თურქეთის მეგობრული მესიჯი თუ ირიბი მუქარა?
ა/წ 1 სექტემბერს თბილისში,
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მუსტაფა ჩიფთჩი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს შეხვდა. საუბარი შეეხო ორგანიზებულ დანაშაულს, საზღვრის დაცვას, არალეგალურ მიგრაციას, კიბერდანაშაულს, ნარკოტრეფიკს და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.
შეხვედრის მიმდინარეობისას თურქეთის მინისტრი ამბობს შემდეგ ფრაზას:
„ჩვენ საკუთარ უსაფრთხოებას მეზობლების უსაფრთხოებისგან განცალკევებულად არ განვიხილავთ.“
ანუ რას ნიშნავს ეს განცხადება?
ეს ნიშნავს ერთ რამეს მხოლოდ, თუ საქართველოში სიტუაცია დაიძაბება, თუ თურქეთი ჩათვლის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანა აღარაა, მაშინ მას შეუძლია ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში...
თურქული აგენტურა დაიწყებს მოქმედებას:
იქნება დაგეგმილი პროვოკაციები თურქების მიმართ.
რაშიც აუცილებლად ჩაერთვება ე.წ ,,აზერბაიჯანული დიასპორა"
იქნება ეთნიკური თუ რელიგიური დაპირისპირებების კერები და ა.შ, რაც თურქულ აგენტურას არ გაუჭირდება, განსაკუთრებით რელიგიური დაპირისპირებები, რომელიც არაერთი გვახსოვს და რაშიც სამწუხაროდ ძალიან ,,ამაყად" მონაწილეობენ ჩვენი ე.წ ,, ქართველი მუსლიმები".
თავდაპირველად ეს მხოლოდ დიპლომატიურ განცხადება იქნება და როგორც კი რუსეთი მნიშვნელოვნად დასუსტდება — ეკონომიკური პრობლემების, სამხედრო რესურსების შემცირებისა და შიდა პოლიტიკური კრიზისების გამო და მისი გავლენა სამხრეთ კავკასიაში შემცირდება, რეგიონში ძალაუფლების ვაკუუმი გაჩნდება, გავლენების თავისუფალი სივრცე ახალი მოთამაშისთვის და როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება ეს?
რათქმაუნდა თურქეთი.
საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დაიწყება და ანკარა განაცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები უკვე, თურქეთის უსაფრთხოების საკითხია და არამხოლოდ საქართველოსი...
თავდაპირველად იქნება დიპლომატიური ზეწოლა, შემდეგ ეკონომიკური ბერკეტები და საზღვრის გამკაცრება, ეს ისე მსოფლიოს დასანახად, რომ თითქოს გვაფრთხილებენ, მაგრამ ჩვენ მაინც ,,ვურჩობთ"
დავუშვათ თბილისი უპასუხებს:
„საქართველოს უსაფრთხოებას საქართველო განსაზღვრავს.“ და ბლა, ბლა, ბლა, მსგავს კონტექსტში...
ანკარა გამოაცხადებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად „აუცილებელ ზომებს“ მიიღებს და თურქეთის შეიარაღებული ძალები საქართველოში შემოვლენ.
ოღონდ, თურქეთი ამას ომს კი არ უწოდებს
„შეზღუდულ უსაფრთხოების ოპერაციას“ ან რაღაც მსგავსს დაარქმევს.
როგორც რუსეთმა დაარქვა сво ,, специальное военная операция"
თქვენი აზრით, რატომ უჭერს მხარს ერდოღანი უკრაინას?
აქედან ალიევი უკრავს ტაშს ზელენსკის, რისთვის?
უკრაინის ევროპული მომავლისთვის ზრუნავენ?
ვინც ასე ფიქრობთ, კომენტარიც არ დაწეროთ საერთოდ....
გაიგეთ ხალხო, მე რუსეთის მომხრე ან მისი გულშემატკივარი კი არ ვარ, მაგრამ თუ რუსეთმა რაიმე მიზეზების გამო დათმო სამხრეთ კავკასიის რეგიონი, მაშინ ყველას გაახსენდება ჩიფთჩის სიტყვები:
„ჩვენ საკუთარ უსაფრთხოებას მეზობლების უსაფრთხოებისგან განცალკევებულად არ განვიხილავთ.“
რუსეთის დასუსტება, ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს გაძლიერებას, როგორც ბევრს წარმოგიდგენიათ...
რუსეთის დასუსტებით, მთელს კავკასიაში ძლიერდება ისლამური სახელმწიფოები.
ჩრდილოეთ კავკასია მთლიანად მუსულმანურია, რუქას დახედეთ მაინც, როგორც კი რუსეთი დასუსტდება, მაშინვე დაიწყებენ მასში შემავალი რესპუბლიკები განცალკევებას-გამოყოფას, ყველა მუსულმანური რესპუბლიკაა და როგორ ფიქრობთ ვინ აიღებს მათზე კონტროლს? თუ გგონიათ, რომ მათ დამოუკიდებლობას მისცემენ?
ამიტომ ვამბობ, რუსეთის სამხრეთ კავკასიიდან გასვლა, ჩვენთვის სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს და ჩვენი, როგორც ქრისტიანული სახელმწიფოს არსებობა დასრულდება...
თქვენ იცით, რომ თურქეთი ჩვენს მღვდლებს არ უშვებს საზღვარზე თუ ისინი ჯვარს არ მოიხსნიან და შესამოსელს არ გაიხდიან?
დამიჯერეთ ეს ჩვენი ე.წ ,, ქართველი მუსლიმები"_ 99% დიდი სიხარულით შეხვდებიან ალაჰის მადიდებლებს, ჩვენს ტაძრებს მეჩეთებად გადააკეთებენ, ჩვენს 12-13 წლის შვილებს ხასებად და ცოლებად დაისვამენ, ვისაც ღირსება გვაქვს ჩვენ შევაკვდებით და ქართველი ერი კი არა, ქართველი როგორც ეთნოსი დავმთავრდებით, როგორც კავკასიის ალბანეთი აღიგავა პირისაგან მიწისა.
საქართველომ ქრისტეს მრწამსის გამო, რა გადაიტანა და როგორ მოაღწია ჩვენამდე, ამის მოყოლას არ დავიწყებ და ჩვენ უნდა ვიყოთ, ის ხალხი ვინც დაკარგავს ქრისტეანობას და სამუდამოდ დაკარგავს სამშობლოს?
იფიქრეთ
,, განგებამ, ფიქრისთვის შექმნა ადამიანი"
(IMG:
https://img.forum.ge/J_ti60i6ning36.jpg)