ჩინეთი კუჭს უშლის ამერიკას პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით.
ჩინეთში დამზადებული საკვები პროდუქტები (ადამიანებისა და ცხოველებისთვის), წამლები, კბილის პასტა ჯანმრთელობისთვის (და ზოგ შემთხვევაში სიცოცხლისთვის) საზიანო აღმოჩნდა.
სულ ახლახან, ამას დაემატა სათამაშოებიც, რომელთა საღებავი შეიცავს ტყვიას და აგრეთვე ის სათამაშოები რომლებიც შეიცავს მცირე ზომის მაგნიტს (მაგნიტი ადვილად ცილდება სათამაშოს და ბავშვები მათ ყლაპავენ. რამდენიმე ბავშვი დაიღუპა ამის გამო). ამიტომ იძულებული გახდნენ 9 მლნ სათამაშო ამოეღოთ გაყიდვიდან. მათ შორის არის სათამაშოების ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი Mattel:
http://www.mattel.com/safety/us/ამერიკას აფიქრებს ჩინეთის სამხედრო ძლიერებაც. CNN -ზე ერთი პოლიტიკური მიმომხილველი ამბობდა, ჩინეთის მეზობელ სახელმწიფოებს უნდა დავეხმაროთ, რომ ჩინეთის გაძლიერებას ხელი შევუშალოთო (არ ვიცი რატომ, მაგრამ საქართველო გამახსენდა რატომღაც

).
ჩინეთი კალიასავით შეესია აფრიკას. "The New York Times" უკვე ყოველდღე აქვეყნებს წერილებს ამის შესახებ. კვირის გაზეთში იყო დიდი სტატია, დღევანდელ ნომერშიც არის.
ხდება სასარგებლო წიაღისეულის გაზიდვა ჩინეთში.
ადგილობრივების დასაქმება ხდება მხოლოდ მძიმე და არაპრესტიჟულ სამუშაოზე.
აფრიკაში ჩინელები ასაღებენ თავიანთ იაფ პროდუქციას. მაღაზიებში მხოლოდ ჩინელებია დასაქმებული, რომლებსაც საკუთარი ნათესავები ჩამოჰყავთ და მათ ასაქმებენ.
ადგილობრივები კონკურენციას ვერ უწევენ, იზრდება უმუშევრობა. (ისევ, რატომღაც საქართველო გამახსენდა).
ქართველებისაგან განსხვავებით, აფრიკელები მიხვდნენ რაც დაემართათ და პროტესტს აცხადებენ ჩინელების მიერ აფრიკის "ხელახალი კოლონიზაციის" წინააღმდეგ.