David-Tolordava
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3410
წევრი No.: 19841
რეგისტრ.: 21-May 06
|
#6279652 · 30 Jul 2007, 20:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კვირის პალიტრა
პოლიტიკა და საზოგადოება
“10 წელიწადში საქართველოს ჩინელების სახით საშიში პრობლემა შეექმნება”
“სომხეთში უარი თქვეს მათი საქონლის ყიდვაზე... ჩვენთან?!”
ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ მალე პარლამენტი კანონს მიიღებს იმათ დასასჯელად, ვისაც მიაჩნია, რომ სხვაზე უკეთესი წარმომავლობა აქვს. ჩვენი ინფორმაციით, ამ ინიციატივის ავტორი მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოა”. ქვეყანაში რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევებს კი მთავრობის მიერ შექმნილი საგანგებო მონიტორინგის ორგანო შეისწავლის. რატომ, რისთვის და ვის გულის გასახარად ვიღებთ ასეთ კანონებს? განა ქართველ კაცს ტოლერანტობა და კაცთმოყვარეობა ესწავლება? ეს გრძნობები მოჭარბებულადაც რომ გვაქვს, სწორედ ამისთვის გვყავს ჩვენივე მიწა-წყალზე ასიათასობით დევნილი... მაგრამ ერთი ქართველი პოეტის თქმისა არ იყოს -”ბულბულს ყაფაზა, გრძნობას აღვირი”! ლოდინის უფლება გვაქვს და დაველოდოთ, სადამდე მიგვიყვანს ეს პოლიტიკა. ალბათ, იქამდეც მივალთ, რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები მალე თავშიც ჩაგვიკაკუნებენ, რადგან მათ მისი უზენაესობა კანონი იცავს, ქართველს კი... სხვა რა უნდა უწოდო, თუ არა ბედის ირონია, როდესაც ქართველებს ნაციონალისტებად გვნათლავენ ჩვენივე შეკედლებული ერები. სახელმწიფო პოლიტიკა ისეთია, რომ არაქართველს ბუზს ვერ აუფრენ (არც ერჩით მათ ვინმე), ქართველს კი შეგიძლია საკუთრება თავზე დაალეწო და საცხოვრებლიდან გამოაძევო - ეს დასჯადი არ არის და არც ფაშიზმია.
კი ირწმუნება კახა ბენდუქიძე, საქართველოში თითო-ოროლა ჩინელი დადის და ისიც თბილისში, აბა, ჭრებალოსა და ლაგოდეხში რა უნდათო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოუსვენარ ჩინელებს რაჭაშიც შეუღწევიათ და კახეთის ტყეებშიც.
გაცილებით ადრე კი, დაახლოებით 10 წლის წინ, ჩინური დესანტი Qქვემო ქართლში გამოჩნდა. გარდაბნის რაიონში ჰექტრობით მიწა აიღეს და დიდ მოსავალსაც იწევდნენ. “კვირის პალიტრამ” მაშინ ჩინელთა საცხოვრებელიც ნახა და ნახნავ-ნათესიც. საქართველოში ოცდაათიოდე ჩინელი ვართო, მითხრა მაშინ ქართულ ენაში გვარიანად გაწაფულმა ჩინელმა გოგონამ. ეტყობა, მაშინ გაიგეს ჩინელებმა ქართული მიწის მადლი და ოცდაათს ათასები მოჰყვნენ. ჩინელების არნახულმა მოძალებამ თურმე უკვე სიდინჯით ცნობილი რაჭველებიც კი გააცხარა, - ჩვენს სოფლებში მასობრივად ჩასახლდნენ ჩინელები, რომლებიც ქართულ მიწას უპრობლემოდ ყიდულობენო. წყლით, ტყითა და ჰაერით განთქმულ რაჭას ქართველი შემოსწყრა, თორემ სხვამ უმალ გაიგო მისი ფასი და უქართველებოდ დარჩენილ კუთხეს ჩინელები გამოუჩნდნენ პატრონად. ბევრმა ჩინელმა სამუშაოდ კი არა, უკვე მუდმივ საცხოვრებლად მოაშურა საქართველოს. თუ რას უქადის გამრავლების უნარით გამორჩეული ჩინელების ჩამოსახლება ჩვენს ქვეყანას, ამაზე პროფესორი ანზორ თოთაძე გვესაუბრება:
“მსოფლიოს მოსახლეობა წელიწადში 80 მილიონით იმატებს და აქედან 20 მილიონი ჩინელი იბადება. ჩინეთს უკვე უჭირს თავისი ხალხის გამოკვება და სახელმწიფომ მოსახლეობის შემცირებისკენ აიღო გეზი. ჩინეთში კანონით არა (ამის გამო არავის იჭერენ), მაგრამ ფაქტობრივად, აკრძალულია ერთზე მეტი ბავშვის გაჩენა (*უმეტესად, პროვინციებში). თუ ჩინელს ერთზე მეტი შვილი ეყოლება, სხვადასხვა შეზღუდვა ამოქმედდება მის წინააღმდეგ. მრავალშვილიანებს სამსახურის შოვნაც უჭირთ და მიწასაც ნაკლებად აძლევენ. ამ სახელმწიფოებრივი ბერკეტების გამო ჩინელი იძულებულია ერთზე მეტი შვილი არ იყოლიოს. ჩვენი არ იყოს, ჩინეთშიც ვაჟის კულტია. თუ პირველი გოგონა გაუჩნდათ, ხშირია შემთხვევა, როცა ახალშობილს ქუჩაში აგდებენ. ჩინელებისთვის საქართველო ერთგვარი ოაზისია, სადაც თავისუფლად შეუძლიათ გამრავლება. ამიტომაც ბევრი ჩამოვიდა საქართველოში და მალე სულ უფრო და უფრო მოიკიდებენ ფეხს.
ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში ჩინელები არ არიან. ისინი ვერც სომხეთში გაჩერდნენ. ამბობენ, ჩინელებმა ერევანში მაღაზიები გახსნეს, მაგრამ მოსახლეობამ უარი თქვა მათი საქონლის ყიდვაზე. ამიტომაც იძულებული გახდნენ გუდა-ნაბადი აეკრათ და სომხეთს გასცლოდნენო. აი, ჩვენთან კი თავისუფლად შემოვიდნენ და უკვე მიწებსაც ყიდულობენ. თითქმის ყოველ ქუჩაზე ჩინური მაღაზია ან რესტორანია. ამას წინათ ჩინელებმა განაცხადეს, ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ და რაკი ქუჩაში ვაჭრობა აიკრძალა, მაღაზიებში შევედითო. ქართველთაგან ბევრმა ვერ შეძლო მაღაზიის გახსნა, ნახევარი საქართველო ქუჩაში ვაჭრობს. ეს მხოლოდ იმის საშუალებას იძლევა, რომ კაცმა სული მოითქვას და შიმშილით არ მოკვდეს. როგორც ჩანს, ჩინელებს სახელმწიფო ეხმარება და ამიტომაც ახერხებენ მაღაზიებისა და მიწების ყიდვას. ჩინელების განუკითხავი შემოსვლა სულ მცირე ხანში ძვირი დაგვიჯდება. დაახლოებით 10 წელიწადში საქართველოს ჩინელების სახით დიდი და საშიში პრობლემა შეექმნება”.
მარი ზანდუკელი
|