#11093722 · 5 Oct 2008, 22:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საინტერესო დისკუსია გაიმართა
მე მიმაჩნია, რომ რუსეთი არ არის მსოფლიო ძალა , მას მხოლოდ ამბიციები აქვს, რომ იყოს უფრო მეტი, ვიდრე იგი დღეს არის. თუმცა ამბიცია მარტო არ უშველის. ამისათვის მხოლოდ ორი მაჩვენებელიც რომ ავიღოთ, ეკონომიკური და სამხედრო, ესეც ცხადს გახდის რომ რუსეთს მსოფლიო ძალად ჩამოყალიბების ნაკლები შანსი აქვს. ამას თავადაც ხვდება და იმიტომ შემოიტანა სადისკუსიოდ არა ბიპოლარული, არამედ მულტიპოლარული სისტემის პერსპექტივა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რეგიონალური ძალის ცნებაც. მე მიმაჩნია, რომ რუსეთი რეგიონალური ძალაა. ეს მან ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დროსაც დაადასტურა. რუსეთი მხოლოდ მის "კონტროლირებად რეგიონში" არის მსოფლიო ძალა, ხოლო მსოფლიო დონეზე რეგიონალური ძალაა.
ზუსტად ამას ვუხსნიდი ჩევენს ერთ დეპუტატსაც რომ ვერ გავაგებინე. მიმტკიცებდა რუსეთი სუსტიაო და ხელისუფლებამაც ზუსტად ეს შეცდომა დაუშვა, სათანადოდ ვერ შეაფასა რუსეთი.
ერთი სიტყვით ჩემი თეზაა, რუსეთი არის რეგიონალური ძალა და მსოფლიო ძალასთან ამერიკასთან შედარებით, თავის რეგიონში მასზე მეტი ეთქმის.
|