#6582391 · 6 Sep 2007, 10:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Fatma
QUOTE | რაც შეეხება პირველ არგუმენტს, მიაქციე ყურადღება... "ცივი ომის პერიოდში".... მეორე არგუმენტს...კი.... ყველა ქვეყანაში ხდება იდეოლოგიის შექმნა, რელიგიის ინსტრუმენტალიზაცია.... არ მინდა განვსაჯო მართლმადიდებელი პატრიარქი... |
"ცივი ომის" პერიოდში ატომურმა იარაღმა მართლაც ითამაშა დამაბალანსებელის როლი და დღესაც იმავე ფუნქციას ასრულებს ფაქტიურად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი უსაფრთხოა და მითუმეტეს მშვიდობის საიმედო გარანტი. ამ იარაღის დღევანდელ სიძლიერეს თუ გავითვალისწინებთ, დავრწმუნდებით, რომ თუნდაც ერთი ქობინის გასროლა საკმარისია ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად რამოდენიმე წუთში. კაცობრიობას სწორედ ატომური იარაღის სახით ემუქრება სამუდამო გადაშენება, მითუმეტეს რომ უფრო მეტი და ამასთანვე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, ინტერესების მქონე ქვეყნების შეიარაღებაში ეს იარაღი თანდათან იკიდებს ფეხს. ამიტომ, როგორც მინიმუმ, ეკლესიის მხრიდან ამ სასიკვდილო იარაღის(და საერთოდ ნებისმიერი იარაღის) გამოსარჩლება და კაცობრიობის უდიდეს მონაპოვრად გამოცხადება მიუღებელია. რაც შეეხება ეკლესიის სახელმწიფო ინსტიტუტად გადაქცევას, არც ეს მიმაჩნია მართებულად, თუმცა რაღაც დონეზე ეკლესიაც უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო იდეოლოგიას, მაგრამ მისი მთავარი მიზანი მოსახლეობაში სულიერების ამაღლება უნდა იყოს. მაგრამ რომელ სულიერებაზეა საუბარი, როდესაც რუსეთის ეკლესია გაძეძგილია იმ ადამიანებით, რომლებიც ახლო წარსულში კაგებეს აგენტები იყვნენ(და დღეს კი სავარუდოდო მისი სამართალმემკვიდრე სტრუქტურების სამსახურში დგანან)
--------------------
Time
|