შეიძლება თქვენ გეგონათ, მე ნაღდად არ მეგონა.
თუმცა ისიც გასათვალისწინებელია რომ:
1. მოლდოვას შეიარაღებულ ძალებსა(თუ ყავს საერთოდ) და ჩვენს შეიარაღებულ ძალებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა.
2. დნესტრისპირეთი უშუალოდ რუსეთს არ ესაზღვრება, არამედ მათ შორის "გაჩხერილია" რუსეთისადმი არამეგობრული სახელმწიფო. შესაბამისად მათ შორის არ არის როკის გვირაბი.
3.დნესტრისპირეთს არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, აქედან გამომდინარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ვერც დესანტს გადმოსხამს და ვერც სარაკეტო დარტყმებს განახოციელებს ზღვიდან შავ ზღვასა და მოლდოვა-დნესტრისპირეთს შორის არსებული უკრაინული ტერიტორიის გამო.
4. მოლდოვას არ აქვს ორი სეპარატისტული რეგიონი, ამიტომ ჩვენგან განსხვავებით ორ ფრონტზე არ მოუწევს ბრძოლა.
მაგი ვიცით, ჩვენც ვიგებთ ინფოებს.
ხო, ისე სხვათაშორის მაგ სმირნოვმა რო მოინდონომოს მანდ დისლოცირებული რუსული არმიის დახმარებით ნახევარ მოლდოვას გადაუვლის, თუ მეტს არა.
საბჭოთა კავშირის დროს მანდ იარაღის უზარმაზარი საწყობები იყო.