მოზრდილი კომენტი დავწერე და წამეშალა. მოკლედ ვიტყვი - ამერიკის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენციის იმედი ნუ გექნებათ, არ აქვს მნიშვნელობა ობამა გახდება პრეზიდენტი თუ მაკკეინი. ნუ გავიწყდებათ წარუმატებელი ოპერაციები ერაყში და ავღანეთში, რომლებიც ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და თუ ობამა არ გაიმარჯვებს, ღმერთმა უწყის როდის დასრულდება. სხვა ყველაფერი რომ დავივიწყოთ, მარტო ირანის გამო სჭირდება აშშ-ს რუსეთი და მას ომს არ დაუწყეეეებს!!!! ხო და ვერბალურად ობამაც დაგვეხმარება, თან მაკკეინზე ბევრად უკეთ რომ ეხერხება ეგ ამბავი (ანუ მეტყველება) თავად მაკკეინის მომხრეებიც დამიდასტურებენ

კიდევ უფრო მოკლედ რომ ვთქვათ - საქართველოსთან მიმართებაში აშშ-ს დამოკიდებულება არ შეიცვლება არჩეული პრეზიდენტის მიხედვით. და კიდევ ობამას გამარჯვებით არ იწყება ჩვენი დასასრული

საერთოდაც ღმერთმა ნუ ქნას რომელიმე უცხო ქვეყნის ახლადარჩეულ პრეზიდენზე იყოს დამოკიდებულის ჩვენი ყოფნა-არყოფნა!