გალაკტიონიჭრელო პეპელა ნურც გაფრინდები ნურც მოფრინდებიო ესე გამოდის

ეხლანდელი რუსეთი რასაც გვიშვება ყველანი კარგად ვხედავთ, და კიდევ რას მოიმოქმედებს არავინ იცის, თუ გადემოკრატდა უარესი იქნებაო იძახით და აბა საშველი არ ყოფილა და ეგ არის, უნდა ჩაუგდონ მაშინ ატომური ბომბი ასე გამოდის და ამოჟლიტო თავიან ძირიანად? ესეც ხო არარეალურია? რაღადარჩა მაშინ? რო მოძლიერდეს ესონომიკურად ძალიან, როგორც ჩინეთი? არც ჩინეთია დემოკრატიული მაგრამ ეკონომიკურად ძაან გაძლიერდა, მერე რაღა ვქნათ? როგორ გგონიათ ეკონოიმიურად ძლიერი მაგრამ არადემოკრატიული და სალდაფონურ-დერჟავული რუსეთი უფრო საშიში იქნება ჩვენთვის თუ გაDემოკრატებული პროდასავლური რუსეთი რომლის ხელისუფლებასაც გარკვეულწილად აკონტროლებენ. სწორად გამიგეთ თუ შეიძლება, მე იმას კი არ ვამტკიცებ აქ რომ რუსეთი გინდა უ არა გახდება დემოკრატიული და ისე ჩაგვეხუტება რომ აფხზეთი კი არა სოჩას და ადლერსაც დაგვიბრუნებს მეთქი, ჯანაბამდის გზაც ქონიათ თუ არ გადემოკრატტებიან თავში ქვა უხლიათ, გადემოკრატებული რუსეთი თუ ასეთს დავუშვებთ რატო იQნება უფრო საშიში ვიდრე ეხლა ვერ გავიგე ნამდვილად. კითხვას გავიმეორებ თუ შეიძლება, ეხლანდელი რუსეთი სალდაფონური არაპროგნოზირებაDი დერჟავნიკული რომელიც რუსულად რო ვთქვათ ნა ვსო სპასობნი გახდება თუ კი რამე საშიშროებას დაინახავს უფრო საშიშია თუ გადემოკრატებული , პროდასავლური, კონტროლირებადი ხელისუფლებით რომელიც ბევრი ხილული თუ უხილავი ძაფებით არის დაკავშირებული დასავლეთზე, და რომელსაც ოპოზიციაში ეყოლება იგივე სალდაფონები თუ კომუნისტები, რომლებთან გამკლავებაც დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაუჭირდება, და ასეთ სიტუაციაში დასავლეთის და ამერიკის ინტერესებს იგნორირებას ვერ გაუკეთებენ ძაანაც რომ უნდოდეთ, თუ არადა დაკარგავენ ყველაფერს. უბრალოდ საქართველოს მაგალითი ავიღოთ დასდავლეთმა და ამერიკამ რომ შეუწყვიტოს ყოველგვარი დახმარება საქართველოს და და პირიქით ძალიან ნეგატიურად განეწყონ დღევანდელი მთავრობის მიმართ ნეტა რა მოხდება საქართველოში? არ არის გამორიცხული სიტუაცია ძალზედ რო დაიძაბოს, და ეს მაშინ როცა საქართველოს ეხლა ბევრად უფრო სუსტი ოპოზიცია ყავს ვიდრე გადემოკრატებულ რუსეთს ეყოლება. ასე რომ არა მგონია რომ უფრო საშიში იყოს გადემოკრატებული რუსეთი უბრალოდ ჩვენ ამის არ გვჯერა რადგან თავისი სულელური , უგუნური პოლიტიკით იმდენად
შეგვაზიზღა თავი ამ ქვეყანამ რომ არც მისი დემოკრატიის გვჯერა და გვინდა და არც მისი არაფერი , ერთი სული გვაქ თავი გაგვანებონ და მოგვეშვან .