ერთი წლის თავზეყოველი 55-ე ადამიანი დაიღუპა, საერთო რაოდენობა - 41 909, მათგან 16 756 ბავშვი. ყოველი 23-ე ადამიანი დაიჭრა, საერთო რაოდენობა 97 303-ს შეადგენს. ათი ათასზე მეტი ადამიანის ბედი უცნობია, მათი აბსოლუტური უმრავლესობა სავარაუდოდ ნანგრევებშია მოყოლილი.
34 ჰოსპიტალი და 80 ჯანდაცვის ობიექტი აღარ ფუნქციონირებს, სასწრაფო დახმარების 131 მანქანა იქნა განადგურებული ან დაზიანებული. დაღუპულთა შორის არის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის 85 მუშაკი და სამედიცინო სისტემის 986 წარმომადგენელი, მათ შორის 165 ექიმი, 260 ექთანი, 76 ფარმაცევტი და ა.შ.
2,3 მლნ მოსახლეობიდან 1,7 მლნ ადამიანი (75%) გადამდები ავადმყოფობებით არის დაავადებული სანიტარული მდგომარეობის, კერძოდ, საკანალიზაციო და სასმელი წყლის სისტემის განადგურების გამო. 10 ათასზე მეტი ონკოპაციენტი მკურნალობის საშუალებას მოკლებულია სამედიცინო სფეროს მოშლის გამო, ზოგადად კი ქრონიკულად დაავადებული 15 ათასზე მეტი პირი საზღვარგარეთ ტრანსპორტირებას საჭიროებს.
2,15 მლნ ადამიანი, ანუ 96% განიცდის საკვების მწვავე ნაკლებობას, ყოველი მეხუთე ადამიანი (495 ათასი) კი შიმშილის წინაშე დგას.
ყოველ მცხოვრებზე წყლის ყოველდღიური რაციონი 1,5-დან 1,8 ლ შეადგენს მაშინ, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, 100 ლ უნდა ყოფილიყო გამოყოფილი. ამ მიზეზით ადამიანები იძულებული არიან ზღვის მარილიანი წყლით ისარგებლონ.
საერთაშორისო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრის გარეშე" მონაცემებით, დაღუპულია მედიის 130 თანამშრომელი.
ათი ათასზე მეტი პალესტინელი, მათ შორის 250 ბავშვი და 80 ქალი ისრაელის ციხეებში სასამართლო განაჩენის და ბრალის წაყენების გარეშე იმყოფება.
საცხოვრებელი სახლების 60% და კომერციული შენობების 80% განადგურებული ან დაზიანებულია, 150 ათასზე მეტი სახლი თუ ბინა საცხოვრებლად უვარგისია.
წყარო: გაერო123 სკოლა და უნივერსიტეტი სრულად დანგრეულია, 335 შენობა - დაზიანებული. განათლების ობიექტები ლტოლვილთა თავშესაფრებად არის ქცეული. დაღუპულია 11 500 სტუდენტი/მოსწავლე და 750 პედაგოგი.
611 მიზგითი სრულად განადგურდა, 214 - ნაწილობრივ. დაინგრა სამივე ეკლესია, მათ შორის V ს. წმ.პორფირეს სახელობის ტაძარი.
რაც შეეხება მდ.იორდანეს დას.ნაპირს და აღმ.იერუსალიმს, 7 ოქტომბრის შემდეგ 695 პალესტინელია მოკლული, მათგან 678 ისრაელის ჯარის, ხოლო დანარჩენები კოლონისტების მხრიდან თავდასხმების შედეგად. 4 555 ადამიანი 1 910 ბავშვის ჩათვლით ლტოლვილად იქცა.
------
ისრაელის უშიშროების სამსახურის შაბაქის ყოფილი დირექტორი ამი აიალონი: "მე რომ პალესტინელი ვყოფილიყავი, ისრაელის წინააღმდეგ ვიომებდი".