაპარაკია ვიქტორ იუშენკო რამდენად ეფექტური მმართველია, მისი მმართველობის ეფექტურობა ფასდება გაკეთებული თუ გაუკეთებელი საქმით. ქვეყნისათვის მომგებიანი ან წამგებიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებით, ასეა?
მეორეც
ის რომ იუშენკოს არა აქვს სააკაშვილის მმართველობის სტილი(ანუ საბჭოთა-ლათინოამერიკული როგორც თქვენ ამბობთ)
რა გამომდინარეობს აქედან, რომ უკრაინაში საქართველოზე მეტი დემოკრატიის ხარისხია?
თუ იუშენკო სააკაშვილზე უკეთესი მმართველია? საიდან, რაზე დაყრდნობით ასეთი დასკვნა?!
მე ვრჩები ჩემს აზრზე რომ იუშენკო არის უბრალოდ სუსტი მმართველი
რადგან მიუხედავათ უკრაინის გაცილებით დიდი პოტენციალისა(იგივე საქართველოსთან შედარებით)
რაიმე შესამჩნვი გარდატეხა უკრაინის ეკონომიკაში მისი მმართველობის დროს არ ყოფილა, ეს ფაქტორი ჩემი აზრით
მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პრეზიდენტის მმართველობის ეფექტურობას.
უკრაინა ალბათ ერთადერთი ქვეყანაა სადაც კადრების ცვლილება სახელმწიფო სტრუქტურებში ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ დონეზე უფრო სწრაფად ხდება ვიდრე ეს საქართველოში. ეს გაცილებით უფრო დიდი ზიანის მომტანია ისეთი ქვეყნისთვის როგორიც არის უკრაინა ვიდრე ჩვენთვის, გარკვეულწილად ამანაც იქონია გავლენა ეკონომიკის დამუხრუჭებაზე.
შეიძლება ვინმე ფიქრობს რომ იანუკოვიჩის დანიშვნით იუშენკომ სცადა რუსეთთან ურთიერთობის დაბალანსება(არ ვამბობ რომ ეს იყო მისი დანიშვნის მთავარი მიზეზი, მაგრამ ერთ ერთი ნამდვილად იყო)
მაგრამ მე ვფიქრობ რომ ამ გადაწყვეტილებით იუშენკომ ამით მხოლოდ რუსეთის გავლენის ზრდას შეუწყო ხელი
ფაქტია რომ უკრაინის საგარეო პოლიტიკა ამ საკადრო ცვლილების შემდეგ ორი სხვადასხვა ვექტორით მიდის.
პრეზიდენტი იუშენკო მომხრეა ქვეყნის ნატოში ინტეგრაციით მაშინ როცა იანუკოვიჩი სულ არ თვლის ამას საჭიროდ, და ამ ინიციატივას საკმაოდ შორეულ პესპექტივაში განხილვის საგნად მიიჩნევს(მხოლოდ განხილვის).
იანუკოვიჩის მოსვლამ საკმაოდ შეარყია იუშენკოს პოზიციები კადრების თვალსაზრისითაც, მინისტრთა კაბინეტს აყალიბებს იანუკოვიჩი სრულიად ერთპიროვნულად და ამავე დროს რადაშიც მისი მხარდამჭერთა რიცხვი უმრავლესობაში ექცევა.
ფაქტიურად მეფე შიშველია და დღევანდელი გადაწყვეტილებით თუ ვიმსჯელებთ მხოლოდ ეხლა ჩათვალა საჭიროდ იუშენკომ გარკვეული ზომების მიღება პოზიციების გასამყარებლად. მაგრამ ეს უკვე მაშინ როცა საზოგადოების ორ ნაწილს შორის დაპირისპირება კულმინაციას აღწევს. არადა ეს პრობლემა შეიძლებოდა ასე მწვავედ არ დამდგარიყო, ეხლა ქვეყანას ემუქრება საბრთხე.
კიდევ ერთი საკმაოდ არამართებული და სრულიად უადგილო გადაწყვეტილება იუშენკოსი ეს არის კანონი უკრაინული ენის შესახებ.
უკრაინის აღმოსავლეთით ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობაა, და რამდენადაც მე ვიცი მთლიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენენ, ამ დროს ხდება გადაწყვეტილების მიღება რომ სასამართლო იქნება ეს თუ რამე სხვა სახელმწიფო დაწესებულება საქმის წარმოება უნდა ხდებოდეს უკრაინულ ენაზე, ამან რა თქმა უნდა გამოიწვია საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა იმ ხალხში რომელმაც უკრაინული ენა ფაქტიურად არ იცის და მშობლიურ ენად რუსულს მიიჩნევს, ეს ნამდვილად შემიძლია ჩაუთვალო იუშენკოს საკმაოდ სუსტ ნაბიჯად რადგან დაძაბულობის დამატებითი ,საკმაოდ ძლიერი მუხტი შეიტანა საზოგადოებაში,
ამის გაკეთება საკმაოდ უმტკივნეულოდ შეიძლებოდა დროთა განმავლობაში და ცოტა სხვა ფორმით.
ამ დროს ,,აგრესიული" სააკაშვილი მიუხედავად იმისა რომ სომეხი და აზერბაიჯანელი ეთნიკურად განსხვავებული ჯგუფია
ცდილობს ყოველგვარი საბაბი მოსპოს იმისა რომ ვინმეს ამით მანიპულირების საშუალება არ ჰქონდეს და თან ამ დროს შედარებით უკეთ ახერხებს სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას ვიდრე ეს იყო აქამდე.
ეხლა კითხვა
სჭირდება თუ არა უკრაინას ნატოში ინტეგრაცია
მე ვფიქრობ რომ ალბათ კი
რადგან უკრაინა მიუხედავად იმისა რომ ისეთი ადვილი ,,დასაჩაგრი" არ არის როგორც საქართველო, მაინც გრძნობს და ცდილობს გაექცეს იმ საბრთხეს რაც რუსეთმა შეიძლება შეუქმნას ყირიმთან (და არა მარტო) დაკავშირებით. უკრაინის ნატოში შესვლით კი ამ პრობლემას საკმაოდ იოლად აიცილებს თავიდან.
ეუF
დანარჩენი მერე თორე ჩამომეძინა
Johnnie Walker